ხმაურმა და დაპირისპირებამ პარლამენტის სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა. ფოიეში მყოფი სამოქალაქო პირები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ დაუშვა ისეთი სირცხვილი პარლამენტში, როგორიცაა რუსი დეპუტატების ყოფნა.

 

„მოღალატე და მონა“ – ასეთი მიმართავენ სამოქალაქო პირები ზაქარია ქუცნაშვილს.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.