ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების სასესიო დარბაზიდან გაყვანას ცდილობს.

 

მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ის სპიკერატში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ესაუბრება და სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზიდან გასვლაზე მათ დაყოლიებას ცდილობს.

 

ამ წუთებში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყვეტილია. სპიკერატი ოპოზიციას აქვს დაკავებული, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატების მონაწილეობას აპროტესტებენ.

 

სასესიო დარბაზში იმყოფებიან სესიის მონაწილე დელეგატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც განცხადებებით საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართავენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.