საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს და რუსული დელეგაციის სხვა წევრებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ არ დაურღვევიათ ოკუპაციის შესახებ კანონი, ამიტომ მათი ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი არ არსებობდა.

 

„ორი დეპუტატი იყო რუსეთის დუმიდან წარმოდგენილი ამ საპარლამენტო დელეგაციაში, ზატულინი და ვიატკინი, მათ დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი და უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. რაც შეეხება რუსული დელეგაციის დანარჩენ წევრებს, რომელთა შორისაც იყო გავრილოვი და სხვა დეპუატები, მათ არ ჰქონდათ დარძღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და შესაბამისად არ არსებობდა სამართებრივი საფუძველო, რომ რომელიმე ორგანოს მათთვის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ მიდგომას ქვეყანაში ამ კანონის დამრღვევთა შემოშვებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროსაა მიღებული და განცხადებები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა, არის სპეკულაცია.

 

„რაც შეეხება საკითხს, შეეძლოთ თუ არა რუსეთის დუმის დეპუტატებს საქართველოში ჩამოსვლა ზოგადად. ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული მიდგომაა ჩამოყალიბებული, რომელიც ეფუძნება კანონს ოკუპაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ოკუპაციის შესახებ მიღებულია არა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, არამედ, მანამდე, თუ არ ვცდები 2008 წელს. ანუ ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დეპუტატების შემოშვებისთვის ან არშემოშვებისთვის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს- თუ დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი და აქ არის არსებითად სააბრი იმაზე, რომ არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონკრეტული მოქალაქე, ამ შემთხვევაში ირღვევა ეს კანონი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ანსამბლეის საქართველოში ჩატარება ჯერ კიდევ შარშან ამ დროს გადაწყდა და საქართველოსთვის ასეთი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა და მათი ოკუპაციის პრობლემაზე სასაუბროდ გამოყენება მნიშვნელოვანია.

 

„თავდაპირველად შარშან ამ დროს გადაწყდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარება. ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და საერთშორისო ფორუმების მასპინძლობა, არაერთი ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენს დედაქალაქს და ყოველ ჯერზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებდით ასეთ ფორმატებს, მათ შორის იმისთვის რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებთან დაკავშირებით და ყველაზე მრკივნეული პრობლემა რა თქმაუნდა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ საერთშორისო ფორუმის მასპინძლობა,“-აცხადებს კობახიძე.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.