საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, გადადგომის შესახებ წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

 

შეგახსენებთ, საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.