შრომითი დებულებების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა: წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა, - ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

 

ამასთან, წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში კი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა.

 

ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის; ამასთან, კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ჯარიმა იქნება ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (ფიზიკური პირის გარდა), არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.