ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

პრემიერის განმარტებით, ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარებისთვის ცალკე პროგრამა იმოქმედებს და ყველა ნაბიჯის თუ პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა.

 

„ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა და ყველა ამ ნაბიჯის და პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა, მათი კომპეტენციის ამაღლება და მხარდაჭერა როგორც ლიკვიდობის, ასევე, მიწოდების შოკის გადალახვაში. სასტუმროების ნაწილში, საკარანტინო სივრცეები იყო სერიოზული მხარდაჭერა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდა, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი კომპეტენცია შეიძინეს მსხვილმა სისტემურმა სასტუმროებმა როგორ უნდა მართონ COVID-ის რისკები. იქ თავისი სპეციალური პროტოკოლებია დასუფთავების, „ქეითერინგის“, ტრანსპორტირების. როდესაც ტურიზმი გაიხსნება, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უკეთესად არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს და აითვისოს ტურიზმის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ტურიზმის გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა არსებობს. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მომზადების ეტაპზე. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, რომ ქვეყნის გარედან მიიღოს სტუმრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.