გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო. ამის შესახებ „გლობალპრესს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

 

„სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება“, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

 

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.