Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9718
EUR
3.3088
RUR
0.0465
GBP
3.8345

15 მარტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის მიზეზი სკოლის მოსწავლეების მიერ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაა.

 

აქციაში მონაწილეობა მათ შვედი სკოლის მოსწავლე გოგონას, გრეტა თენბერგის აქტივობის გამო გადაწვიტეს.

 

როგორც ცნობილია, გრეტა თენბერგი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, გასული წლის აგვისტოდან, პარასკევობით სკოლას აცდენს და აქციას მართავს. იგი მხოლოდ 16 წლისაა და უკვე შეძლო მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის მიეწვდინა ხმა.

 

„მე ყოველ პარასკევს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გაფიცვას ვაწყობ ათასობით სხვა ბავშვთან ერთად“, - აღნიშნა გრეტა თენბერგმა.

 

შვედ გოგონას გერმანიიდან დაწყებული ავსტრალიამდე უკვე ათასობით სკოლის მოსწავლემ მიბაძა.

 

ამასთან, გრეტა თერნბერგის აქტიურობამ შედეგი უკვე გამოიღო და მან ევროკავშირისგან მიიღო დაპირება, რომ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის მილიარდები დაიხარჯება.

განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი, ამ რეფორმამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ჩართვისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების მინისტრთან ერთად მომავალ კვირას წარუდგენს.

 

„ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები, რომელიც უკვე გადავდგით, ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12 პროცენტიანი წილი, ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

 

მამუკა ბახტაძეასევე შეეხო სასკოლო განათლებას და აღნიშნა, რომ სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი.

 

„ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ. სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა. უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

 

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავაანონსეთ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში გვაქვს ბულინგის პრობლემა და ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართელოს გამოწვევა. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიდო ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვფიქრობ, იქნება წარმატებული. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში სკოლებში შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ადგილზე, თუმცა ამას სჭირდება კეთილი ნება დირექტორების მხრიდან.

 

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს უპასუხისმგებლობას, ამიტომ განათლების სამინისტრო აუცილებლად განახორციელებს მკაცრ მონიტორინგს, რამდენად შეეცდებიან სკოლების დირექტორები პრობლემების გადაჭრას.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგრამ მინდა გამოვყო ერთი თემა - აქტიური მუშაობა დირექტორებთან. გარდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და არ სჭირდება ამას არც სამინისტროების ჩარევა, არც არაფერი, უბრალოდ კეთილი ნება და მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება სკოლების დირექტორების მხრიდან. შეიძლება ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული მარტივი პრობლემების გადაჭრაში. ჩვენი სამინისტრო გააგრძელებს სკოლების მონიტორინგს, ისე როგორც აქამდე აკეთებდა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად რეგიონებში, არის ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაიჭრას. ისეთი დამოკიდებულება, რომ სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ - ჩვენთვის მიუღებელია. ამ კუთხით, აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების დამოკიდებულება ამ კუთხით. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც არ სჭირდება არც დედაქალაქისგან და არც მუნიციპალიტეტისგან მითითება, ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან და ეს ყველაფერი შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს.

სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

 

უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

 

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“, - აცხადებენ  განათლების სამინისტროში.

 

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „გლობალპრესს“ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლაში მოხდეს განათლების მიღება.

 

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში - ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ - განაცხადა ბახტაძემ.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც დღეს სწავლა განახლდა, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

 

მინისტრს თქმით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

 

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

„სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

მაგალითად, გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

 

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

 

"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა",- განაცხადა გორგოძემ.

 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით მართავს.

2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ამასთან, იმ პირებს ვინც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ატესტატი ვერ აიღეს, უფლება აქვთ, შესაბამის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.

განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო. როგორც „გლობალპრესს“ სამინისტროში განუცხადეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება.

 

„სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჩვენი მიზანია, ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, განათლების რეფორმაში ყურადღებაა გამახვილებული ასევე პროფესიულ განათლებაზე.

 

„პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას. მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში. რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს. წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი“, - განაცხადა ბახტაძემ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ გახსნა.

 

სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, ასევე აქვს რეგიონალური მნიშვნელოის სპორტული დარბაზი. სკოლის მშენებლობას საფუძველი 2018 წლის თებერვალში ჩაეყარა და დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.

 

2017 წლამდე სკოლა ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, რომელიც 1908 წელს აშენდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს განხორციელებულა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » October 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?