Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიცხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

 

ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია.

საპატრიარქო თერჯოლაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“.

 

„თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

 

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

 

"იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ" მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია)

 

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საზღვრები ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ქვეყანაში მოგზაურობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამავე ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკან დაბრუნების შემთხვევაში, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ცის გახსნა არაერთხელ გადადო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

 

„გვაქვს პოზიტიური სიგნალი და ეს არის ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მრავალთვიანი აქტიური მუშაობის შედეგი. მივიღეთ პირობა, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ხვალ გათავისუფლდება. რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი იმ დაზიანებისა, რაც ჰქონდა მიღებული. საუბარი ასევე შეეხო სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 11 სექტემბერსაც. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ერგნეთში მყოფმა ევროკავშირის დამკირვებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ეს ვერტმფრენი. ეს არის მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ასევე განვიხილეთ გახშირებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და უსაფუძვლო ბრალდებებით დაკავებული აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომლის მიმართ ზეწოლაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან“, - განაცხადა ანთაძემ.

 

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე დეკადაში ჩატარდება, ზუსტ თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან.

 

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს სავარაუდოდ, წესის აგების გარეშე დაკრძალავენ. როგორც თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

 

"არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევას, ვიმსჯელებთ... მერე გადავწყვეტთ...თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება. ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

 

ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, რომ ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო.

 

ცნობისთვის, თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში.

 

„იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

 

განკარგულება შენგენის ზონიდან აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

დამატებით, 22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს რომლებიც ბიზნეს საქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

 

სტუდენტები, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

 

სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

 

სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

 

ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები ვინც ბიზნეს საქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

 

გამონაკლისის დაშვება აღნიშნული პირებისთვის აშშ-ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან მგზავრობის შესახებ, ხელს შეუწყობს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირითადი კომპონენტების აღდგენას.

 

პრეზიდენტის პროკლამაციის შეზღუდვებს მიღმა დანარჩენი ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვეულებრივი წესით დაიშვებიან ქვეყანაში.

 

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მეტრო დღეიდან, 21 სექტემბრიდან, ჩვეულ გრაფიკს უბრუნდება - დილის 06:00-დან ღამის 00:00-საათამდე იმუშავებს.

 

თბილისის მერიის ცნობით, მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტრო შემცირებულ სამუშაო გრაფიკზე 2019 წლის 1 ივლისიდან გადავიდა და მგზავრთა გადაყვანას 23:00-ზე წყვეტდა. ჩვეულ რეჟიმზე გადასვლა ივნისისთვის იგეგმებოდა, თუმცა კოროპანდემიის გამო სამუშაოები კვლავ გადაიდო და სექტმებრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს. მოზარდის ბებია საპატრიარქოს სთხოვს, ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო.

 

„ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება, თავი არც მოუკლავს. მაგრამ, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო და ამიტომ, ვთხოვ მათ, დაუშვან გამონაკლისი და აუგონ წესი ბავშვს", - ამბობს გარდაცვლილის ბებია.

 

შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოციალური ქსელი Twitter-ი ბელარუსში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების შეზღუდვაზე იუწყება. „ბელარუსში საპროტესტო აქციებზე საპასუხოდ Twitter-ის დაბლოკვა ხდება.

 

ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანოა. ეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღია ინტერნეტის პრინციპს არღვევს“, - ნათქვამია სოციალური ქსელის განცხადებაში.

 

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

 

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

მაგათი მიმართულებაა, რომ თავი მოიწამლა. ეს არის ზღაპარი. თუ მართლა ასეა, კომპიუტერი რატომ წაშალეს? მოწმეებს რატომ აშინებენ? მეორე „ფლეშკა“ საერთოდ დაიკარგა. კვალს რატომ შლი? რა ძალა გადგას, დამიმტკიცე და კი ბატონო, - ამის შესახებ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი აქციებს გააგრძელებს.

 

„მაგათი დღეები დათვლილია, არ გამოუვათ. პირველ რიგში, სუს-მა უნდა გამცეს პასუხი, ეს მანიაკური მკვლელობა მაგათი ჩვევაა. რატომ გაჭიანურდა? არცერთ მოთხოვნაზე პასუხი არ არის. ყველაფერს ცდილობენ, რომ გააყალბონ. სუს-ის მანქანები რომ მოყვება, აი იქაც წაშლილია, შემდეგ ორი მანქანა გვერდზე უდგება, ერთი უკან მიყვება, ალყაში ჰყავთ უკვე ბავშვი მანქანით, მეორე მანქანა ისე გადაუდგა, რომ არ წამოვიდეს თბილისისკენ და ზემო ფონიჭალისკენ წავიდა. ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო პასუხები და თვენახევარი გავიდა.

 

10 სექტემბრიდან გაგრძელდება მასშტაბური აქციები. 12 მტკიცებულება დევს საქმეში და არცერთზე პასუხი არ არის. ყველაფერს შლიან, აყალბებენ, მოწმეებს აშინებენ, სახლებში დადიან, ეს არ თქვათ, ეს თქვითო. თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ამ შეხვედრებზე. მაგათი მიმართულებაა, რომ თავი მოიწამლა. ეს არის ზღაპარი“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმსობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

 

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ერი დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას ღვთისმშობლის მფარველობაზე, ასევე, სიონის ტაძრის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი სახელობისაა.

 

პატრიარქის თქმით, ადამიანი მაშინაა ბედნიერი, როდესაც მას სხვა ადამიანისთვის სიხარული მოაქვს.

 

„გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას, ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა“, - ბრძანა პატრიარქმა.

ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი გრივერ ფარულავა 84 წლისა გარდაიცვალა. ათობით წლის განმავლობაში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა.

 

გრივერ ფარულავა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს იკვლევდა, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვა.

 

წლების განმავლობაში გრივერ ფარულავა თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე იყო.

 

გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?