კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონის ტურნირი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

 

ტურნირი დიდ ბრიტანეთში 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ტურნირი 202წ1 წელს გაიმართება.

 

უიმბლდონის ტურნირი მსოფლიოში უძველესი საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბანში უიმბლდონში. უიმბლდონი დიდი სლემის ოთხიდან ერთ-ერთი ტურნირია და ერთადერთი, რომელიც ბალახის საფარის კორტებზე ტარდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.