Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინის ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან - თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ესტონეთის პოლიციამ მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფება FDK-ს ლიდერი დააკავა, რომელიც თინეიჯერი აღმოჩნდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, FDK ონლაინ ჯგუფი იყო, რომლის წევრებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მათი ლიდერი კი ესტონეთში მცხოვრები 13 წლის ესტონელი ბიჭი იყო. ის ინტერნეტში ფსევდონიმით „მეთაური“ შედიოდა და ჯგუფის წევრების ბომბების აწყობის ინსტრუქციებს უზიარებდა. ის ასევე ახალი წევრების მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი.

 

„მეთაურის“ ინიციატივებს შორის ლონდონში ტერაქტის მოწყობა და ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების გახსნა. მისი ასაკიდან გამომდინარე, მოზარდს ესტონეთში ვერ გაასამართლებენ, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება მის დასასჯელად სხვა კანონიერი გზებს ეძებს.

 

ჯერ კიდევ თებერვალში FDK-მ დაშლის შესახებ განაცხადა, მაგრამ გამომძიებლებმა დაჯგუფების წევრების შიდა მიმოწერა აღმოაჩინეს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ისინი მოღვაწეობის გაგრძელებას ახალი სახელით აპირებენ.

ავღანეთში, ქაბულის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტთან ტერორისტული აქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც შენობიდან კადეტები გამოდიოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

 

ტერაქტს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

ავღანეთში, ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ Washigton Post-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებული კაცი საავადმყოფოში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა შორის დედები და მედდები არიან. დაშავებულია 15 ადამიანი.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

თავდასხმა საავადმყოფოზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. საავადმყოფო, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

სამხრეთ ლიბანში შიიტური დაჯგუფების ,,ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამედ ალი იუნესი, მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,Times of Israel" ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს.

 

როგოეც გამოცემა წერა, ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა თუ არა ეაჭვმიტქნილი.

 

ირანელი მედიის ცნობით კი ჰეზბოლას ლიდერი მისი მანქანიდან გადმოიყვანეს ნაბატიეს მახლობლად მდებარე გზაზე დახვრიტეს.

 

ლიბიური მედია წერს, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ ეჭვმიტანილის ვინაობას საჯაროდ არ ასახელებენ.

 

როგორც მედიაში ვრცელდება, სავარაუდოდ მკვლელობის მიზანი უკავშირდებოდა იონესის პოზიციას ჰეზბოლში.

 

იონესი იყო ირანის ელიტური ძალების მეთაური, ქასემ სოლიმანის თანამებრძოლი.

საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. არსებობს ინფორმაცია 13 დაშავებულის შესახებაც.

 

შემთხვევა ბელკურის მოედანზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ამანათში მოთავსებული ბომბი ამოქმედდა. გამოცემა Le Progres-ი წერს, რომ ბომბი ლურსმნებით და ბოლტებით იყო შეკეთებული.

 

დაუდასტურებელი ცნობით, აფეთქებამდე ორი წუთით ადრე შემთხვევის ადგილას კაცმა, რომელიც ველოსიპედზე იჯდა, ჩანთა დატოვა. პოლიცია 30-35 წლის ეჭვმიტანილს ეძებს, - იუწყება BFMTV.

 

პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლით დაიწყო.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიის ტერიტორიაზე შიიტური დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ ნებისმიერი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

 

გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელის, სტივ ალტერის განცხადებით, დღეს დილიდან გერმანიის რიგ რეგიონებში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის სახელმწიფოს განადგურების შემცველ მოწოდებებს აკეთებს და შესაბამისად, ერებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბების პროცესს უშლის ხელს.

 

ისრაელი გერმანიის ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით გერმანიის ამ მნიშვნელოვან და გონიერ ნაბიჯს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“, - განაცხადა გერმანიაში ისრაელის ელჩმა, ჯერემი ისაჰაროფმა.

კენიაში, ლამუს რეგიონში ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ კენიურ-ამერიკულ სამხედრო ბაზა „კემპ სიმბას“ დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

კენიის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ თავდასხმა მოიგერიეს და ოთხი ისლამისტი მეამბოხე მოკლეს. The Associated Press-ის ცნობით, თავდასხმის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ამერიკული თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.

 

რაც შეეხება „ალ-შაბაბს“, მათი ინფორმაციით, შეტაკებისას რამდენიმე ამერიკელი და კენიელი სამხედრო დაშავდა, თუმცა აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა კრისტოფერ კარნსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

„ალ-შაბაბი“ დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ მოკავშირეა, მისი შტაბბინა კი სომალიში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში „ალ-შაბაბის“ თავდასხმას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიაზე აღარ არსებობს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

 

სარა სანდერსის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ამასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს One Air One-ის ბორტზე ყოფნისას, ფლორიდაში გამგზავრების დროს აცნობა.

ესპანეთში „დაეშის“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ევროპის ტერიტორიაზე ძებნაში მყოფ პირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტია. მასთან ერთად ქალაქ ალმერიაში კიდევ ორი პირი დააკავეს. ოპერაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებით მონაწილეობით ჩატარდა, რომლემბაც ესპანეთს ტერორისტის შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესახებ შეატყობინეს.

 

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული რამდენიმე წლის განმავლობაში სირიისა და ერაყში იმყოფებოდა, სადაც „დაეშის“ რიგებში იბრძოდა.

ქაბულის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის დასავლეთ ნაწილში თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც შენობიდან კადეტები გამოდიოდნენ.

 

მაღალჩინოსნების განმარტებით, შედეგად დაიღუპა სულ მცირე ექვსი და დაშავდა ასევე ექვსი ადამიანი.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ნოვრუზის აღნიშვნისას აფეთქება მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ იუწყება, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

 

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 კი დაშავდა.

 

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია თუ ვინ დგას აღნიშნული ტერაქტის უკან.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?