ლიეტუვა არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

“დღეს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს ე.წ. არჩევნები იმართება. ლიეტუვა არ აღიარებს „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს ლინკევიჩიუსი.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.