ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ 9 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია“,- წერს ურმას რეინსალუ „ტვიტერზე“.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.