Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მოგახსენებთ საიდანაც ვიწყებთ და გვაქს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ: ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების მართვაში ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტის რაოდენობა. აქ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც უწყების ვეგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციები:

 

- ტურისტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების რაოდენობა განისაზღვროს N1 დანართის შესაბამისად;

 

- ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;

 

- ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;

 

- სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;

 

- ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

 

- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;

 

- მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

 

- ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;

 

- ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);

 

- რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

 

- ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;

 

- ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

გიდის ვალდებულებები:

 

- გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოთ ნიღაბი;

 

- ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;

 

- ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;

 

- დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;

 

- თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს. აღნიშნული განრიგი Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.

 

მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 5 ივლისის რეისებზე.

 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი თავისი რეისების 40%-ის აღდენას პირველი ივლისადან გეგმავს.

 

კერძოდ, ავიაკომპანია დღეში დაახლოებით 1 000-მდე რეისს შეასრულებს. რეკომენდაციების თანახმად, მგზავრებმა აეროპორტში სიცხე უნდა გაიზომონ. გარდა ამისა, მათ ნიღაბი უნდა ატარონ და ტერმინალებში ხელის სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენონ.

 

ასევე, თვითმფრინავის ბორტზე ტუალეტის რიგში დგომა იკრძალება. ამასთან კომპანია მგზავრებს სთხოვს, რომ ონლაინ-რეგისტრაცია გაიარონ.

იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად, - ასე აღწერს საქართველოს პორტალი AirBalticBlog, სტატიაში სახელწოდებით „ქვეყნები, სადაც ამ ზაფხულს დასასვენებლად შეიძლება ჩასვლა“.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. აქვეა მოყვანილი რჩევები იმის შესახებ თუ რა უნდა დაათვალიეროს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა.

 

„დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით ჭაჭასთან, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!

 

თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ - წერია სტატიაში.

 

ჩამონათვალში ასევე შევიდნენ საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ხორვატია.

პოპულარული გამოცემა Lonely Planet საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას სტატიას უძღვნის.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

გამოცემა საქართველოში მომუშავე ტურისტულ კომპანიებს გაესაუბრა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

 

„ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში. გრიგოლ ფაღავა, Budget Georgia– ს მეპატრონე ამბობს, რომ ”ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე“, - განაცხადა გრიგოლ ფაღავამ“, - წერს გამოცემა.

 

Lonely Planet-ი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის სწრაფმა ჩაკეტვამ დიდწილად განაპირობა შედარებით დადებითი სტატისტიკა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას გაესაუბრა.

 

„ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დაასახელებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანასა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყნის აშკარა წარმატების საფუძველზე. „მანამდე მსოფლი იცნობდა საქართველოს, როგორც მასპინძლობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას, ახლა კი გაიცნობენ, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ“, - წერია სტატიაში.

 

„ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში დიდხანს არიან მოწყვეტილი ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი თოვლის ქარიშხლების გამო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის განახლებისთვის უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან“, - აღნიშნავს გამოცემა.

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარის, ადინა-იოანა ვალეანის განცხადებით, ტურისტები, რომლებიც ამ ზაფხულს ევროპაში იმოგზაურებენ, ამას საკუთარი რისკით გააკეთებენ.

 

„ვერავინ მოგცემთ 100%-იან გარანტიებს. არ ვამბობთ, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა. რისკები, როგორიცაა ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები, თქვენზეა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

დღეს ევროკომისიამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს მოუწოდა, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი“ და გახსნან საზღვრები.

 

ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

 

ევროკომისიის რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას ივლისამდე არ გეგმავს.

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი სტატის აქვეყნებს , სადაც მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.

 

როგორც სტატიის ავტორი თამარა ჰარდინგამი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი

 

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს - 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.

 

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს. ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი“, - ნათქვამია სტატიაში.

 

აქვე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლისას დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი უარყოფითია.

 

გამყრელიძის თქმით, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

„პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე. ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

რაც შეეხება შიდა ტურისტს, ამირან გამყრელიძის თქმით, სასურველია რომ წელს შიდა ტურიზმი მეტად განვითარდეს და ეს დამატებითი კვლევების საჭიროებას არ წარმოშობს.

 

„შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს და მინდა, რომ ჩვენ ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. მას დამატებით არავითარი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ჩვენ ტესტირებას სერიოზულად ვაფართოებთ. გავაოთხმაგეთ ჩვენ PCR ტესტირება და დღიურად 3000-მდე ავალთ ივნისში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

ევროკომისია მოუწოდებს გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი“ და გახსნან საზღვრები. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

 

ევროკომისიის რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას ივლისამდე არ გეგმავს.

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება - ამ სათაურით wasshingtonpost-ი სტატიას აქვეყნებს

 

„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს პასუხი ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, - ამ სიტყვებით იწყებს სტატიას იზაბელ ხურშუდიანი

 

ავტორი აღნიშნავს, რომ რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც Covid-19-ის შემდეგ, ტურიზმისთვის განახლებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს ახალ სტრატეგიებს ისეთი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე

 

„საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩებს დაავალა მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

 

„ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება არა - აცხადებს თურნავა“, - წერია სტატიაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

 

„თუმცა საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში, ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თქმით, ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება.

 

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. გახარიას თქმით, ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები.

 

„დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც სულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი და რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვიშნოთ, რომ ამისათვის აუცილებელია ყველამ ერთად, ჩვენს მოქლაქეებთან ერთად დავიცვათ უსაფრთხეობის ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობად, არამხოლოდ ტურიზმში, არამედ მაგალითად, სოფლის მეურნეობაშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველო იმ 8 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ამ სიაში ყოფნა, ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა.

 

„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა. საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ლაშა ჟვანია.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?