„6 შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ“ - New York Post-ი ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და 6 ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტ კოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ.

 

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-6 პოზიციას იკავებს.“- წერს New York Post-ის ჟურნალისტი და მკითხველს თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

 

საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში შემდგენი ქვეყნებიცაა: გერმანია, ესტონეთი, ჩილე, ბარბადოსი და კოსტა-რიკა.

 

საქართველოს მთავრობა ახალი პროექტის ფარგლებში, დისტანციურად მუშაობის მსურველ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.