მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო ტურიზმმა 320 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა

 

. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე წლის დანაკარგები სამჯერ აღემატება იმ დანაკარგებს, რომელიც აღნიშნულმა ინდუსტრიამ 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა.

 

იანვრიდან მაისის ჩათვლით მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 56%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რაც დაახლოებით 300 მილიონ ვიზიტორს შეადგენს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.