Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0416
EUR
3.4087
RUR
0.0443
GBP
3.8294

ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყეების გაჩეხვამ და ბრაკონიერობამ ცხოველების, ფრინველების და რეპტილიების სულ მცირე 515 სახეობა გადაშენების ზღვარზე მიიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთან შედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებია. თუმცა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

 

„მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში შევედით. ჩვენი კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ მომდევო 10-50 წელიწადში ჩვენი ქმედებები კაცობრიობის მომავალს განაპირობებს“, - ამბობს მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ჯერარდო ცებალოსი.

 

იანვარში გაერომ ველური ბუნების გადარჩენის გეგმა წარადგინა. ანალოგიური გეგმა ორგანიზაციამ 2010 წელსაც შეადგინა, მაგრამ მსოფლიომ მასში გაწერილი პირობები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა პლანეტაზე სახეობების გადაშენების უპრეცედენტო ტემპი ფიქსირდება, საფრთხეშია ეკოსისტემები, რაც ადამიანის ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიასთან გამოჩენის გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

 

1-ელ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

 

„გუშინ წმინდა იოანეს ტაძართან პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტა, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი. ბიბლია რომ გაეხსნა, რამეს ისწავლიდა. ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი თავი გვიყვარს. ეს რთული სამუშაოა, თუმცა ეს ამერიკის სამუშაოა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, არც ერთ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მოქალაქეების ხმები ჩაახშოს.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა მასობრივი არეულობების მონაწილეების მხრიდან.

 

„გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ჰყოფილა. ბევრი დაკავება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. დიდი ძალები იყო მობილიზებული. დომინაცია. იგივე ეხება მინეაპოლისს. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ჩაკეტა, რაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირედბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, გასულ ღამით სამართალდამცველებმა ლაფაიეტის ეროვნული პარკის გარშემო 2,5 მეტრის სიმაღლის ლითონის ღობე აღმართეს.

 

1-ელ ივნისს დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

 

აღნიშნული ბანერები აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე გამოჩნდა: ნიუ-იორკში, დეტროიტში, ლოს-ანჯელესში, მაიამისა და დალასში.

 

ბანერებზე ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე წარმოთქმული შემდეგი სიტყვებია დატანილი: „ვერ ვსუნთქვა“, „მკლავენ“, „მუცელი მტკივა“, „კისერი მტკივა“ და „ყველაფერი მტკივა“. ეს ის სიტყვებია, რომლებიც მისი დაკავების ვიდეოჩანაწერში ისმის.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

 

„დონალდ ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს. მან მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის ის უნდა დავამარცხოთ. თუმცა, ამას მხოლოდ ერთად გავაკეთებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

სასტიკი და არაჰუმანური მეთოდით დაკავება ქუთაისში - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ 50 წლამდე მამაკაცს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,მთავარი" ავრცელებს

 

ტელევიზიის ინფორმაციიტ დაკავების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.

 

,,კი, ძმაო მცემეს. ასფალტზე მარტყმევინეს თავი...ექსპერტთან წამიყვანეთ," - ამბობს დაკავებული მთავარ არხთან საუბრისას.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით ისე დააკავონ პირი, ინფორმაცია გადამოწმებულიც არ ჰქონდეთ.

 

შსს-ო მომხდართან დაკავშირებით  ამ დრომდე განმარტებები არ გაუკეთებია.

 

,,ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას" - ამის შესახებ მეუფე პეტრე(ცაავა) ტელეკომპანია ,,მთავართან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

,,მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა, - ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

 

მისივე თქმით, ამ საკითხს წერტილი დიდმა საეკლესიო კრებამ და საეკლესიო სასამართლომ უნდა დაუსვას. მღვდლების დასჯის ნაცვლად, მათ კითხვებზე საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.

 

,,იქნეს აღიარებული, ან გაირკვას სიმართლე. ჩატარდეს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, ეს იყო მამა ათენაგენეს მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად მას შეუჩერეს მღვდელმსახურება, - ამბობს მეუფე  პეტრე ცაავა.

 

როგორც თეოლოგები ამბობენ, რომ სასულიერო პირს, რომელიც პატრიარქის წირვა ლოცვაში მოხსენიებას შეწყვეტს მეუფე ართმევს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას, მაგრამ დასჯილ მღვდელს შეუძლია სინოდის სხდომაზე განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი და თუ ეს მიზეზი მისაღები იქნება, ის გამართლდება.

​რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან მიმართა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანების გადარჩენაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

 

მის სიტყვებს მოედანზე შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. უმეტესობას პირბადეები ეკეთა და ერთმანეთისგან დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს მოედანი მორწმუნეებისთვის წინა ორშაბათს გაიხსნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 248 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 494 შეადგინა. დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 428 პაციენტი.

 

აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო, თუმცა ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გააპროტესტეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანმა გამოხატა. ლონდონში დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.

 

ბერლინში კი ამერიკის საელჩოსთან შეკრებილებს თან პოსტერები ჰქონდათ, რომლებზეც ეწერა: „სამართალი ჯორჯ ფლოიდისთვის“, „შეწყვიტეთ ჩვენი დახოცვა“ და ა.შ.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ნიუ-იორკში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების 340 მონაწილეზე მეტი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, დემონსტრაციის მსვლელობისას 33 სამართალდამცველი დაშავდა, რამდენიმე მათგანი სერიოზულად. ოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრანებმა პოლიციის 48 მანქანა გაანადგურეს.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?