Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა!- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას. დეპუტატი ბესელია აცხადებს, რომ მომზადებული ინიციატივა,რომელმაც იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა, იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლეთა უვადო განმწესება უნდა შეაჩერონ.

 

„დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე, და საერთოდ ბესელიას და მისნაირი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ზოგადად მათი სასამართლო ხელისუფლებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და გარდა იმისა, რომ არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ არსებობს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა #1 (2001), სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის სტანდარტების შესახებ. https://rm.coe.int/opinion-no-1-2001-of-the-cons…/1680748200 ამ დასკვნაში ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან ასპექტებზე:

 

“10. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის წინაპირობასა და სამართლიანი სასამართლოს არსებით საწინდარს წარმოადგენს.

 

... მოსამართლეთა დამოუკიდებლობა არ არის პრეროგატივა ან პრივილეგია მოსამართლეთა სასარგებლოდ, არამედ ემსახურება კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მაძიებელი პირების ინტერესებს”

 

“14. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეროვნული სტანდარტებით რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს გარანტირებული. შესაბამისად, სახელმწიფოებმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონცეფცია კონსტიტუციით უნდა მოაწესრიგონ...”

 

“19. დაუშვებელია მოსამართლეთა დანიშვნა ან დაწინაურება ვიწრო პარტიულ პოლიტიკურ შეხედულებებს ემყარებოდეს. თუ არსებობს დანიშვნა-დაწინაურების ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე განხორციელების რისკი, ან ასეთი ალბათობა, ასეთი მეთოდი უფრო სახიფათოა, ვიდრე ეფექტური.”

 

მოსამართლეთა დიდი ქარტიის “მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ” თავის მე-5 პუნქტში ნათქვამია: “გადაწყვეტილებები შერჩევის, წარდგენის და კარიერის შესახებ უნდა ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და მიღებულ იქნეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.” ევროპის საბჭოს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის მოსამართლეთა წესდების ეროვნული ქარტია ითვალისწინებს შემდეგს:

 

„მოსამართლის შერჩევასთან, აყვანასთან, დანიშვნასა და კარიერულ წინსვლსთან ან უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, წესდება ითვალისწინებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს ჩარევას, რომლის შემადგენლობის სულ მცირე ნახევარზე მეტი წარმოადგენს საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ მოსამართლეებს.”

 

“45. ისეთ სამართლებრივ სისტემებშიც კი, სადაც დაცულია მაღალი სტანდარტები ტრადიციების ან არაფორმალური თვითდისციპლინის შედეგად, და რომლებიც, როგორც წესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლს ექვემდებარება, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ხდება უფრო ობიექტური და ფორმალური გარანტიების საჭიროების აღიარება. სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასეთი გარანტიების აუცილებლობა უაღრესად აქტუალურია. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ ევროპული ქარტია, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს (საქართველოს შემთხვევაში ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!) ჩარევას, რომელშიც მოსამართლეების მიერ დემოკრატიული პრინციპით არჩეული კოლეგები ფართოდ არიან წარმოდგენილნი, შეესაბამება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულ მიდგომას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, სადაც არ არსებობს სხვაგვარი, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული და დემოკრატიული გზით გამოცდილი სისტემები”

 

“48. ევროპის ქვეყნებში, საზოგადოდ, მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ოფიციალური საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით. (ანუ როგორც ეს საქართველოშიც ხდება!) ასეთი მიდგომა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.”

 

“60.(ა) მოსამართლეთა შეუცვლელობა მათი დამოუკიდებლობის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და უნდა იქნას უზრუნველყოფილი შიდა ნორმებში, უმაღლეს დონეზე.” ყველაზე საინტერესოა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ნახსენენია - ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ანუ ე.წ. ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის N876/2017 დასკვნა. (https://gdi.ge/uploads/other/0/620.pdf)

 

ამ დასკვნაში კი მკაფიოდ და გარკვევით დაფიქსირებულია, რომ “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ანგარიშში, ვენეციის კომისიამ გამოთქვა აზრი, რომ: „ჩვეულებრივი (არასაკონსტიტუციო) სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა იყოს საპარლამენტო კენჭისყრით გადასაწყვეტი, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს საფრთხე, რომ პოლიტიკური მოსაზრებები გადაწონის კადიდატის ობიექტურად ღირებულ მხარეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სათანადო მეთოდია სამოსამართლო საბჭოს შექმნა, რომელიც შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და ავტონომიის კონსტიტუციური გარანტიებით უნდა იყოს აღჭურვილი. ასეთ საბჭოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ზეგავლენა მოსამართლეთა გამწესებასა და დაწინაურებაზე და მათ მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებაზე“.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მარტივი ენით, რომ ვთქვათ, ნახსენები საერთაშორისო დოკუმენტები გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს:

 

1. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ემსახურება საზოგადოებას, ანუ ხალხს! და არა მოსამართლეებს, დეპუტატებს, მთავრობას ან პოლიტიკურ პარტიებს!

 

2. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!

 

3. უნდა გამოირიცხოს მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურება ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე!

 

4. იმისათვის, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური გავლენა მოსამარათლეთა დანიშვნა-დაწინაურების საკითხსში, აღნიშნული უფლებამოსილება არ უნდა განახორციელოს არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არც მთავრობამ, ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა გადაეცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის შემადგენლობის სულ მცირე ნახევარზე მეტი წარმოადგენს საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ მოსამართლეებს.(საქართველოს სინამდვილეში ასეთი ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!)

 

5. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს უნდა წარმოადგენდეს!

 

6. მოსამართლეთა სამუდამოდ (საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით) დანიშვნა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით!

 

ისმის კითხვა - თუ დეპუტატების ამ ჯგუფმა არ იციან საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა სასამართლო სისტემის შესახებ, არ იციან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები, მაშინ საერთოდ რატომ ეხებიან სასამართლოს სისტემას? ხოლო, თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ?

 

რატომ ებრძვიან ისინი საკუთარი ქვეყნის ჯანსაღ, კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ და თანამედროვე სასამართლო სისტემას? რატომ ამახინჯებენ რეალობას?

 

კარგი იქნება თუ გვიპასუხებენ ამ კითხვებზე. თუმცა, თუ არ გვიპასუხეს, იმედი მაქვს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საზოგადოება მიხვდება და დარწმუნდება თუ რატომ აკეთებენ ამას! პირადად ჩემთვის კი პასუხი ნათელია - ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა!

 

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე:

 

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას და ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას! შეწყვიტეთ თავდასხმა! შეწყვიტეთ მუქარა!“ - წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.

,,კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ევროკავშირიდან შესაბამისი პროექტები აქვს მიღებული" ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილიმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელსთან შეხვედრისას განაცხადა.

 

დეპუტატმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ სხვადასხვა ფორმატით ახორციელებს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სადაც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ის მოქმედებები, რომელსაც სადამკვირვებლო მისია ახორციელებს, საქართველოსთვის ფასდაუდებელია.

 

შეხვედრაზე კარლ ჰარცელი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტით დაინტერესდა.

 

ირაკლი სესიაშვილმა ევროპელ დიპლომატს კანონპროექტის თაობაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ დოკუმენტის კომიტეტში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

„ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომელსაც ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის კონტროლის კუთხით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ევროკავშირიდან შესაბამისი პროექტები აქვს მიღებული. შეხვედრის დასასრულს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონკრეტული გეგმები და ღონისძიებები დავსახეთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს პროექტის ,,რელიგიები საქართველოში" სიტყვით გამსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის ხანგრძლივ ისტორია აქვს და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას

 

„დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა გადავა ახალ მოდელზე და ეს იქნება ვაუჩერული სისტემა.

 

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ეს რეალურად გამოსასწორებელია და პრობლემაა, ამიტომ დაახლოებით ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში დავასრულებთ კონსულტაციებს ამ მიმარულებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაიწყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება და შესაბამისი ცვლილებების მომზადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ვინაიდან დაცული სიკეთის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს სრული და უპირობო მკაცრი სისხლის-სამართლებრივი პოლიტიკა და დანაშაულის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის სწორი საზოგადოებრივი მოლოდინები.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 157 1 -ე მუხლები, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მართალია, დანაშაულის მიმართ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, მისი საჯარო საშუალებებით გავრცელების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ანგარებით, არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თუმცა დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმიდან, უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს კიდევ უფრო მკაცრი საკანონმდელო ჩარჩო უნდა გააჩნდეს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მქონე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გასაჯაროვებას და მოითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მსხვერპლი, ბოლო წლებში, საზოგდოებისთვის ცნობილი არაერთი საჯარო სტატუსის მქონე პირი გახდა, რაც ემსახურებოდა აღნიშნული პირების საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტატუსის დისკრედიტაციას, მორალურ ტერორს და საქმიანობიდან ჩამოშორებას.

 

ორგანიზაცია მოითხოვს, მეტი სიცხადე და პასუხისმგებელთა წრე გამოიკვეთოს საქართველოს პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას მიმართ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტსა და დანაშაულზე. პოლიტიკოსის განცხადებით, უკანონო მასალის გავრცელება ემთხვევა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან პრინციპულ შეუთანხმებლობას, ღია დაპირისპირებას, უკანონო მასალა წარმოადგენდა ერთ-ერთი საქმისნმტკიცებულებას, არ გამოირიცხება ყოფილი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესები და დანაშაულის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადება, არ გამოირჩეოდა პრინციპულობით.

 

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური ნიშნით და მიზნით ჩადენილ დანაშაულს. ამიტომაც, სახელმწიფომ ობიექტური გამოძიების პირობებში, საზოგადოების ყველა კითხვას, ძალიან მოკლე დროში, პასუხი უნდა გასცეს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია და საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები მაღალი სტანდარტით შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, თუმცა ამ დრომდე, კვლავ პრობლემად რჩება გამოძიების ეტაპი. შესაბამისად, პროცესი მოითხოვს მეტ სანდოობას და ეფექტიანი მოქმედებების განხორციელებას, რათა შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო.

გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

კვიციანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, ხედავს თუ არა ის საჭიროებას, სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები.

 

„ამ პრეზენტაციიდან მე ყურში მომხვდა ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“. სწორად გავიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ. ხშირია ოჯახების გამოსახლება საცხოვრისიდან. გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში მოსწავლეები და ბავშვები ცხოვრობენ, აპირებთ თუ არა ამ ბავშვების უფლებების დაცვას?“- განაცხადა კვიციანმა.

უკრაინის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები მიიღო, რომელიც ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირისკენ კურსის განმტკიცებას გულისხმობს.

 

შესაბამის კანონპროექტს მხარი 334-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

კანონის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაში დაფიქსირდება დებულება „უკრაინელი ხალხის ევროპულ იდენტობაზე და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობაზე“.

 

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული კურსის გარანტი გახდება.

 

კანონის თანახმად, ქვეყნის პარლამენტი უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძვლები და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი, ხოლო მთავრობა კი მის რეალიზებას უზრუნველყოფს.

გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა დანიშვნა უვადოდ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ქმნის მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერების შესაძლებლობას. დეპუტატი კოლეგებს სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას სთავაზობს.

 

„იმისათვის რომ მივიღოთ სასამართლო კორპუსი როგორც ორგანიზაციულად ასევე პროფესიულად მაქსიმალურად გამართული, ჩვენ გვინდა ეს პროცესი 2024 წლამდე გადავდოთ. ჩვენი ინიციატივა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და მე მხარს ვუჭერ ამ საკითხში ჩემს კოლეგებს", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 9 დეპუტატმა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესება ევროპის საბჭოს და სახალხო დამცველის რეკომენდაციებში იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

 

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის წარადგინას დაესწრო.

 

„დღევანდელი პრეზენტაცია შეეხებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორების მოდერნიზაციას. დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ ამ სფეროში დიდი წინსვლა დავინახეთ. მოგეხსენებათ, დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესება ევროპის საბჭოს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებში იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად გაუმჯობესებულია პრიობები, სამუშაო დონეზე გვაქვს სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა. ვხედავთ წინსვლას, რომ სამინისტროს აქვს მცდელობა ადამიანის უფლებების კუთხით შეხედოს ამ თემატიკას, რაც პენიტენციალურ სისტემას და ადამიანების დაკავებას შეეხება. ჩემი აქ ყოფნა დასტურია იმ მხარდაჭერის, რასაც ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუწევთ და ასევე, ხაზი მინდა გავუსვა წარმატებულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ჰარცელმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, მეტწილად, გამორიცხავს იმ ხარვეზს, რასაც ჰქვია, სტუდენტის გადასვლა ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მიმართულებაზე, მაშინ როცა, მან თავდაპირველად ჰუმანიტარული მიმართულება აირჩია.

 

ამის შესახებ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის.

 

„თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს როგორც მათემატიკის ჩაბარება, ასევე უნივერსიტეტი რასაც მოითხოვს ჩვენგან, რომ უზრუნველვყოთ, რომ ჩააბაროს ის ტექნიკური საგანი, რომელიც უნივერსიტეტს მიაჩნია საჭიროდ. ისევე როგორც, ჰუმანიტარული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ასევე, ემატება უნივერსიტეტის არჩევანი დამატებით იმ საგანში, რომელსაც მოითხოვს. ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს სამ საგანს, ეს არის: ქართული, უცხო ენა და მათემატიკა. ეს არის მინიმუმი ჩვენი ხედვით და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვეტს, ჩვენ უზრუნველვყოთ რომ ჩავატაროთ ამის გამოცდა. ჰუმანიტარული მიმართულებით, როგორც ვახსენეთ, ეს არის ქართული, უცხო ენა და მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ გავუძლიეროთ მათ ავტონომია,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

პირადად თქვენ მოგწონთ თუ არა, რომ ბატონი გეგა გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, დღეს ისევ ინარჩუნებს თავის თანამდებობას? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშილმა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ნადირაშვილმა მინისტრს მოუწოდა, აღნიშნულ კითხვას პოლიტიკური ნიშნით არ უპასუხოს.

 

„ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს და აქ მსხდომ ადამიანებსაც და პოლიტიკური „გაიდლაინით“ კი ნუ მიპასუხებთ, რომ თქვენ გაათავისუფლეთ ქართული სპორტი და ფედერაციები პოლიტიკისგან, უბრალოდ თქვენი პირადი აზრი მითხარით - მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია?“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა მიხეილ ბატიაშვილს იმის შესახებაც დაუსვა კითხვა, შეამოწმებს თუ არა ჭიდაობის ფედერაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

„თქვენ ორ წუთში მოახერხეთ, რომ ია კერზაიაზე წერილი მიგეღოთ და შემდეგ დამსჯელი რაზმი დილის 04:00 საათზე გაუშვით იმისთვის, რომ უწესრიგობა არ ყოფილიყო იმ სფეროში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ხომ? მაინტერესებს, ასეთივე ოპერატიული ხართ თუ არა და მიმართეთ თუ არა უკვე პროკურატურას ან სახელმწიფო აუდიტს, რომ მათ შეამოწმონ ამ ფედერაციაში კორუფციის ფაქტები? არაერთი ძალიან მძიმე ბრალდება გაჟღერდა ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

 

როგორც გახარიამ განმარტა, კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია, რის გამოც, ისინი დახმარებისთვის პარტნიორებს მიმართავენ.

 

"გამოძიება გრძელდება, თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამეთუ ეს არ არის ტექნიკურად მარტივი. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ", - განაცხადა გახარიამ.

 

შს მინისტრის განმარტებით, საგამოძიებო უწყება კომპრომისებს არ დაუშვებს და განსხვავებული მიდგომა არ ექნება ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებსა და პირველწყაროს შორის.

 

"მინდა გითხრათ, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ აქვს და არ ექნება გავრცელებას, პირველწყაროს თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება. გვესმის საზოგადოების ზოგ შემთხვევაში კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე", - განაცხადა გახარიამ.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?