Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7468
EUR
3.0943
RUR
0.0427
GBP
3.4753

დღეს პატრიარქთან ვიყავი ტრაპეზზე, ის ნორმალურად გრძნობდა თავს, - ამის შესახებ „გლობალპრესს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა განუცხადა. როგორც პატრიარქის ექიმმა აღნიშნა, ის უწმინდეს კვირაში ორჯერ ამოწმებს, თუმცა დღეს მისი ჩარევა ილია მეორეს არ დასჭირვებია.

 

„პატრიარქი კარგადაა. არანაირი პრობლემა არაა. მე დღეს, როგორც ყოველ კვირას, ტრაპეზზე ვიყავი მასთან ერთად, ის ნორმალურად გრძნობდა თავს. დღეს მას ჩემი შემოწმება არ დასჭირვებია, თუმცა მას კვირაში ორჯერ ვამოწმებ. შესაძლოა პატრიარქმა რაღაც სისუსტე იგრძნო, თუმცა არაფერი სერიოზული. როდესაც ეკითხები, თუ რამე სერიოზულად არ აწუხებს, არაფერს ამბობს ხოლმე. შეიძლება მან თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჩემი ჩარევა არ დასჭრვებია. პირიქით, თავს ძალიან მხნედ გრძნობდა“, -განაცხადა პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

 

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 ათასი ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. გარდა ამისა, კაპიტანს გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის დამატებით ათასზე მეტი ლარის გადახდა მოუწია.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „გლობალპრესს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, პატრიარქი აჟამად საპატრიარქოში იმყოფება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო წირვა აღავლინა, თუმცა არ უქადაგია. არსებული ინფორმაციით, ის თავბრუსხვევამ შეაწუხა.

 

„ამჟამად მშვიდობაა, ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა. მე და კარდიოლოგი უკვე გამოვედით მისგან, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია. წამიერი დისკომფორტი იყო როგორც ჩანს“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, (გაერო) აცხადებს, რომ 2018 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გაიზარდა, რაც სერიოზული შეშფოთების საგანია .

 

2018 წელს ავღანეთში თავდასხმების და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3804 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. აქედან 927 ბავშვია. დაიჭრა 7189 მშვიდობიანი მოქალაქე. 2017 წელთან შედარებით მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი 11%-ით არის გაზრდილი - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, საკუთარ ვებგვერდზე დღეს გაავრცელა.

 

ექსპერტების შეფასებით თავდასხმების 63% ქაბულის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა განახორციელეს. 37% რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“. 20% დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფომ“. დარჩენილი 6%-ის „ავტორი“ უცნობია.

ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩემპიონობა მოიპოვა. მან ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯებული კარიერაში მესამედ გახდა.

 

"ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ქირიამ.

 

Kunlunfight-ი ჩინური კიკბოქსინგის ტურნირია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და 2015 წელს წლის საუკეთესო ღონისძიების ჯილდოც გადაეცა.

თბილისის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, 500 ლარიანი და 1000 ლარიანი ჯარიმებია გათვალისწინებული.

 

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები შემოდის. პროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიცირება უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ იგეგმება.

ჭიდაობის ფედერაციის გუშინდელ საგანგებო შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული ევროპის ჩემპიონი უშედეგოს უწოდებს. გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ზურა დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არა გეგეშიძის პასუხისმგებლობაზე, არამედ თავად დათუნაშვილის პოზიციის შეცვლაზე იყო საუბარი და მას არწმუნებდნენ, რომ შერიგებოდა გეგეშიძეს.

 

დათუნაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ არ სურს საქართველოდან წასვლა, თუმცა თუ გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, მას სხვა გზა არ რჩება და ამ შემთხვევაში დისკვალიფიკაციისთვისაც მზად არის. ზურა დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძის ბოდიში მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნებითაა ნაკარნახევი და ის ამას ვერ მიიღებს.

 

დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღეს ფედერაციასთან მოსულ თითოეულ ადამიანს. ყველა თქვენგანისგან მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მრავლისმთქმელია.

 

როგორც საზოგადოებას მოეხსენება დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სხდომაზე არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა არ განხილულა. ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს, გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფდა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.

 

"პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ - გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.

 

"ანუ, ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას, მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

 

"მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ." - აცხადებს დათუნაშვილი

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს, - ამის შესახებ "გლობალპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურიდან აცნობეს.

 

"2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტიებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც. 2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ღაზის სექტორში დაპირისპირებაა. არეულობისას დაიღუპა მოზარდი და დაშავდა 40 ადამიანი. ამის შესახებ არაბული მედია წერს.

 

ისრაელში განმარტავენ, რომ ცეცხლი პალესტინელი დემონსტრანტების ქმედების გამო გახსნეს და მოკლული ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლას ცდილობდა.

 

პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

ვენესუელის სასაზღვრო ქალაქებში არეულობაა. ოპოზიციის მომხრეებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობდა ბარიკადების გარღვევასა და ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად გზის გათავისუფლებას. ამის შესახებ BBC წერს.

 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდს ბრენსონის ინიციატივით გამართული კონცერტით შეგროვებული თანხით ხუან გუაიდოს მხარდამჭერები ვენესუელაში სამედიცინო და სასურსათო დახმარების შეტანას გეგმავენ.

 

22 თებერვალს ვენესუელამ ბრაზილიასთან ჩაკეტა საზღვარი, შემდეგ კი საზღვარი ნაწილობრივ კოლუმბიასთანაც ჩაკეტა.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ მიტინგზე თქვა.

 

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია კოლუმბიისადმი მოთმინებას იჩენდა.

 

„თუმცა ჩვენ ვეღარ ვუყურებთ, როგორ ამზადებს კოლუმბია ვენესუელაზე თავდასხმას”, – განაცხადა მადურომ.

 

22 თებერვალს ვენესუელამ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ჩაკეტა, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება იგეგმება.

 

მანამდე ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ „საზღვრის საყოველთაო ჩაკეტვა“ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა. ვენესუელამ ჰუმანიტარული დახმარება დღეს უნდა მიიღოს, თუმცა ნიკოლას მადუროს რეჟიმი დახმარების მიღებას ეწინააღმდეგება.

 

დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ბრაზილიის საზღვრის მახლობლად ვენესუელას უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.

 

22 თებერვალს ვენესუელამ ბრაზილიასთან ჩაკეტა საზღვარი, დღეს კი საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება კოლუმბიასთან მიმართებითაც მიიღო.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 23 თებერვალს დილით ვიეტნამისკენ ბრონირებული მატარებლით გაემგზავრა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად კიმ ჩენ ინის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დახურულია.

 

კიმ ჩენ ინს მატარებლით მთელი ჩინეთის გადალახვა მოუწევს. სამიტი 27 თებერვალს დაიწყება. ბრონირებული მატარებელი ჩრდილოკორეელი ლიდერის გადაადგილების ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა

 

. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?