Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.971
EUR
3.3106
RUR
0.0467
GBP
3.8474

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას წითელი ბარათი უჩვენეს. როგორც აქციის ორგაიზატორებმა განაცხადეს, ამ ბარათების დარიგებით გამოხატავენ პოზიციას, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს მმართველობა უნდა დასრულდეს.

 

"წითელი ბარათები დავანახოთ ივანიშვულს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთმმართველობის წინააღმდეგ. წითელ ბარათს ვაჩვენებთ ივანიშვილს, რითიც ის აქ დამთავრდა", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. მათ თან ჰქონდათ წითელი ბარათები, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა დაურიგეს.

 

აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, ბარათები შეევსოთ. მათი განცხადებით, ეს არის ბარათები, რომლის შევსების შემდეგაც, თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ისინი არიან ქვეყნის სამსახურში და ამავდროულად, ის იქნება "წითელი ბარათი" ბიძინა ივანიშვილისთვის.

 

აქცია "სირცხვილია" პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდა,რომელსაც ოპოზიციური პარტიები შეურთდნენ. რუსთაველზე ამ დრომდე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა,- ამის შესახებ აქციაზე „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, როცა მან აქციის მონაწილეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის გააკეთებენ შემდეგს:

 

„შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომელიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს. იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს „გავრილოვის ღამით“ დაზარალებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ. შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს. დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

მისივე თქმით, 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა „განსხვავებულები გაერთიანა“, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა.

 

„ჩვენ ამას არ ვპატიობთ. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ გქონდათ შანსი, შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე, თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შს მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი. ჩვენ არც ამას გპატიობთ. ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს 2019 წლის 20 სექტემბერს, „მისმა უდიდებულესობამ სამოქალაქო საზოგადოებამ ჩართო წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.“

 

„ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას, იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს, ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს, პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას, მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს, ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, მაღაროელები, ყველა ვისი მშვიდოაბიანი პროტესტიც 3 თვეა გრძლდება და როცა ერთად ვდგავართ, ჩვენ ვცვლით მომავალს უკეთესობისკენ,“- აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

 

სისტემა უნდა დაინგრეს, იმიტომ, რომ უნდა გათავისუფლდეს ქართველი ხალხი ვინმე ინდივიდის ან პოლიტიკური პარტიის ტყვეობისაგან,- ამის შესახებ " შენების მოძრაობის" ლოდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სირცხვილია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს, პოლიტიკოსები კი ხალხს გარკვეული ვადებით ემსახურებიან.

 

"2020 წელი ეპოქალური ცვლილების არჩევნები უნდა იყოს. ეს არამარტო საჭიროა, არამედ შესაძლებელიც არის, იმიტომ, რომ დღეს, ამ პროცესს სამოქლაქო საზოგადოება ლიდერობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. .პოლიტიკური პარტიები იძულებულები უნდა გავხდეთ, რომ ხალხის დაკვეთას გავყვეთ და არა, პირიქით. არჩევნები უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ კონკურენციად და არა მტრობად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.

 

„ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება ყველაფერი 30 წლის შემდეგ თავიდან. სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, რაც თავისუფლების გარეშე არ ხდება.

 

ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა „ლელო“ იმიტომ, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაზე, დამარცხებაზე სპორტში, ფეხბურთში, სხვადასხვა სფეროში, უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს ჩვენ შეგვიძლია, იცით რატომ? ამხელა ინტელექტუალური ძალაა, ამდენი პროფესიონალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენი ემიგრაციაა, არც ერთ ქვეყანას ჰყავს ამდენი შემოქმედი ადმიანი, მაშინ რა გვჭირს? უნდა გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს - ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ბედნიერების ქვეყანა უნდა იყოს ეს ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ამოვიღოთ ღვარძლი.

 

ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენ სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტლით, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთშიჰ კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალგაზრდებთან ერთად დადოს მომავალი განვითარების პერსპექტივა.

 

„არსებობს ცნება რომელიც ყველფერზე მაღლაა, პარტიაზე, თითოეულ ჩვენგანზე, ეს ცნება თავისუფლებაა. არსებობს მომენტები ცხოვრებაში, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაფიქრდე, რას ტოვებ უკან.

 

ეს მომენტი ჩემთვის დადგა 20-ში, როცა ჩვენ ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რომელსაც 30 წელი, სხვადასხვა თაობამ, თითოეულმა თქვენგანმა უზარმაზარი ენერგია სისხლი, შრომა შეალია, აქ ამ შენობაში. ჩვენ ღირსებას ლაფის დასხმა მოუნდომეს, აქ წერია ჩვენი ახალგაზრდა მეგობრებისგან:“ გამოდი გარეთ“, ჰოდა, მე გამოვედი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი ვარგა, არც ქვეყანა, არაფერი ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ მომავალი განვითარების პერსპექტივა, რომელიც არასდროს დადებულა სამწუხაროდ, არ დაადებულა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა რაღაც წარმატებები, მაგრამ სულ ვიღაცის წინააღმდეგ გამოვდიოდით, სულ ვიღაცას ვეომებოდით, დიახ, ამას ვაკეთებდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა კონკრეტული მიზანი, სად უნდა წასულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ როცა აქ წერია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ,იმიტომ რომ ეს ქვეყანა ან მოკლე დროში, ერთ წელში შეძლებს პროგრამის დადებას ან ჩვენ ვართ დიდი პრობლემების წინაშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე მისულმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიახვედრეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურია და მის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

 

„რას ვეტყვი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია - მე პირადად და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობას, როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „თანამშრომლობას ყველასთან გეგმავს, ვისაც ვისაც საქართველო უყვარს“.

მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად,- ასე ეხმიანება საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილემა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.

 

„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიტენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

 

აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

 

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას,“- აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მედიაში კომპანიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

 

„ანაკლიის განვითარების კონოსორციუმის“ განცხადების თანახმად, Merdian Capital Limited (Meridian) არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე და მოლაპარაკებები ამერიკულ საინვესტიციო ფონდთანაც მიმდინარეობს. ამასთან, კონსორციუმი „მერიდიანის“ საქმიანობის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

 

„გლობალპრესი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. „მერიდიანი” ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები.

 

„მერიდიანს“ და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით - მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. „მერიდიანის“ გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის: ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა; მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი); Food Union - ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში; Novaport - ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში.

 

წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია - ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე.

 

მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ ვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/

 

კონსორციუმი განმარტავს, რომ „მერიდიანი“ არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.

 

კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,”-აღნიშნულია განცხადებაში.

დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითიც პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და იმედოვნებს, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად წესიერად წარიმართება.

 

"ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მიხვდნენ ალბათ, რომ სხვა გზა და გასაქანი არ ექნებოდათ, რადგან ამ ამბიდან ყოველდღე ახალ-ახალი მძიმე დეტალი გახდებოდა ცნობილი. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტ-ნაკლებად წესიერად წარმართავენ გამოძიების პროცესს, დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ხელისგულზე დევს ამბავი, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების და ერთი ძებნილის საქმე თავისით არ შეფრენილა პრეზიდენტის მაგიდაზე, ვიღაცამ, ვინც ხელი მოითბო ადამიანების ბედზე შეგნებულად შეუტანა პრეზიდენტს ეს საქმეები", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

თუ საჭირო იქნება, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო „პარლამენტის შტურმის ღამე“.

 

„მე ვიყავი შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება, ვიქნები ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას.

 

რაც შეეხება იმას, საკმარისი არის თუ არა - ამას იძიებს პროკურატურა. შესაბამისად, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი და სად იქნება დევნა დასაწყები“, - განაცხადა გახარიამ და ჟურნალისტებს მიმართა: რაც შეეხება თქვენს შესავალს, რომ ეს იყო „გავრილოვის დღე“, მაგრამ იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები“.

 

მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იმ დროს, როცა დაკავებულია აქციის 18 მონაწილე, რატომ არ არიან დაკავებულები მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

„რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, თუ საჭირო გახდება 10 ადამიანის დაკავება 10-ს დააკავებენ, თუ იქნება საჭირო - 20-ს.

 

18 ადამიანი ციხეში იმიტომ ზის, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები დაიცვას როგორც თავისი მოქალაქეები, ასევე დაიცვას მშვიდობა და მართლწესრიგი“, - განაცხადა გახარიამ.

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

 

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?