Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

უკრაინელი პოლიტიკოსების ცნობადობის შესახებ გამოკითხვა ჩატარდა - კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსის შესახებ გსმენიათ, გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკისა და პოროშენკოს შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი იცნობს.

 

ასევე კითხვაზე, რამდენად ენდობით მოცემულ პოლიტიკოსს? - მიხეილ სააკაშვილი ზელენსკისა და კლიჩკოს შემდეგ, აქაც მესამე ადგილზეა და პოროშენკოსა და ტიმოშენკოს უსწრებს.

 

მესამე კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი გინდათ იხილოთ უკრაინის პრემიერ მინისტრად - ლიდერობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოკითხულ კანდიდატებს შორის 13,2%-ით.

 

მომდევნო კითხვაზე, რა პოზიციაზე იქნებოდა სააკაშვილი ყველაზე ეფექტური უკრაინისთვის? - გამოკითხული პირების 14,2% ასახელებს რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, 12% პრემიერ მინისტრის, პოლიტიკური პარტიის ლიდერად მიხეილ სააკაშვილს 9,6% ირჩევდა, გენერალურ პრორკურორად 6,2%, ხოლო ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხებში 5,7%.

 

საქართველო დღემდე მიხეილ სააკაშვილის შექმნილ გზაზე ცხოვრობს - ამის შესახებ კი რუსმა ჟურნალისტმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსი ბენედიქტოვმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა.

 

რუსი ჟურნალისტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ლიდერად დაბადებული ისტორიული ფიგურაა, რომელმაც კარგად იცის, საქმე როგორ უნდა გააკეთოს.

პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში(International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

 

ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

 

ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“.

 

კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა. ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა

ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​

 

Nasdaq-ის ბირჟის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი $3000 დოლარზე მეტია.

 

გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებზე ასეთი ფასი პირველად დაფიქსირდა.

 

Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა. Amazon-ი მსოფლიოში უდიდესი კორპორაციაა, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტის საშუალებით ყიდის.

 

კომპანია 1994 წელს ამერიკაში ჯეფ ბეზოსმა დაარსა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით ბეზოსის ქონება ამ დროისთვის $172 მილიარდია.

პლატფორმა Change.org-ზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელ მარკ ცუკერბერგს მოუწოდებენ, რომ ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლნიზაცია შეწყვიტოს. ერთ კვირაში პეტიციას 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

კომპანია ჰავაის მკვიდრი მოსახლეობის ინიციატივით დაიწყო. პეტიციაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მარკ ცუკერბერგი ცდილობს კუნძულიდან მკვიდრი მოსახლეობა გაასახლოს და მათ სასამართლოში უჩივის. პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ ის ავიწროვებს ადგილობრივ ფერმერებს.

 

ცუკერბერგმა კუნძულზე უძრავი ქონება 2014 წელს $100 მილიონად იყიდა. შემდეგ მან დამატებით იყიდა კიდევ ორი ნაკვეთი და განაცხადა,რომ საკუთარ სამფლობელოს ორმეტრიანი ქვის კედელით შემოსაზღვრავდა. რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მდგომარეობა კარგი არ არის.

 

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ზოგიერთ შტატში ეკონომიკის ძალიან აგრესიულ გახსნას უკავშირდება.

 

„გარემოებებმა, რომელიც ზოგიერთ ქალაქსა და შტატში გახსნის პროცესს უკავშირდება, გამოიწვიეს სიტუაცია, როდესაც ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

 

ენტონი ფაუჩიმ ასევე მიმართა ახალგაზრდებს და მათ ურჩია, არ იფიქრონ, რომ დაუმარცხებელნი არიან.

 

„ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგებისგან დაცულნი არიან. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ამ დაავადების შესახებ, მით უფრო მეტს ვიგებთ, რომ შესაძლოა, ბევრი ახალგაზრდა არ დაავადდეს ისე, რომ ჰოსპიტალიზება დასჭირდეს, თუმცა შეიძლება ძალიან ავად გახდნენ“, - დასძინა ენტონი ფაუჩიმ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – აცხადებს დავთ ნარმანია.

 

მისი თქმით, არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს.

 

„ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი“, - აღნიშნა ნარმანიამ.

 

გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი. დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ (სემეკ) წლიური ანგარიში წარადგინა.

„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართველოს დახმარების ნაწილი გაუყინა.

 

მისივე განმარტებით, საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.

 

„ამიტომ, ეს განხორციელებული ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან იქნა „გაყიდული“ და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არა მხოლოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს არის ერთ-ორ საათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არის ტყუილი. კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია, წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ ეს ცვლილებები აისახოს აპროპორიაციის დოკუმენტში, თუმცა. აქ საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელშიც ზუსტად „ქართული ოცნების“ პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილი.

 

„რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა უცებ კონგრესს რამე გადაწყვეტილება მიეღო. კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამას წინ ძალიან დიდი პროცესები უწევს - პროცედურული ნაწილი, განხილვები. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას, სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. თუმცა ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა და ეს ასეც გაგრძელდება და ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.​

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სანქციები დაადო.

 

„ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის, მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე 15%-ით შეგვიმცირდება ამერიკის შტატებისგან დახმარება. ხაზს ვუსვამ, ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება“, - განაცხადა ვაშაძე.

საწვავის სათანადო ხარისხი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის შენარჩუნების, აქედან გამომდინარე კომიტეტმა და ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ, რომ სანქციები გავამკაცროთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.

 

„სანქციების გამკაცრებით დაისჯება საწვავის ხარისხის პარამეტრების დარღვევა, ეს ცვლილებები გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ანუ ჯარიმების ძალიან გამკაცრებას, ასევე განმეორებით დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

გარემოს დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.

ნებისმიერი ინიციატივა რომელიც შესაძლებელია იყოს აღქმული, ან სამომავლოდ გამოყენებული იმისთვის, რომ მედია მაუწყებლების ან მედიასაშუალებების საქმიანობაში რაიმე ფორმით სახელმწიფო ჩაერიოს, რა თქმა უნდა არამართებულია - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

„განსაკუთრებით როდესაც კითხვების გამჩენი კანონპროექტი ინიცირდება არჩევნებთან ახლო პერიოდში, მით უმეტეს განხილვა ხდება დაჩქარებულად, არის სერიოზული პრობლემა. მარეგულირებლისგან გვესმის, რომ ეს არ შეეხება მაუწყებლებს და ამაზე დეტალური განხილვა გვექნება, მაგრამ მე რასაც ვხედავ ამ პროექტში, რომც არ გავრცელდეს მაუწყებლებზე, მაინც პრობლემატურია. ასე რომ მე ვფიქრობ, დიდი წინააღმდეგობა ექნება ამ ინიციატივას. მთავარია იმდენად სწრაფად არ მოხდეს, რომ ვერ მოესწროს რეალური დისკუსია. თუ მედიას შეეხო ეს იქნება პრობლემა ყველასთვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება რომ ეს ჩანაწერი მედიაზე გავრცელდეს“, - აცხადებს ჩუგოშვილი

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. კანონპროექტში ასევეა საუბარი საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციაზე.

 

„წინამდებარე კანონის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობისთვის, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა აღიარა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა“, - ნათქვამია კანონპროექტში.

 

2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ „კანონის ფარგლებში გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მხარდასაჭერად“.

 

„ხაზინის მდივანმა შეერთებული შტატების თითოეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორებს უნდა დაავალოს, გამოიყენონ შეერთებული შტატების ხმა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთი ინსტიტუტის მხრიდან რაიმე სახის დახმარებას (მათ შორის, ნებისმიერი სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერი პროგრამისთვის, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს - სახელმწიფო დეპარტამენტი ელოდება ანგარიშს კანონის უზენაესოების, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის შესახებ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

 

„საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის გამოყოფა შეიძლება შეჩერდეს მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ თანხის გამოყოფის შეჩერება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების, გენდერული ძალადობის აღმოფხვრისა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების პროგრამებს.

 

ამავდროულად, კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს უფლებას აძლევს, უარი თქვას აღნიშნულ შეზღუდვებზე, თუ ეს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

 

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შევისწავლოთ და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ, აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარი და უკუკავშირი გაასაჯაროვა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?