Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

ანკარაში ირანის საელჩოდან ტერაქტის საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი Haberturk იუწყება.

 

მისი ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა ანონიმური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი საელჩოზე შეტევას ამზადებს. საელჩოს სრული პერსონალი, მათ შორის ირანის ელჩიც, ევაკუირებულია.

 

საელჩოს შენობის წინ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

თურქეთის სასამართლომ ამერიკელი მღვდლი, ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

 

ბრანსონს სასამართლომ მისცა უფლება, სურვილის შემთხვევაში, დატოვოს თურქეთი და აშშ-ში დაბრუნდეს. მისი ადვოკატის თქმით, პასტორი თურქეთს დატოვებს.

 

ამერიკელი მღვდელი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთშია დაპატიმრებული. 16 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ამერიკელი პასტორი იზმირის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა.

 

ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა და თურქეთს ალუმინისა და ფოლატის იმპორტზე გადასახადი გაუზარდა, რასაც თურქული ლირის კატასტროფული გაუფასურება მოჰყვა.

 

ენდრიუ ბრანსონი ქურთულ მეამბოხე ჯგუფთან და ასევე, გაძევებულ მუსლიმ სასულიერო პირ, ფეტჰულა გიულენის მიმდევრებთან სავარაუდო კავშირების გამო დააპატიმრეს. გიულენი თურქეთს ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული.

 

ბრანსონმა ყველა ბრალდება უარყო. შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მისი გათავისუფლება არაერთხელ სთხოვა. სექტემბერში, თურქეთმა განაცხადა, რომ ბრანსონს გიულენის ექსტრადიციის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს.

 

ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, „დინამო არენაზე“ ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

 

მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა.

 

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა.

 

ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის“ ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.

 

„დღეავანდელი შეხვედრით გვინდა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

 

მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.

 

პსტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის „მეთაური“ ბესარიონ აპლია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურ და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებულს უწოდებს. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

 

„მართლადიდებელი ეკლესია ერთია და წესები, რომლებიც მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს, ყველასთვისაა განკუთვნილი. ვინც ისინი ანათემას გადასცა, მათვე უნდა გადაწყვიტონ აპატიონ თუ არა. პატიებისთვის კი საჭიროა მონანიება. სინანულის წერილი არ არის. როგორ შეეძლო მათთვის ანათემის მოხსნა ბართლომეოსს, რომელსაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვს? სწორედ ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა. სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქული დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად“, - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.

 

მისი თქმით, თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან. „რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა“, - აცხადებს ე.წ. ეკლესიის მეთაური.

ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უკანონოა - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საბერძნეთის საეკლესიო წრეებში.

 

„გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს. ეს გაკეთდა მომავალში ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, რადგან სქიზმატებს ავტოკეფალიას ვერ მიანიჭებენ“, - განაცხადა რესპონდენტმა. მისი თქმით, კანონიკური ჩინის დაბრუნება უკანონოა, რადგან ეს სასულიერო პირები განკვეთა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მისივე თქმით, ავტოკეფალიის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ კანონიკური ეკლესიისთვის, რომელსაც კანონიკური სინოდი ჰყავს.

 

წყარომ, ასევე, გამოთქვა აზრი, რომ უკრაინის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს. თუმცა, მისი აზრით, მისი აღიარება შეუძლიათ ალბანეთის, ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიებს, რომლებსაც „პრობლემები აქვთ“ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

უკრაინული მედია მოსფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

„მისი უწმინდესობის, მოსფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი.

წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე პატრიარქის ეგზარქების მისი უწმინდესობის პამფილიის არქიეპისკოპოსის დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:

დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო შეუდგეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

აღდგეს დღეისთვის კიევში არსებული მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი სტაუროპიგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა. (სტაუროპიგია – სტატუსი, რომელიც ენიჭება მართლმადიდებლურ მონასტრებს, ლავრებს და საძმოებს, ასევე ტაძრებსა და სასულიერო სკოლებს, რომლებიც მათ ადგილობრივი საეპარქიო ხელისფლებისგან დამოუკიდებლებს ხდის და აქვემდებარებს უშუალოდ პატრიარქს ან სინოდს – რედ. )

მივიღოთ და განვიხილოთ აპელაციის შესახებ ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგნენ თავის საეპისკოპოსო ან სამღვდელო პატივში, ასევე აღდგა მათივე ერთგული ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან.

გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი როგორც პირველიერარქი ყველა ღმრთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი.

მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისგან და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და უკრაინის რადას სპიკერმა ანდრი პარუბმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი, ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

 

„აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,” – განაცხადა მისმა უწმინდესობამ.

 

ანდრი პარუბმაც დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

 

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში პუტინის რეიტინგი 67%-ს შეადგენდა.

 

რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ედინაია რასიას“ რეიტინგი 51%-ს აღწევდა.

 

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვა 29-30 სექტემბერს რუსეთის 207 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში, 3000 რესპონდენტი გამოიკითხა.

ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

 

სააგენტოს ინფორმაციით, კაბალიე ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სექტემბრის შუა რიცხვებში მოათავსეს.

 

ექიმების ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობა 2012 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა, რის შემდეგაც ის პერმანენტულ მკურნალობას გადიოდა.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდშიც. კერძოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ჯამში 478 კგ. ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა.

 

ლაშა ტალახაძემ თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი წარმატებულად ჩაატარა და 105+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?