Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.971
EUR
3.3106
RUR
0.0467
GBP
3.8474

„მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.

 

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ძირითად პრინციპებზე.

 

„მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად გაკონტროლდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს, წერს Deutsche Welle.

 

ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის შემადგენლობაში, თუმცა თუ პირიქით მოხდა, შოტლანდიამ უნდა გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი.

 

„იმის რისკი, რომ ბრიტანეთი გამოვა ევროკავშირიდან დიდია. ქვეყანას ექნება დანაკარგები. ჩვენ ვეცდებით გადავლახოთ ხისტი ბრექსიტი. ვფიქრობთ, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადა უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ნიკოლა სტერჟენმა.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა Brexit-ი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მალე ლონდონსა და ბრიუსელს შორის ამ თემაზე შეხვედრები ყოველდღიურად გაიმართება.

 

ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონმა იუნკერს ე. წ. „ბექსტოპის“ ალტერნატივა არ შესთავაზა. ტერეზა მეის მთავრობას და ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. 9 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, შეწყალების მექანიზმებს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რის აუცილებლობაზეც პრეზიდენტმაც ისაუბრა.

 

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა. ხაზარაძის თქმით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაფუძნდეს და მის ლიდერებს პრაიმერის გზით შეარჩევენ.

 

“ლელოს” მოძრაობის 12 ახალი ლიდერია:

 

ლანა გალდავა – იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

 

ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

 

თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, პროფესიით ჟურნალისტი;

 

კახა კოჟორიძე – იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი;

 

მედეა მეტრეველი – პროფესიით ფილოლოგი, “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” ყოფილი ხელმძღვანელი 2014-2015 წლებში;

 

გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი;

 

საბა ბუაძე – იურისტი; გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი; გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი;

 

ქეთი ენუქიძე – ფილოლოგი, ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;

 

ელენე მელიქიშივილი – პოლიტიკის მკვლევარი;

 

გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;

 

დავით გელაშვილი – ეკონომისტი.

 

ხაზარაძის თქმით, აღნიშნული ადამიანები იმუშავებენ საზოგადოებრივ მოძრაობაში და მათი ნაწილი შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება.

რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებულ პირთა მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

 

მისია ყურადღებით აკვირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები 24 აგვისტოს შემდეგ მუდმივად იმყოფებიან რაიონში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 20-24 აგვისტოს შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოაწყო, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 240 მეტრის მოშორებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას ასევე მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო, - ამის შესახებ ერაყში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმდა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

 

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი თავდასხმებისგან, ვინაიდან ამას შესაძლოა მთელი რეგიონისთვის ნეგატიური შედეგი მოყვეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.

 

ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. 16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პუტინმა განაცხადა, რომ თუკი საუდის არაბეთი „ჭკვიანურ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას“ მიიღებს და რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს, ქვეყანა მის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ინფრასქტრუქტურული ობიექტის დაცვას შეძლებს.

 

„ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე არ უსაუბრიათ.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების საშუალებით თავდასხმა განახორციელეს. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო მოქმედება იყო. თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ექსპერტების ვარაუდით, იმისათვის, რომ ნავთობტერმინალები ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ, რამდენიმე კვირაა საჭირო.

რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “TASS”-ი ავრცელებს.

 

როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტის წევრების სრული სია შეთანხმებულია.

 

„ახლა კი საჭიროა, რომ საკონსტიტუციო კომიტეტმა ჟენევაში მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს,“ - განაცხადა პუტინმა

 

სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნეს, რომ სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

„სირიაში მშვიდობის დამყარებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

 

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ იდლიბის რეგიონსა და მის შემოგარენში ჰუმანიტარული სიტუაციის მოსალოდნელი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატეს და შეთანხმდნენ, რომ სამ ქვეყანას შორის მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად „კონკრეტულ ნაბიჯებს“ გადადგამენ.

 

ეს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გამართული მეხუთე სამმხრივი სამიტია. პირველი სამიტი პრეზიდენტებს შორის 2017 წლის ნოემბერში სოჭში გაიმართა. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალ შეხვედრას იგივე ფორმატში თეირანში გამართავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

 

ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.

 

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

 

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ორი სტროფი წაიკითხა.

 

ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

 

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ: კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევანი ბოძაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ირაკლი აფაქიძე, გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

 

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

 

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

 

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

 

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

 თბილისი. "დინამო არენა"

 

საქართველო - დანია 0:0

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

 

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?