Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატება არ იგეგმება. როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ტარიფი გაიზარდა მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის.

 

„სელექციურად ძვირდება. გაძვირება შეეხო კომერციულ სექტორს, რასაც ჩვენ არ ვარეგულირებთ. მოსახლეობისთვის და სოციალური სექტორისთვის არანაირი გაძვირება არ მოხდება",- განაცხადა ქობულიამ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი არ აკონკრეტებს, მან მოიწვია თუ არა იურიდიული კომიტეტის სხდომა 14 დეკემბერს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს.

 

„იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილეები ჰყავს. თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დაცულია რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და ასე განხორციელდა. ერთ-ერთი მოადგილე მე ვარ. პირდაპირ არის რეგლამენტში მოცემული მუხლი, თუ არ ვცდები 36-ე, სადაც არის საუბარი, რომ როდესაც უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ვერც თავმჯდომარე, ვერც პირველი მოადგილე, მაშინ უნდა ჩაინიშნოს სხდომა, სხდომას ნიშნავს მოადგილე და სხდომა არის იმ მიზნით, რომ დაევალოს მოადგილეს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე არ იქნება არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილი აქვს რეგლამენტის დარღვევას და რომ კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის უფლებამოსილება არ დაკისრებია დავით მათიკაშვილს.

 

,,ახლა მეცნობა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დაინიშნა 14 იანვარს. განმარტებაა საჭირო, ვინ მოიწვია კომიტეტის სხდომა? მე არ მიმიღია ინფორმაცია, რომ კომიტეტმა სიითი უმრავლესობით ანუ მინიმუმ 9 ხმით დააკისრა უფლებამოსილება დავით მათიკაშვილს. განმარტებაა საჭირო, რეგლამენტის მუხლი მიგვითითონ, როცა უფლებამოსილება არ დაკისრებია დავით მათიკაშვილს, ვინ არის სხდომის მომწვევი პირი?“, - აღნიშნა ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ბარების და რესტორნების ნაწილს ხმაურის დასაფარად, შესაძლოა, იზოლაციის გაკეთება დასჭირდეთ. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „გლობალპრესს“ განუცხადა.

 

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, იზოლირების ტექონოლოგია ძვირი არ არის, თუმცა, მოსაფიქრებელია, ვინ დააფინანსებს ამას.

 

„თბილისში აკუსტიკური დანაგვიანების კერები ტურისტულ ეპიცენტრებშია. ეს არის მაგალითად, შარდენის ქუჩა, ერეკლეს მოედანი, ახვლედიანის, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა და ა.შ. აქ ზარალდება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე ცალკეული ბიზნესები.

 

თუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ თბილისი უნდა იყოს მუსიკალური ქალაქი, სადაც ბევრი ღონისძიება კეთდება ღია ცის ქვეშ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, სად უნდა ჩატარდეს კონკრეტულად ეს ღონისძიებები, როგორ უნდა გადანაწილდეს და როგორ შეიძლება ამის ორგანიზება, დავტვირთოთ გარეუბნები და თუ ქალაქის ცენტრშია ღონისძიება, მოვერიდოთ გვიან საათებში ასეთი ღონისძიებების დასრულებას. მაგალითად, ბერლინმა გარკვეულწილად გადაწყვიტა ეს პრობლემა, კლუბებში იზოლაციის გაკეთებისთვის სესხები მისცეს მფლობელებს. დღესდღეობით, ეს ხმის იზოლირების ტექონოლოგია აღარ არის ძალიან ძვირი, უბრალოდ, მოსაფიქრებელი იქნება ვინ დააფინანსებს ამას. ჩვენ არ უნდა მოვკლათ საკლუბო და სარესტორნო ბიზნესი. შესაბამისად, ბევრისთვის ეს იქნება დამატებითი ხარჯი. ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ბერლინს, როდესაც სარესტორნო და საკლუბო ბიზნესი შედის კომუნიკაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და თანხმდებიან ინტერვენციების გარეშე. მზად ვარ, შუამავლის როლი მეც შევასრულო“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

 

მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის განსავითარებლად, თბილისის უბნების პოტენციალის კვლევა ანალიზის ეტაპზეა. როგორც გვარჯალაძე ამბობს, შესაძლოა, ღამის განმავლობაში როგორც თბილისის ტურისტული ცენტრები, ასევე გარეუბნების ნაწილიც დაიტვირთოს.

 

„კვლევა ანალიზის სტადიაშია. თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება გარკვეული საკითხების დანახვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარეუბნები ძალიან მნიშვნელოვანია. გლდანში განვითარების მეტ შანსებს ვხედავ, თუმცა, სფეროს ექსპერტები, ჩვენი სტუმრები აქცენტს მაინც თბილისის ძველ უბნებზე აკეთებენ. მაგალითად, მეიდანი, აბანოთუბანი, სადაც ტურიზმის ცენტრია და პოტენციალი მეტი აქვს. ასევე სოლოლაკში გაჩნდა პატარ-პარტარა ბარები, რასაც ხელშეწყობა სჭირდება. ვერაც არ არის ახალი უბანი და აქაც შეიძლება ბარების განვითარება. რაც შეეხება გარეუბნებს, გაბრიელ სალოსის გამზირზე „ელექტროვერკის“ ტერიტორიაზე მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და შესაძლებელია იქ ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე ძველი, ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების გამოყენება“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა. „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია, - ასე ეხმაურება დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გედევან ფოფხაძის გაწვევას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან.

 

„გუშინდელი გადაწყვეტილება იყო დიდი შეცდომა იმიტომ, რომ შენ როდესაც ერთ-ერთ თანაგუნდელის გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებს უკვე აპირისპირებ და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთი საქციელი, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, ამას სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები საკმაოდ მძიმე საყურებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, ჭიჭინაძე აცხადებს, რომ აღნიშნული 10 კანდიდატის მხარდამჭერი პარლამენტში ბევრი არ იქნება.

 

„76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. სხვა რამეს ამ ადამიანებს ვერ დავარქმევ, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც კი აისახება ეს",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

116-ე მოწვევის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ნენსი პელოზი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

 

„დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს.

 

აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოზის აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევას „დემოკრატი“ კონგრესმენების ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიას ახალი თაობის ხელმძღვანელობა სჭირდება.

 

როგორც გამოცემა The Washington Post იუწყება, ნენსი პელოზიმ თანაპარტიელები დაარწმუნა, რომ 2022 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ხელახლა არ იყრის კენჭს.

 

შეგახსენებთ, რომ 2007-2011 წლებში ნენსი პელოზი იკავებდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს, ხოლო 2011 წლიდან კი წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

გამოკითხული ფრანგების უმრავლესობა ქვეყანაში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის გაგრძელებას მხარს უჭერს. აღნიშნულს ცხადყოფს სოციოლოგიური კვლევების სამსახურის Odoxa Dentsu-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

 

„ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციების გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხული ფრანგების 55%, ხოლო რესპონდენტთა 45% მიიჩნევს, რომ საპროტესტო მოძრაობა უნდა შეწყდეს.

 

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონმა მოსახლეობის ნდობა უნდა მოიპოვოს, ხოლო 55%-ის აზრით კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას უნდა დაუმტკიცოს, რომ შეძლებს გადასახადების შემცირებას და მყიდველობითი უნარის გაზრდას.

 

გამოკითხვა ასევე ცხადყოფს, რომ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის გაჩენასთან ერთად, ფრანგების ნდობა მთავრობისადმი მნიშვნელოვნად შემცირდა. საფრანგეთის მთავრობის საქმიანობით რესპონდენტთა მხოლოდ 25%-ია კმაყოფილი.

2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში, - ამის შესახებ 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება.

 

„რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს დიდმა მეგობარმა ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ ფრანკფურტში მსოფლიოს წიგნის ყველაზე დიდ ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების რეიტინგებში. საერთაშორისო კვლევითი პორტალის - ნამბეოს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენ მეორე ადგილზე ვართ“, - განაცხადა ბახტაძემ.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელიც ახალი შემადგენლობით გუშინ პირველად შეიკრიბა, აშშ-ს ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ დოკუმენტი მიიღო.

 

წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობა „დემოკრატებს“ აქვთ, დოკუმენტში არ ჩართო დებულება მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსების შესახებ.

 

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ დოკუმენტს აშშ-ს მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, თუ მასში მოცემული არ იქნება დებულება აშშ-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კონგრესის სენატში, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, განაცხადეს, რომ ამგვარ კანონპროექტს კენჭისყრაზეც კი არ გამოიტანენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატების“ კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე დოკუმენტი მიიღო, ის დაბლოკილი იქნება აშშ-ს სენატში და შესაბამისად, ე.წ. „შათდაუნი“ გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

,,თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლის თავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით იღვწით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესნი და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ." - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

 

დღეს კათოლიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა

აშშ-მ სირიიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეარხ Newsmax-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „აშშ განაგრძობს კამპანიას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“.

 

მაიკ პომპეომ არ დააზუსტა თუ რა ვადაში მოხდება სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანა.

 

„ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას ჯარების გაყვანის ვადებზე. არ მინდა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ თუ როდის დავტოვებთ სირიას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა სირიაში რელიგიური უმცირესობების დაცვის მნიშვნელობა და რომ დაუშვებელია თურქულ და ქურთულ ძალებს შორის შეტაკება.

ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კიმ ჩენ ინს ადარებს.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუკი მას „ქართულ ოცნებასთან“ ჯერ კიდევ რამე აკავშირებს, „ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ.“

 

„ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია. ეს ადამიანი 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელების ეპოქაში, მოუწოდებს, რომ ყველაფერი იყოს დახურული. მაშინ ფეისბუქ-გვერდები ჩამოართვან დეპუტატებს, ყველაფერი აკრძალონ, კობახიძე გამოვიდეს კიმ ჩენ ინივით და მერე ისიც მოგვიყვეს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონია ფეხბურთში.

 

ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. იმ საარჩევნო დაპირებებს, რომელიც მან 2012 წელში გასცა, კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება დაამატა, ის რადიკალური ცვლილებები, რომელსაც იგი 1 წლის განმავლობაში დაჰპირდა. მე მაგალითად, იმ ნახევარი მილიონი ადამიანის რიგებში გავდივარ, ვისაც დაგვპირდა რადიკალურ ცვლილებებს და თუ მე დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ოდნავ რაღაც მაკავშირებს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა.

 

ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში , გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

 

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

 

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.

 

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო.

 

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?