Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ესპანეთის უსაფრთხოებისა და ზღვაზე გადარჩენის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

 

უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს გიბრალტარის სრუტეში და ალბორანის ზღვაში 111 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ოთხშაბათს - 290 ადამიანი.

 

2015 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების გააქტიურების გამო, ამ რეგიონიდან ევროპაში მიმავალ დევნილთა რიცხვი გაიზარდა. ხმელთაშუა ზღვის მარშრუტი ევროკავშირში მიგრანტების გადაყვანის ძირითადი გზაა.

ამ შემთხვევაში „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მე ჩემსას ვლაპარაკობდი და იქ კობახიძე ხმებს ითვლიდა, რომ კომიტეტიდან ჩემი გაწვევა უზრუნველეყოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს არც კოლეგიალურობის ელფერი აქვს და არც ქვეყნის მომავალზე ზრუნვის.

 

„ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მე ჩემი სათქმელი ვთქვი. პარტიის თავმჯდომარემაც და ფრაქციის თავმჯდომარემაც მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემი ყველა არგუმენტი გამომეთქვა. დაწყებული კონცეპტუალური საკითხებიდან, დამთავრებული პროცედურული საკითხებით, ჩემი სათქმელი ვთქვი, თუმცა ამ შემთხვევაში „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მე ჩემსას ვლაპარაკობდი და იქ კობახიძე ხმებს ითვლიდა, რომ კომიტეტიდან ჩემი გაწვევა უზრუნველეყოთ. მე არ მგონია, რომ ან კოლეგიალურობის ელფერი ჰქონდეს ან ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვის ელემენტებს შეიცავდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

არჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე „შევტენეთ“ ჩინჩალაძე და ეს სია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველა მათგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

 

„არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ხალხს ვთხოვეთ ნდობის ძალიან დიდი მანდატი, ლამის დავუჩოქეთ და ვუთხარით, რომ გვაპატიეთ ხალხო რაც შეგვეშალა, იცოდეთ, რომ ახლა ამ ყველაფერს წერტილი ესმება. ამის მერე ხალხს ჩინჩალაძე და ეს სია შევტენეთ. მგონია, რომ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია. გედი ფოფხაძეს გამოიწვევ თუ არ გამოიწვევ, ვის ჩააბარებ იურიდიულ კომიტეტს, ეკა ბესელიასთან როგორ მოიქცევი - ეს კიდევ პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადასატანი. მთავარი არის ქართული მართმსაჯულება არ ჩაუვარდეთ უღირს ადამიანებს ხელში“, - განაცხადა ფოფხაძემ.

„იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: „გედი დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა სიის წარდგენის შემდეგ, პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკა ბესელიამ წარდგენილი სიის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

 

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მოსამართლეთა წარდგენილი სიისთვის მხარდაჭერაში არანაირი პრობლემა არ არის.

 

„რეალური ისტორია არის ასეთი: იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: „გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო“. ეს თხოვნა მარტო ჩემ მიმართ არ იყო. იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ითვლებიან, რომ ცოტა დამოუკიდებელ შეფასებებს იძლევიან. ცოტა დავიძაბე - ეტყობა რაღაც ცუდი ხდება-მეთქი. ამის შემდეგ, მე ჩემი მხრიდან განვახორციელე ზარები ჩემს თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც. გავარკვიე რეალურად რა ხდებოდა. გასაგები გახდა, რომ ბნელ ოთახში რაღაც ბნელი სია მზადდებოდა და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ამის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს: არის თუ არა რეალური, რომ პარასკევს ეს სია გავიდეს კომიტეტზე და მერე სხდომაზე. ეკა ბესელიამ კატეგორიულად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი. ირაკლი კობახიძე კი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა.

 

„მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს, ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.

რაც შეეხება ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირებას მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი თანაგუნდელის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას. კობახიძე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი. მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევას ორი მიზეზი ჰქონდა.

 

„ორი მიზეზი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იყო არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე. მეორე საკითხი არის გუნდურობა. გუნდში იყო ეს განსახილველი საკითხი. ამ ორი მიზეზით იყო გადაწყვეტილება მიღებული. არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას, აქედან გამომდინარე ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა ფრაქციას.

 

რაც შეეხება ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირებას მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია. იმედი მაქვს, რომ ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან არანაირ კავშირში არ არის. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩა პროცედურული დარღვევებით და გუნდთან შეუთანხმებლად. მანვე მის თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილს მოუწოდა, ამ თემებს ერთმანეთს ნუ უკავშირებს და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავს.

 

„ვერავინ უარყოფს იმას და არ არსებობს გუნდში ერთი წევრიც კი, რომელიც იტყვის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან. არც ერთ წევრთან, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, შეთანხმებული არ ყოფილა. მეასე ხარისხოვანი ხდება, რა მოტივები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. ამ მოტივებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება - გუნდთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და თან პროცედურების დარღვევით არ შეიძლება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, გედევან ფოფხაძის საკითხი არ იყო პროცედურების დარღვევა, არამედ, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ იხილონ უზენაეს სასამართლოში.

"ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც "ქართული ოცნების" ჩამოშლის დასაწყისი", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას.

 

რომან გოცირიძის თქმით, პარტიაში დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც უშვებენ ხალხს.

 

"ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც "ქართული ოცნების" ჩამოშლის დასაწყისი. გაჩნდა ყველაზე დიდი ბზარი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ პარტიის კედლებზე იყო. ეს ბზარი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის კომიტეტებიდანაც კი უშვებენ ხალხს. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა "ქართული ოცნება", დღეს უკვე დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე. არჩევანი მათზეა - ან მორჩილებაში ყოფნა, ან მონობისგან გათავისუფლება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი მამუკა მდინარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება. ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტში საკუთარი კვოტით სწორედ მდინარაძეს წარადგენს, რომელმაც კომიტეტის შემადგენლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.

 

გარდა ამისა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იურიდულ საკითხთა კომიტეტში კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე დეპუტატ გოგა გულორდავას წარადგენს.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობება. ამასთან, ბიურო ცნობად მიიღებს ფრაქციის გადაწყვეტილებას, კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის შესახებ.

ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, დღეს, პარლამენტის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსმა პირადად აცნობა, რომ 11 იანვარს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას, ასევე ზაზა სარალიძეს, მის ძმასა და კიდევ ორ პირს სამართალდამცავის შეურაცხყოფას ედავებიან.

 

„დღეს, პარლამენტთან მოვიდა ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი. გამაფრთხილეს, რომ 11 იანვარს, ჩემი სასამართლო შედგება. საუბარია კარვების დადგმის დროს მომხდარ ამბავზე. კანონით მქონდა მინიჭებული უფლება, რომ კარავი დამედგა, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა სარალიძე. ზაზა ცუდად რომ გახდა, კრუნჩხვები რომ დაემართა, იქ გამწარებულმა მგონი შევაგინე, არც ვიცი. არც შეგინება და არც უწმარწური სიტყვების ხმარება ჩემ ლექსიკონში არ შედის. შეიძლება იქ რაღაც წამომცდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვების დადგმის უფლებას, როცა ამის სრული უფლება ჰქონდათო.

 

ამათი გაგზავნილი ფაილების მეშვეობით, ევროპაში არ შემიშვეს, გერმანიიდან დამაბრუნეს. ახლა ეცდებიან ან პირობითი, ან რაღაც მომცენ. სულ ფეხებზე მკიდია, რაც უნდა ის გააკეთონ, მე მაინც გავიტან ამ სიმართლეს და მაინც დავადგენ სიმართლეს ჩემი იურისტების, ჩემი ქართველი ერის თანადგომით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა. ამ სისტემას დავანგრევ კიდეც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

 

“გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

უწყების ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.

ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დროს დაირღვა პროცედურული წესები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

 

„ეს არ იყო გარიცხვა. ეს იყო გამოწვევა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ თავის წევრთა უმრავლესობით ერთხმად მიიღო. სამი იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ეს გამომდინარეობდა იქედან, რომ არ იყო გუნდთან შეთანხმებული მისი მოადგილეობის საკითხი, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მეორეხარისხოვანიც კი იყოს, რომ რეგლამენტი და მისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არც ერთ ადამიანს დღეს, რომელიც თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, არ უთქვამს ის, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს რაიმე სანქცია უნდა დაეკისროს. ეს სანქციაც კი არ არის. ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?