Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9738
EUR
3.2902
RUR
0.0464
GBP
3.7027

ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე, აქედან გამომდინარე ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ სხვა პიროვნებაზე გავრცელდებოდა რაიმე სანქცია, არ გამართლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა.

 

რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

 

"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

 

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაშიც, - ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

კერძოდ, მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის აზრი გუნდის უმრავლესობის მოსაზრებას დაემთხვა გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის საკითხზე.

 

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებას, მდინარაძის თქმით, ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

 

„არავინ მარცხდება და არ იმარჯვებს. არ ვაპირებ დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო. მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს. ვიმსჯელებთ გუნდში და გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესანარჩუნებელი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაშიც. პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად უმრავლესობას“,- აღნიშნა მდინარაძემ.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გაუჩინარება დაადასტურა.

 

არსებული ინფორმაციით, ჩო სონ გილმა 2018 წლის მიწურულს თავის მეუღლესთან ერთად იტალიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მედია საშუალებებმა დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომ იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამჟამად იტალიის ხელისუფლების დაცვის ქვეშ არის.

 

ჩო სონ გილი ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა იტალიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს მუშაობას, ვინაიდან 2017 წელს იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი მუნ ჩონ ნამი ქვეყნიდან გააძევა იმ დროს ბირთვული პროგრამის გააქტიურების საპასუხოდ

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, მისი თქმით, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

 

„ვანო ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს“,- განაცხადა მდინარაძემ.

საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „გლობალპრესს“ განუცხადა, რითაც იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

ბესელიას თქმით, პრინციპული საკითხია, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ. ეკა ბესელიამ მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი საკითხი მისი საქართველოში არყოფნის დროს იხილება.

 

„მე არა ვარ საქართველოში და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს იხილება ეს საკითხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, რადგან ირაკლი კობახიძემ იცოდა ამის თაობაზე. საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. რაც შეეხება გედის კომიტეტიდან გაყვანის საკითხს, არ ვიცი, რა არგუმენტებით მოხდა ეს. ჩამოვალ, გავარკვევ და ვისაუბრებ. პრინციპულია ის, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც აქვს სწორი და პრინციპული პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიების საკითხზე. არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობის დატოვებას აპირებს. როგორც ჭიჭინაძემ “გლობალპრესს“ განუცხადა, ის ფრაქციაში დროებით, კოლეგიალობის გამო შევიდა.

 

“თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ ფრაქციაში დროებით შევიდოდი. როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, გავაკეთებ განცხადებას ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებიდან“ გასვლის შესახებ. ფრაქციაში შევედი მეგობრულად, კოლეგიალურად და ასევე, იმ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

ჭიჭინაძე “საქართველოს პატრიოტებს“ ორი თვის წინ, მეექვსე წევრად შეუერთდა, რის შედეგად ფრაქცია გაუქმებას გადაურჩა. იმ შემთხვევაში თუ ფრაქცია ახალ წევრს ვერ მოძებნის, ჭიჭინაძის გასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

რატომაა იურიდიულ კომიტეტში ასეთი ბრძოლა გაჩაღებული და დიდი ხანია ეს გრძელდება - დავბრუნდები და ვისაუბრებ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ებსელიამ „გლობალპრესს“ განუცხადა, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა.

 

ბესელიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაც დატოვა, მის დასჯად აღიქმება.

 

„გედი ფოფხაძის პირველ მოადგილედ გადმოსვლა ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილი, პროცედურის დაცვით მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს შემიძლია პუნქტობრივად და საჯაროდ განვიხილო, ვისაც სურს ეს მსჯელობა. რეგლამენტის დარღვევა ბევრ სხვა შემთხვევაში ხდება და ვინც მიმითითებს, მათ მოვუწოდებ დაიცვას. გედი ფოფხაძემ დატოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში თანამებობა და ეს აღიქმება მის დასჯად. საერთოდ, რატომ არის ასეთი ბრძოლა გაჩაღებული იურიდიულ კომიტეტში და დიდი ხანია ეს გრძელდება - დავბრუნდები და ვისაუბრებ ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის“, - განმარტეს ადმინისტრაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიიდან წასვლის შესახებ „გლობალპრესთან“ საუბრისას უკვე განაცხადეს კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ასევე წევრებმა ეკა გიგაურმა და ბასა ჯანიკაშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

 

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

 

მისივე თქმით, ის თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს ყველა საკითხთან დაკავშირებით.

 

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად ავღანეთში ომი დაასახედა.

 

„რუსეთი საბჭოთა კავშირი იყო, თუმცა ავღანეთმა მისგან რუსეთი შექმნა, რადგან ავღანეთში ომის გამო ის გაკოტრდა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

 

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი სწორად მოიქცა, როდესაც ტერორისტული საფრთხის გამო ავღანეთში ომი დაიწყო.

 

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ახლა ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებას აშშ-სთან ერთად რუსეთი, ინდოეთი და პაკისტანი ცდილობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი შეშფოთებულია კოლუმბიაში კოკას ფოთლების (კოკაინის ხე) წარმოების გაზრდით, რომელიც კოკაინისთვის ნედლეული საქონელია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკე მარკესსა და მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, პომპეომ განაცხადა, რომ მათ კოკას პროდუქციის წარმოება 2023 წლისთვის 50%-ით უნდა შეამცირონ.

 

კოლუმბიამ კოკის განადგურებასთან დაკავშირებით საკუთარი პროგრამის განხორციელების პირობა დადო.

 

კოლუმბია მსოფლიოში კოკაინის უმსხვილესი მწარმოებელი, აშშ კი კოკაინის უმსხვილესი მომხმარებელია ქვეყნებია.

 

პრეზიდენტ მარკესის განცხადებით, 2018 წელს უკანონოდ კულტივირებული კოკას ხეების, ჯამში 80 000 ჰექტრამდე ფართობი გაანადგურეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანი 2019 წელს კიდევ 100 000 ჰექტარი უკანონოდ კულტივირებული კოკაინის ხეების განადგურებაა. თუმცა კოლუმბიაში აცხადებენ, რომ ამისთვის მეტი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

ლა-მანშის სრუტეშიი არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით 33 წლის ირანელი და 24 წლის ბრიტანელი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაამხელენ. ნოემბრის შემდეგ ნავებით დიდი ბრიტანეთის საზღვრებს 239 არალეგალი მიგრანტი მიადგა.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში მიგრანტების მიერ ლა-მანშის სრუტის გავლით ბრიტანეთში გადასვლის ფაქტები გახშირდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?