Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7468
EUR
3.0943
RUR
0.0427
GBP
3.4753

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას იძიებს. როგორც იზორია აცხადებს, თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ყველა პირი, განურჩევლად სტატუსისა, დაისჯება.

 

„როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ აღძრა საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება მიმდინარეობს. თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინაადმდეგოა. ამიტომ, მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება ყველა გარემოება",- განაცხადა იზორიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

 

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

 

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

 

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

 

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

 

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

 

იუნაიტედმა ლივერპულთან პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ანგარიშით 1:3 წააგო.

 

პრემიერ ლიგის 17 ტურის შემდეგ წითელი ეშაკები 26 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

 

იუნაიტედმა თავის ოფიციალურ განცხადებაში მოურინიოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა. პორტუგალიელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებთან 2016 წლიდან მუშაობდა.

მთავარი პროკურატურა უარყოფს ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს. როგორც „გლობალპრესს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას დღეს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, საქმის ერთ-ერთი პროკურორის, იმედა გუგუშვილის კარიერულად დაწინაურების შესახებ, რასაც მან მიუღებელი უწოდა.

ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

 

როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა.

 

„წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

 

ვიდრე კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, მან ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.

 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს. როგორც ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა, ორი ქვეყანა კონსულტაციებს მართავს სტრატეგიული და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თავისუფალი ვაჭრობა.

 

„მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო-დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ გამოწვევა, რომელიც გამოწვეულია „ბრექსიტით“, გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან. ეს მოიცავს ძალიან ფართომასშტაბიან თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას. ხელშეკრულებაზე კონსულტაციები დაწყებულია საექსპერტო დონეზე. ჩატარდა რამდენიმე რაუნდი",- განაცხადა ბერუჩაშვილმა.

როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ. გაერთიანებულ ოპოზიციაში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმართება შეხვედრები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მიაწოდებენ.

 

„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო იმისთვის, რომ ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში.

 

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას", - განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია.

 

ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

 

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა.

 

„გუშინ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ამავე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტ დავით ბერიშვილის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულით გათვალისწინებული სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით. დავით ბერიშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტების და გარემოებების დეტალურად გარკვევის მიზნით საქმეზე მიმდინარეობს და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა ბრალეულობა რომელიმე მხარის, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

აქ იქნება თქვენი სახლი, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის სასახლეში.

 

ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე სასახლეში, საკუთარ კაბინეტში ცოტა ხნის წინ შევიდა.

 

„მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში მუშაობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

პარლამენტის წევრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა.

 

ეკა ბესელიამ სამადაშვილის მისამართით განმარტა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა მხოლოდ პროცედურაზე და დაეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს. პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებისას კი ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ მას მიკროფონს გამოურთავდა. თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მას განცხადების გაკეთების უფლება 900 000-მა ამომრჩეველმა მისცა და კომიტეტის თავმჯდომარეს მისთვის მიკროფინის გამორთვის უფლება არ ჰქონდა.

 

სამადაშვილის ამ შეფასების საპასუხოდ ბესელიამ მას რეგლამენტის წაკითხვისკენ მოუწოდა.

 

„ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. აქ მხოლოდ დებოშის ასატეხად მოდიხართ, თქვენ რეგლამენტში უნდა იმეცადინოთ და ხანდახან წაიკითხეთ“, - მიმართა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

 

ამ კამათში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მიმართა, რომ მას აზრის დაფიქსირების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, არ იყო რევიზორი.

 

ხანგრძლივი კამათის მიუხედავად, ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს არ მისცა შესაძლებობა რეგლამენტით დადგენილი პროცედურით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხვა თემებზე ესაუბრათ და კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ.

 

კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შესვლისას განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, რემონტის გამო სასახლეში ჯერ ყველაფერი საჭირო ფორმაში არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე გარემოს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ბევრი სამუშაო აქვს.

 

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან, საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?