Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7389
EUR
3.0914
RUR
0.0424
GBP
3.4716

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, - ამის შესახებ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

 

მან მის სიტყვაში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და დეკმოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო. ერთი საუკუნის წინ პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს. უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატნალტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშნველოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისგენ, გამყადა სტაბილურობა.

 

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის პატივს სცემს ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში ხმა მას არ მისცეს.

 

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს, ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს, აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც არჩევნებში ხმა მომცა, მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა. დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა, ბრძოლით, გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

 

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. კიდევ ერთხელ ვდაგავრთ დიდი გამოწვევის წინაშე - აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენ მიერ განვლილი გზა ბრძოლებით, გამოწვევებით თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელწმიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერედა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა. მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

 

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, “ბატონის სასახლეში“ მიმდინარეობს.

 

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

 

პრეზიდენტი ამ წუთებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართავს.

„ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის მიუხედავად თელავის მიმართულებით წასვლას ცდილობს.

 

კობახიძის თქმით, ალტერნატიული გზით თელავში ჩასვლას დამატებით 20 წუთი სჭირდებოდა.

 

„ეს არის მარტივი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით მათი ხელწერა და მათი სტილი. პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით. ამას სჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის ნაცვლად მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს მანიფესტაციის გამართვის კონსტიტუციური უფლება. კობახიძე დაწრმუნებულია, რომ ნინო ლომჯარიამ არ იცოდა, რა დრო დასჭირდებოდა ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას.

 

„დარწმუნებული ვარ რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შსს-მ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული მარშრუტი. ალბათ, არ არის ქალბატონი ნინო ინფორმირებულ იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა ამ მარშრუტით თელავში ჩასვლას. ეს ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე განუცხადა.

 

„ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსიტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„არ ვიცი ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის მიუხედავად, თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს. პოლიცია მათ ყვარლის გზით წასვლას სთავაზობდა, თუმცა ვაშაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ყვარლის გზა თავისუფალია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გზა გადაკეტილია გრემთანაც.

 

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის უფლებასაც მოგვპარავენ და მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კმ/სთ სიჩქარით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაც ბანდერლოგი კუპატაძე. მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება უსაფრთხოების ზომაზე. ჯერ ერთი ვის იცავენ? რას იცავენ? საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? არ ვიცი მე ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ველისციხესთან დაპირისპირების შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.

 

აქციის მონაწილეები ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების მისვლას მოითხოვენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გზის საავტომობილო მონაკვეთი სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები აქციის მონაწილეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

 

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სასწრაფო დახმარების მხოლოდ ორი ბრიგადა მივიდა, რომელთა მედიკოსებიც ფეხით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კი დაპირისპირება გრძელდება.

 

აქციის მონაწილეები ცდილობენ გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანონ შს სამინისტროს ავტომობილები, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ასევე წინააღმდეგობა მოჰყვა.

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოფელ ველისციხესთან არსებულ ვითარებას ეხება.

 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

„თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩავიდეთ თელავში და ჩავატაროთ საპროტესტო აქცია - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა.

 

უდუმაშვილი ამ წუთებში გურჯაანში, იმ ადგილზე იმყოფება, სადაც ვითარება საკმაოდ დაძაბულია და აქციის მონაწილეები სამართალდამცველების ბარიკადების გარღვევავს ცდილობენ, რათა თელავისკენ გზა გააგრძელონ.

 

„იმდენად შეშინებულია ეს ხელისუფლება, რომ 30 კილომეტრის დაშორებით ჩახერგა გზა. ყველა ის მოქალაქე ჩაკეტა, რომელიც თელავის მიმართულებით მიდიოდა. ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, ჩამოშლილია მთლიანად სახელმწიფო და აგებულია ერთი ადამიანის სურვილზე,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზა სატვირთო ავტომანქანებითაა გადაკეტილი.

ერთ-ერთი პირი, ვინც სატვირთო ავტომანქანის ბორბლებთანაა დაწოლილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზია. ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ძალის გამოყენებით ცდილობს საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის გაგრძელებას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ.

 

აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის მანქანების გაწევა და გზის გაგრძელება სცადა, რის გამოც ჩამსხვრეულია ერთ-ერთი ავტობუსის შუშა, რომელიც შს სამინისტროს ბალანსზეა და აღნიშნული ავტობუსით პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული.

„არა კონსტიტუცია, არა კანონმდებლობა, არა პოლიცია, არა პროკურატურა, არა სასამართლო. გახარია კიბატონო, ფარცხალაძე კიბატონო, ენზელ მკოიანები კიბატონო,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ველისციხეში განაცხადა, სადაც სამართალდამცველები ოპოზიციის კოლონას თელავის მიმართულებით არ უშვებს.

 

ნიკა მელიას განცხადებით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ფეხით გზის გაგრძელებას სთავაზობს, თუმცა მისივე თქმით, თელავამდე კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრია დარჩენილი.

 

„ეს სახელმწიფო აღარ არის. არა კონსტიტუცია, არა კანონმდებლობა, არა პოლიცია, არა პროკურატურა, არა სასამართლო. გახარია კიბატონო, ფარცხალაძე კიბატონო, ენზელ მკოიანები კიბატონო. სახელმწიფო - არა. ყველამ ვიცით ხალხო, რომ ამ არჩევნებზე ძალადობასთან ერთად ტოტალური გაყალბება იყო. კაცი დაგვიჭრეს - არანაირი რეაგირება; ხალხი გაგვილახეს ახალქალაქში - არაფერი რეაგირება; არჩევნების გამყალბებლები იდენტიფიცირებულნი არიან - არაფერი რეაგირება. კონსტიტუციური პროტესტის გამოსათქმელად მივდივართ თელავში, ადგილი გამოგიყავითო და არ გვიშვებენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?