Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9336
EUR
3.2487
RUR
0.0447
GBP
3.5602

აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება იუნესკო-ს დატოვების შესახებ დღეს ძალაში შევიდა.

 

დღეიდან აშშ წყვეტს სრულუფლებიან წევრობას იუნესკოში და დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით რჩება. აღნიშნული ნიშნავს, რომ აშშ-ს არ მოუწევს საწევრო გადასახადის გადახდა და ვერ იქნება არჩეული იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკო-დან გასვლის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია აშშ-ის შეშფოთებით, რომელიც უკავშირდება იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებას და ანტიისრაელურ მიკერძოებულობას“, - განაცხადა თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა.

ბრაზილიის არჩეულმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელში ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანა მხოლოდ დროის საკითხია.

 

ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომელიც ბრაზილიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც 1-ელ იანვარს ბრაზილიის არჩეული პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ინაუგურაციას დაესწრება.

 

„ჟაირ ბოლსონარუმ მითხრა, რომ საკითხი არ დგას ისე იქნება თუ არა ისრაელში ბრაზილიის საელჩო იერუსალიმში გადატანილი, არამედ საკითხი დგას ისე თუ როდის იქნება გადატანილი“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრაზილიაში ვიზიტით გასულ პარასკევს ჩავიდა. მან ორმხრივი შეხვედრა გამართა ბრაზილიის არჩეულ პრეზიდენტთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააღმავებენ ორმხრივ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბრაზილიაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტზე სამი კანდიდატურა წარადგინა.

 

როგორც ბესელიამ სხდომაზე განაცხადა, ის სამ კანდიდატურას აყენებს კენჭისყრაზე, რათა პროცესი უფრო გამარტივდეს.

 

ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები წარადგინა.

 

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომიტეტის დღის წესრიგში მხოლოდ გედევან ფოფხაძის კანდიდატურაა შეყვანილი, შესაბამისად, მისი თქმით, კიდევ ორი კანდიდატურის დამატება შესაძლებელი არ არის. თავის მხრივ, ეკა ბესელიას განმარტებით, რეგლამენტის დარღვევას ადგილი არ აქვს და მას უფლება აქვს დაასახელოს კანდიდატურები, მათ შორის ერთზე მეტის.

 

სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მცირე კამათი მოყვა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ წელს ვერ შეძლო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელება. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.

 

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტს გაუგზავნა და რომელშიც მას მომავალ წელს მოლაპარაკების გაგრძელებას სთავაზობს. წერილის შინაარსზე ინფორმაცია ოფიციალურმა სეულმა გაავრცელა.

 

კიმი და მუნი წელს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფხენიანის დიპლომატიური გააქტიურების ფონზე.

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ივნისში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპსაც. მაგრამ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკება, რომელიც ამ ისტორიულ შეხვედრას მოჰყვა, მალე ჩიხში შევიდა, რადგან ჩრდილოეთმა კორეამ მოითხოვა დენუკლეარიზაციამდე ჯერ აშშ-ის სანქციების მოხსნა.

ამერიკის რამდენიმე წამყვან გაზეთზე, სავარაუდოდ, უცხოეთიდან კიბერთავდასხმა მოხდა, რასაც მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვა. ამის შესახებ CNN წერს.

 

ლაპარაკია შემდეგ გამოცემებზე: Los Angeles Times, The San Diego Union-Tribune, Chicago Tribune, ჰაკერულმა თავდასხმამ დააზარალა The Wall Street Journal-ისა და The New York Times-ის აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გამოცემებიც.

 

კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს. სპეციალისტებმა გამომცემლობის კომპიუტერულ ქსელში ვირუსი აღმოაჩინეს. ამის გამო, გაზეთების ნაწილი დახლებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხვდა.

 

თუმცა, ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გაჟონა ინფორმაციამ კლიენტების პირადი და საკრედიტო ბარათების მონაცემების შესახებ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ დღეს გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ღმერთმა ინებოს, მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის თანხმობის, სიყვარულის, მიტევების, ურთიერთგაგების და ჩვენი ამ სულიერი გამთლიანებით, ტერიტორიული გამთლიანების დაწყების წელი, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, მომავალ წელს საქართველო პირველად აღვნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს.

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა, კიდევ ერთხელ ცდილობს მადლობა შესწიროს ღვთისმშობელს და ამ მადლიერებისთვის ღვთისმშობელი ახალ ძალას გარდამოგვივლენს ჩვენ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ დღესასწაულისთვის, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნით ყველა ის წყალობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ღვთისმშობელს მოუნიჭებია ჩვენთვის, კიდევ ერთხელ გამთლიანდეს და სრულად გადმოვიდეს საქართველოზე. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას, რადგანაც მან ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა, რომელიც არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 2000 წლისთავს. წელს ემთხვევა ასევე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელი. დაე, წლევანდელი წელი ყოფილიყოს ჩვენი სულიერი გამთლიანების და ასევე ტერიტორიული გამთლიანების დასაწყისის წელი!“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

გარდა ამისა, მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ "ყველა განსაცდელს გადაურჩება ადამიანი, თუ იგი იქნება ღვთის ერთგული, თუ იგი მთელი არსებით შეიყვარებს უფალს“.

 

„ღვთისმსახურებას, საეკლესიო წესების შესრულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მთელი გულით და არ არის ჩვენი გული გაყოფილი. უფალი ბრძანებს: შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება, ანუ ერთი უნდა მოიძულო და ერთი იგი უნდა შეიყვარო. შეუძლებელია სიყვარული მამონისა და ღმრთისა. მამონა არის სიმდიდრის კერპი და მიწიერი ცხოვრების მიმართ ასეთი ლტოლვა, ძლიერი მიდრეკილება, რომელიც აცდუნებს ადამიანს, ყოველთვის იყო ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც იყო ამის მაგალითები, ჩვენი ერის ისტორიაშიც იყო ამის მაგალითები. როცა ჩვენ სულიერად ძლიერნი ვიყავით, ვამარცხებდით ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებს. თავს ვიცავდით, აღორძინებული იყო ქვეყანა. და როცა ჩვენი რწმენა შესუსტებული იყო, ადვილად გვიპყრობდა მტერი. ზუსტად ასე მოხდა მე-19, მე-20 საუკუნეებში, ჩვენი რწმენა იყო შესუსტებული და მტერმა მოახერხა ჩვენი დაუძლურება, მაგრამ დღეს სამი ყრმის მსგავსად, ჩვენც გვყავს ასეთი რჩეულები, მამა გაბრიელი, ჩვენი პატრიარქი, რომელთა ლოცვითაც ღმერთი კიდევ იცავს ჩვენს ქვეყანას, რომელთა ლოცვითაც თანდათანობით ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს სარწმუნოებას. ძალიან მნიშვნელოვანია სარწმუნოებაში გამთლიანება. სარწმუნოება არ ნიშნავს მხოლოდ ღმერთის აღიარებას. იაკობ მოციქული ბრძანებს: რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გვწამს ღმერთის არსებობა. მაგრამ რას ვაკეთებდთ იმისთვის, რომ ღვთის ძალა მოქმედებდეს ჩვენში? ღვთის ძალა მოქმედებს ჩვენში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს სისუსტეს, ჩვენს შეცდომებს, ცოდვებს და ვაღიარებთ ღვთის წინაშე, გვაქვს განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთ დროს ღმერთი გვპატიობს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა და დასძინა: „ჩვენ უნდა ვეცადოთ სრულვყოთ ჩვენი ლოცვა და მარხვა“.

თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა ჩავარდნილიყო.

 

„ჩვენ ბევრი სიკეთე მოგვანიჭა ღმერთმა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც ერმა დაიწყო შემობრუნება სარწმუნოებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ წარმოუდგენელია ის ცვლილებები, რაც მოხდა საქართველოს ეკლესიასა და ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნების გზაზე. იმდენად დასუსტებული იყო ჩვენი სულიერი ცხოვრება, დაუძლურებული იყო ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უფლისაკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად განვიკურნეთ. ჯერ კიდევ ჩვენს სულიერ სხეულზე არის არაერთი წყლული, არაერთი ჭრილობა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ საკუთარზეც და ერთმანეთზეც. ერთმანეთი არ უნდა განვიკითხოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე არავინ არავიზე მეტი არ არის. ყველა ადამიანი ცოდვილია და ყველა ადამიანს სჭირდება კურნება. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, შეცდომაშია ის, ვინც ვინმეს განიკითხავს. თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს?! არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა ასეთი რაღაც თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ შეიძლება ითქვას, უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ჩვენი ამოყვანა. მართლაც რომ ურჩხულის ხახაში უნდა ჩავარდნილიყო ჩვენი ერი და ამ ხახიდან გამოჰყავს ჩვენი ერი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, შობის მარხვა 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს თევზით ხსნილია.

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირას, 23:00 საათზე სამებაში იქნება დახვედრა უწმინდესის, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, წმინდა სერობის ჟამი და წმინდა ცისკრის ჟამი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს #17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.

 

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მუცლისა და გვერდის არეშია დაჭრილი, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა.

 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალწვეულმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

 

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

 

იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

 

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

 

„ზოგადი პასუხი უნდა გაგცეთ, ყველაფერი არის დამოკიდებული წესების დაცვაზე. ეს მარტივი წესებია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში მოქმედებს, არ უნდა დაუპირისპირდე თანაგუნდელს, არ უნდა გამოიტანო ეს გარეთ, ეს არის ოქროს წესი. ეს არ იყო ერთეული, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ნიშნები გარკვეული წესების დარღვევის, ყველა დეპუტატთან გვაქვს ამასთან დაკავშირებით საუბარი და ეს არის საერთო სულისკვეთება, შიგნით ყველას უნდა მოვუწოდოთ წესების დაცვისკენ და თუ ეს იქნება უზრუნველყოფილი, დარწმუნებული ვარ, ზოგადი სურათი იქნება ძალიან ჯანსაღი და ძალიან სწორი. მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?