Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9275
EUR
3.2445
RUR
0.0438
GBP
3.5385

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა გიზაში და სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 40 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტრო ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა ექსტრემისტების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც თავდასხმას გეგმავდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტურისტული ობიექტების წინააღმდეგ.

 

ჩხრეკის ფარგლებში ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები.

 

შეგახსენებთ, რომ წუხელ კაიროში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ორი ვიეტნამელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით საავადმყოფოში ეგვიპტელი გიდი და კიდევ ერთი ვიეტნამელი ტურისტი გარდაიცვალა. დაშავებულია 12 ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ლათინოამერიკული ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

 

„ჰონდურასი, გვატემალა და სალვადორი არაფერს აკეთებენ შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ჩვენ ფულს იღებენ“, - წერს პრეზიდენტი ტრამპი. მისივე თქმით, ახლა ჰონდურასში ფორმირდება მიგრანტების ახალი ქარავანი და ისინი არაფერს აკეთებენ. „ჩვენ სამივე ამ ქვეყანას დახმარებას შევუწყვეტთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ განაგრძობს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას რეგიონში ირანის ქმედებებისგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის რობერტ პალადინოს განცხადებაში.

 

„აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი რეგიონში ირანის ქმედებებისგან, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას. დაუშვებელია, რომ ირანი მხარს უჭერს სირიაში და რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც განზრახული აქვთ ისრაელზე დარტყმების განხორციელება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

რობერტ პალადინოს თქმით, „აშშ განაგრძობს საჭირო პირობების შექმნას, რათა ისრაელს სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს ირანის რეჟიმის ავანტიურიზმთან დაპირისპირებაში“.

პენტაგონში აპირებენ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზონ, რომ სირიიდან გამოსულმა სამხედროებმა იარაღი ქურთებს დაუტოვონ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ჯავშანტექნიკაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზეც. საკითხის დადებითად გადაწყვეტა თურქეთის რისხვას გამოიწვევს, ვინაიდან ის ქურთების მოძრაობის გაძლიერებას უფრთხის და მათ ტერორისტებს ეძახის.

 

19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ჯარების გაყვანა ბრძანა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სირიაში ტერორისტების ნარჩენებზე ახლა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა უნდა იზრუნოს.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ აიძულა ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ვერსია შეეცვალა და საზოგადოებისთვის სიმართლე არ ეთქვა, ქორეპისკოპოსი ასე პასუხობს, რომ „ეს ერთ-ერთი ბიზნესმენია“.

 

„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ , მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა  იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მან გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ე.წ. ციანიდის თემაზე საუბარიც გაიხსენა.

 

„ყოფილ პრემიერს კვირიკაშვილს რომ ვესაუბრე სხვა ძალოვნებთან ერთად ამ თემაზე, არა მარტო გიორგი გახარია ვახო გომელაურიც იქ იყო... მეუფეო, რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ შეორენას მოკვლა უნდოდათო, ხომ იცით რაც უნდოდათო. თავიდან რაც იყო, ის შემოგვთავაზეს, მერე შეცვალეს. გეტყვით, ერთლარიანი მოსამართლეები იყვნენ, ერთლარიანი პროკურორები. ჩემზეც ახლა, ლარი გამომიწერა, ჩემზე თუ დაკვეთა არ იყო, ცოტა ხნით ადრე, გოგა ხაინდრავამ ხუთი რამე დააბრალა ეკა გიგაურს, იმაზე არაფერი არ იყო და ვიღაც რამიშვილზე რაღაც ვთქვი და ჯერ გასარკვევია, მართალი ვთქვი თუ ტყუილი. საქართველოში არ არის ცილისწამებაზე მუხლი. 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს იმათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა 2 ლარი გახდა. აქამდე მგზავრობის საფასური 1.50 თეთრი იყო.

 

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "გლობალპრესთან" საუბარში განაცხადა, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს ტარიფი.

 

„ეს მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო პირობების დარღვევაა. ტარიფის ზრდა არის თვითნებური. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ ადგილებზე რომელ მარშრუტზეც ფასია გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი სანქციები", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

 

ორი დღის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფის თვითნებურად გაზრდით იმუქრებოდნენ.

გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, - ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) განაცხადა.

 

„გიორგი გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაც, რომ მე ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. მე ახლა კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამეა, რა თქმა უნდა, იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდნენ. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ... ვერ გახდება პრემიერი. თუ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებას, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ“ პასუხობს.

 

მეუფე იაკობის განცხადებით, მეუფე პეტრეს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგავს თუ არა მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ მოინდომა, გასაკეთებელს გააკეთებს.

 

„მეუფე პეტრე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. ჩვენთან აბსოლუტურად არ არის ავტორიტეტი. მე პირადად შეიძლება, რაღაც გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ეს არის რუსების შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან… მე არც რუსეთი მაინტერესებს და არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს.

 

როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ის, როგორც იქცევა. პირდაპირ გეუბნებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, მაპატიეთ და, ის „გააპრავონ“. მე ვიქნები ის ადამიანი და ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ საბჭოს მოსამართლე წევრებისა და პარლამენტის მიერ დანიშნული ზოგიერთი არამოსამართლე წევრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ბოლო პერიოდში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატის ნომინირების უკიდურესად ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესმა, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა საბჭოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის რეალური ინტერესები და მათი მუშაობის მეთოდები.

 

მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან:

 

სასამართლო სისტემა დღეს ე.წ. კლანის წევრების მიერ იმართება, რომელთაც არაჯანსაღი გავლენები და სისტემის მართვის ყველა ბერკეტი აქვთ. ბოლო პერიოდში მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და ვიწრო, პირად ინტერესებს ემსახურება;

 

იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ყველა არსებითად მნიშვნელოვან პროგრესულ ინიციატივას. უფრო მეტიც, რეფორმის მე-3 ტალღის ფარგლებში პარლამენტის მიერ ისეთი ცვლილებები იქნა კანონში შეტანილი, რომლებმაც სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვა და კლანური მმართველობის გაძლიერება გამოიწვია;

 

გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ (მათთვის თანამდებობაზე გადანიშვნაზე უარის თქმით ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმის ამოქმედების გზით) ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ;

 

გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით;

 

გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლოგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა;

 

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ სასამართლო სისტემაში არ მოქმედებს ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემა, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას დააზღვევდა. ამ პირობებში კი, იზრდება გავლენებით ვაჭრობისა და სასამართლოსათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების მაღალი ალბათობა;

 

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, ისევე როგორც სხვა გავლენიანი მოსამართლეების დიდი ნაწილის კვალიფიკაციისა და ადამიანის უფლებების ცოდნის დონე არადამაკმაყოფილებელია. მათ არ გააჩნიათ გენდერული სენსიტიურობაც და მათი გამონათქვამები საბჭოს ქალი წევრების მიმართ ხშირად დისკრიმინაციულია, ისევე როგორ სრულიად შეუფერებელი მოსამართლის მაღალი თანამდებობისთვის.

 

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ცალსახა გამოვლინებაა საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები (ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება). ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.

 

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები: "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა ცენტრი აწერენ.

შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს კანონშემოქმედება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც თანამშრომლობა აუცილებელია და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში პროცესების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და ამ კუთხით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებაც.

 

„ეს პროცესი საჭიროებს სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში - 10 მოსამართლეა დღეს წარმოდგენილი ნაცვლად 28-ისა, რაც ბუნებრივია, ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე, გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, ჯერ იუსტიციის საბჭომ აღნიშნა, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, რომ ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ზოგადად. იმ ფორმატშიც, ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხების განხილვა. გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ მივუბრუნდებით, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და განახლებული სია ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

 

„ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. დანარჩენს უკვე საზოგადოება თავად შეიტყობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ერთი ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, სასამართლოს შემადგენლობის ჩამოყალიბება არსებითად არის დამოკიდებული თავად მართლმსაჯულების სისტემაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ამაზე პასუხისმგებელი, გარდა უზენაესი სასამართლოსი, სადაც ჩართულია ამ პროცესში საქართველოს პარლამენტიც“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმთავრესი მიზანი - სისტემის გაჯანსაღება, მიღწეულია.

 

„ჩვენი ამოცანა იყო 2012 წელს, რომ სისტემა გაგვეჯანსაღებინა. ეს იყო უმთავრესი ამოცანა და ეს მიზანი ჩვენი მხრიდან მიღწეულია. გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ასე შემდეგ, არის არა ორმაგი და სამმაგი პროგრესი, არამედ არის ხშირ შემთხვევაში ათმაგი და ასმაგი პროგრესიც კი. ეს ნიშნავს რას - ეს არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, მშრალი ციფრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის უფლებები, ადამიანის უფლებები არის ათჯერ მეტად დაცული სასამართლო სისტემის მიერ, ვიდრე ეს იყო უზრუნველყოფილი 2012 წლამდე. ეს არის ფუნდამენტური წინსვლა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, რჩება გამოწვევები და ამის შესახებ მმართველი გუნდი საუბრობს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან.

 

„შექმნილია, ასევე, რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ამ რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლავთ ის, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ და კიდევ უფრო ჯანსაღი გავხადოთ სასამართლო სისტემა და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა, ამას ვუფრთხილდებით, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ინიციატივით შექმნილი ერთჯერადი პროგრამა, რომელის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს სესხები წინასწარი განსაზღვრული წესებით გაუნულდება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინასაარჩევნოდ გააჟღერა. პროგრამის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუ“ ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხები გამოისყიდა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ჭარბვალიანობა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რაც ეკონომიკას პრობლემას უქმნის. პროგრამის საშუალებით კი ადამიანები ეგრეთ წოდებული ,,შავი სიებიდან“ ამოვლენ და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას შეძლებენ.

 

თუმცა, როგორც ირკვევა ეს ადამიანები ვერ შეძ₾ებენ სრულფასოვან ეკონომიკურ ცხოვრებას და ბანკებთან ურთიერთობას, რადგან ისინი კვლავ რჩებიან ,,კრედიტ ინფოს“ ნეგატიურ სიაში, რაც ბანკებისთვის აღნიშნული ადამიანები რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან.

 

მთავრობის ინიციატივას ექპერტების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, მათი თქმით მოლოდინები გადაჭარბებულია.

 

,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ადამიანები ვისაც სესხები გაუნულდება, მათი უარყოფითი ისტორია მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ,,სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც სარისკო მსესხებლები იქნებიან“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ

 

,,გლობალპრესსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა ,,კრედიტინფოს“ წარმომადეგენელს ლაშა ბაღათურიას, რომელმაც განაცხადა, რომ ადამიანებს ვისაც სესხები გაუნულდება, ისინი ნეგატიურ სიაში დავალიანების დახურვიდან 5 წლის განმავლობაში მაინც დარჩებიან.

 

,,ის ადამიანები ვისაც სესხები უნულდება ნეგატიური სტატუსი რეპორტში მაინც რჩება, ეგ არ იშლება. როცა ჩვენთან გამოიგზავნება ინფორმაცია, რომ ეს სესხი იყიდა ,,ქართუ ფონდმა“ და დავალიანება დახურულია იმ თარიღიდან 5 წლის მანძილზე ბანკებისთვის ამ ადამიანების ნეგატიური სია ხელმისაწვდომი იქნება“ - განაცხადა ბაღათურიამ

 

,,გლობალპრესსი“ ასევე დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა ,,კრედიტინფო“ დაიხუროს“. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიის წამომადგენემა ლაშა ბაღათურიამ არ დაადასტურა. მისი თქმით, ,,კრედიტინფო“ ინახავს, არა მარტო იმ ადამიანების შესახენ ინფორმაციას ვისაც სესხები უნულდება, არამედ იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც 3 მილიონამდე სესხი აქვთ, ასეთი კი მილიონი ჩანაწერია.

 

,,კრედიტინფო“ არ წყვეტს მუშაობს, ჩვეულებრივ გააგრძელებს მომავალი წლიდან საქმიანობას, რადგან ,,კრედიტინფო“ ინახავს არა მარტო იმ ნახევარ მილიონ ადამიანზე ინფორმაციას, როგორც გამოცხადებული იყო განაულებასთან დაკავშირებით, არამედ ინახავს ადამიანებს ვისაც 3 მილიონამდე სესხი აქვს. ნახევარი მილიონის ჩანაწერის გარდა არის ბევრი მილიონი ჩანაწერი, ასე რომ ,,კრედიტინფო“ არ დაიხურება. მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან არ არის. მინდა ავღნიშნო, რომ ,,კრედიტინფოს“ დახურვაზე ამბობენ იმიტომ, რომ ვასოცირდებით როგორც ეგრეთ წოდებულ ,,შავ სიასთან“, რადგან შავი სია უქმდება, ფიქრობენ კრედინინფოც აღარ არის საჭირო, თუმცა შავი სია არც არსებობს და არც უქმდება მაგრამ ნეგატიური რეპორტები ადამიანების შესახებ მაინც ინახება განსაზღვრული დროით“ - განაცხადა ლაშა ბარათურიამ

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?