Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7468
EUR
3.0943
RUR
0.0427
GBP
3.4753

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია. 2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა, ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა კი სწორედ არაპირდაპირი წესით მოხდება.

 

ახალი რედაქციის კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო სიახლე არის ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი აღარ იარსებებს და სახელმწიფოს მეთაურს ამომრჩევლის ნაცვლად, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

თავის მხრივ, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა 300 წევრით დაკომპლექტდება. საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

 

ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. კონსტიტუციით დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის არჩევა 6 წლის ვადით მოხდა, არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.

ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულება გახდა.

 

ახალამოქმედებულ კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

გახარია  პოლიციელებს თქმით იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

 

მისივე თქმით, ასეთი რეაგირება იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დეპუტატების, მათ შორის ნიკა მელიას "საქციელში" სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება.

 

"მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის - დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

 

ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე",- განაცზადა გახარიამ.

შსს გიორგი გახარია გურჯაანში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, სადაც ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. მინისტრის თქმით, პროვოკაციის მონაწილე ყველა პირი, ვის ბრალეულობასაც დაადგენს გამოძიება, პასუხს აგებს.

 

„რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, თუმცა, როგორც ჩანს, მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ ზოგიერთებს განზრახული თავისი გეგმა ჰქონდა, რა გეგმასაც მიყვნენ, ახლა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად, მშვიდად.

 

ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რის თმენაც მათ დღეს მოუწიათ და მინდა დავპირდე მათ, ხვალიდან, თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,“ - განაცხადა გახარიამ.

„სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა - ასე გამოემაურა შს მინისტრი,  სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც უწყებას მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეებისთვის გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდათ.

 

„სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ  დღეს ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა უზრუნველეყო მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება, აქციის ორგანიზატორებს კი მიმართა, რომ არ დაერღვიათ კანონმდებლობა.

 

 

 

საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას - აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა.

 

„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა.

დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი, იზრუნებს იმისათვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და აამაღლოს პოლიტიკური კულტურა.

 

„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემს პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, - ამის შესახებ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

 

მან მის სიტყვაში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და დეკმოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო. ერთი საუკუნის წინ პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს. უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატნალტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშნველოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისგენ, გამყადა სტაბილურობა.

 

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის პატივს სცემს ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში ხმა მას არ მისცეს.

 

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს, ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს, აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც არჩევნებში ხმა მომცა, მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა. დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა, ბრძოლით, გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

 

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. კიდევ ერთხელ ვდაგავრთ დიდი გამოწვევის წინაშე - აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენ მიერ განვლილი გზა ბრძოლებით, გამოწვევებით თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელწმიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერედა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა. მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

 

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, “ბატონის სასახლეში“ მიმდინარეობს.

 

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

 

პრეზიდენტი ამ წუთებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართავს.

„ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის მიუხედავად თელავის მიმართულებით წასვლას ცდილობს.

 

კობახიძის თქმით, ალტერნატიული გზით თელავში ჩასვლას დამატებით 20 წუთი სჭირდებოდა.

 

„ეს არის მარტივი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით მათი ხელწერა და მათი სტილი. პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით. ამას სჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის ნაცვლად მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს მანიფესტაციის გამართვის კონსტიტუციური უფლება. კობახიძე დაწრმუნებულია, რომ ნინო ლომჯარიამ არ იცოდა, რა დრო დასჭირდებოდა ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას.

 

„დარწმუნებული ვარ რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შსს-მ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული მარშრუტი. ალბათ, არ არის ქალბატონი ნინო ინფორმირებულ იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა ამ მარშრუტით თელავში ჩასვლას. ეს ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?