Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7798
EUR
3.1442
RUR
0.0441
GBP
3.522

ნუ დამტოვებთ მარტო, დამიდექით გვერდში, - ასე მიმართა აქციის მონაწილეებს ზაზა სარალიძის დედამ მარინა ბრეგაძემ. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.

 

"დღეს განმიახლდა პირველი დეკემბერი. ყველას გთხოვთ, დამიდექით გვერდში. იქნება თქვენი დახმარებით მივაღწიოთ სამართალს. ნუ დამტოვებთ მარტო",- განაცხადა მარინა ბრეგაძემ.

 

ზაზა სარალიძე დღეს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

მოქალაქეთა ჯგუფი თბილსში, პარლამენტის შენობასთან კარვით მივიდა. ისინი პარლამენტის შენობის წინ კარავგადაფარებული სხედან. როგორ აქცია-პერფორმანსის მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ამ აქციით მხარდაჭერას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ, რადგან ის სწორედ კარვის გამო დააკავეს.

 

მათივე თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ ვინაიდან კარავს ჯოხები არ აქვს, პრობლემას არ შეუქმნიან. მისივე თქმით, კარვის გაშლა არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რომელსაც არ უნდა ებრძოდნენ.

 

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

 

აქციას შეუერთდა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: სისტემა ყარს, FREE ZAZA, შემდეგი იქნები შენ და ა.შ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება როგორც ზაზა სარალიძესთან ერთად, ისე მის გარეშეც. მანვე საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

 

აქციას შეუერთდა გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: სისტემა ყარს, FREE ZAZA, შემდეგი იქნები შენ და ა.შ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება როგორც ზაზა სარალიძესთან ერთად, ისე მის გარეშეც. მანვე საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც „GLOBAL PRESS“ განცხადების ავტორებმა აცნობეს, ისინი ეხმაურებიან ზაზა სარალიძის დაკავებას და მიაჩნიათ, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

 

„ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.

 

იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა.

 

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე საქართველოს სს კოდექსის 3531-ე (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო მისი თანმხლები ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს. ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს, პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო.

 

ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ, როცა მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

 

შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

 

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტის წინ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მოუწოდებს საქართველოს მთავარმა პროკურატურას, დაუყოვენებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;

 

ასევე, მათივე განცხადებით, პროკურატურამ გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში.

 

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება.

 

„წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ეს გარემო, პირველ რიგში, შეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლები არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ცენტრი „ემპათია“, კავშირი საფარი, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

 

“მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”,-აღნიშნა ექიმმა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.

არასამთავრობო სექტორზე მიმდინარეობს თავდასხმა, ასევე, ჩემთან მიმართებაში პირადად - მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

 

„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მე მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც გამოგვიქვეყნებია აქამდე. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ რისი კითხვაც უნდათ“, - განაცხადა გიგაურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „მოუკრეფავში გადავიდა“.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი დაინტერესდა, თუ რას უპასუხებდა ბიძინა ივანიშვილი ეკა გიგაურის ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნაში ხელს უშლის.

 

„რამდენიმე NGO-ს აქვს პრეტენზია. ისინი არგუმენტების გარეშე დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, მერე თუ ხელისუფლება ამას უპასუხებს, ამას აფორმებენ, როგორც ზეწოლას სამოქალაქო სექტორზე. თუ მედიას, არგუმენტირებულად უპასუხებ, რასაც მე ვახერხებ, ამბობენ, რომ მედიაზე ვახდენ ზეწოლას. ასევე ხდება NGO-ების ნაწილში, რომელშიც ლიდერი გახლავთ ეკა გიგაური. ის უკეთებს კოორდინაციას, გააერთიანა „ეს შენ გეხება“ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მინიშნებებით, რომ კარგი იქნება ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, გამომიტანია მისი სიცრუეები, მაგრამ დღეს ვიქნები კარდინალური, ის ცდილობს ქვეყანა დააზიანოს არათუ შიგნით და გარეთ, არამედ გადავიდა „მოუკრეფავში“ რომ იტყვიან. ამბობს, რომ ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო. ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ახლა ეტყობა. ჟიჟილაშვილის წუხილი იყო კიდევ, უი, უი, რა გვეშველებაო. იქ გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ამაზე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ნახეთ რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია. ამის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ეკა გიგაურს სურს ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რომელიც მის მიმართ ისმის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის დედა მივიდა. მისი თქმით, ის აქციას უერთდება. როგორც მარინა ბეგაძემ აღნიშნა, ზაზა სარალიძის დაკავებით აქცია არ შეწყდება.

 

“ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”, - აღნიშნა მან.

 

ამასთან, მარინა ბეგაძის თქმით, ზაზა სარალიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

 

„ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი”, - აღნიშნა მან.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა.

 

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცავების მიერ სარალიძის დაკავება.

 

რა უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია.

 

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

 

„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“, - განაცხადა საბანაძემ.

 

შს მინისტრის მოადგილეს, დეტალებზე არ უსაუბრია.

 

მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

 

დაკავებული მამაკაცი 33 წლისაა.

გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობლები, აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობენ, რის გამოც პერიმეტრზე განლაგებულ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუვიდათ.

 

გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს. ამ ვერსიის მოტივად გარდაცვლილის ახლობლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს, მანამდე რამდენჯერმე დაათვალიერეს.

 

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპრეტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?