Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9718
EUR
3.3088
RUR
0.0465
GBP
3.8345

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 23 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 101 701 ლარის ფულადი შემოწირულება აქვს მიღებული. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.

 

რაც შეეხება სხვა შემოწირულებებს, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სოლიდური შემოწირულება - 50 ათასი ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან, ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული.

 

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვს მიღებული.

 

ზურაბიშვილის დამფინანსებლების სიაში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.

თბილისში წინასწარი დაკავების ახალი იზოლატორი აშენდება. როგორც ,,გლობალ პრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში მოხდება, რაზეც 4 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

 

უწყების ინფორმაციით, ავჭალის ქუჩაზე დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი დღეს გამოცხადდა. მშენებლობასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული და სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღეა. სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დასრულდება.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 255 555 ლარია. ამასთან, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 40 000 ლარია, ხოლო გარანტიის ოდენობა 42 556 ლარი. გარანტიის მოქმედების ვადა კი დაახლოებით 5 თვეა.

 

საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე 2 წელი, ბეტონის კონსტრუქციებზე 25 წელი, ხოლო, სახურავის ვარგისიანობაზე 7 წელია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი გაგა კირკიტაძის ნაცვლად ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მხარს უჭერს რუსეთის ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

 

“უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია“ – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობმა.

 

მისივე თქმით, საკითხს მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის საპატრიარქო გადაწყვეტენ. მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დომინოს პრინციპით გაგრძელდეს, რაც რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება და რუსეთს სწორედ ეს აწუხებს.

 

პატრიარქის ქორეპისკოპოსი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის განიხილავს საქართველოს ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები დღეს უკვე სახალხო დამცველს ხვდებიან. არხის წარმომადგენლები ომბუდსმენს ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. არხის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა გეგმავენ საქმის კურსში ჩააყენონ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

 

 

"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, შევხვდებით ყველას, ვისაც ხელეწიფება რომ აღმოგვიჩინოს შესაბამისი დახმარება,"- გაცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

 

დღის ბოლოს ტელეკომპანიის ოფისთან "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები შეიკრიბნენ და ხელისუფლება მათი უფლებების შელახვის გამო დაგმეს.

 

"მე ხელისუფლებას ვთხოვ რომ შეგვინარჩუნონ ჩვენის სამუშაო ადგილები,"-აცხადებს "ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი, ლიანა გეგეშიძე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს, მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, „აზერბაიჯანი მტკიცედ უარყოფს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ნაწილია“.

 

„აზერბაიჯანული მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. სომხეთი და განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანი სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ მოლაპარეაკებების პროცესის ჩაშლაზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მიმართა ეუთო-ს და მოუწოდა რეაგირება მოახდინონ სომხეთის სახიფათო გამონათქვამებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

 

„ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორიც არის საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანება. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და 2008 წლის 8 სექტემბრის ზომები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებზე წვდომით უზრუნველყოს. ევროკავშირი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით და სხვა უამრავი დარღვევებით, მათ შორის იმ უფლებების დარღვევით, რომელიც უკავშირდება გადაადგილების, ცხოვრების და საკუთრების ქონის თავისუფლებას, ასევე მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება შეთავაზებების პაკეტს “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხში ჩაერთონ. ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ცენტრალური საკითხია“, - ნათქვამია ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში

ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ტომას გრემინგერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ყურდღება გამახვილდება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე

საქართველოს პრეზიდენტი, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

 

„ვინც ამართლებს რუსულ აგრესიას, თავად არის აგრესორის მხარეს,"-   განაცხადა პრეზიდენტმა

 

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა.

 

„ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰყოლოდა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, მივაღწიე მიზანს, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა კანდიდატი და ამით შევქმენი ოპოზიციისთვის, თავად წარადგინონ კანდიდატი და უფრო მეტი თანაბარი გარემო ჩამოყალიბებულიყო მათთვის. გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, მათზეა დამოკიდებული. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ წავიდეს ბევრ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია. მან უნდა თქვას, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი რუსეთის აგრესიის გასამართლებლად. ვინც ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჩვენს მიწაზე, აგრესორისა და ისტორიის ბნელ მხარეზე დგას. ამის გარდა, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ჯარისკაცები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები მათ სამსახურს შეესაბამება, სადაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს მათ სამსახურს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს ქართული ოცნება უჭერს, ტოკ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.

 

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც ომი 1801 წლიდან დაიწყო.

 

"მე არაფერს ვამბობ და ვამტკიცებ. ეს რის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი არაფერი მცოდნია", - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მან დიპლომატია კარგად იცის.

 

"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე", - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

 

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა რამდენჯერმე ისევ გაუმეორეს, თუმცა ზურაბიშვილმა პასუხი არ გასცა.

 

"რაც ეხება ომს, ხვალ არის 7 აგვისტო, ზეგ არის 8, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან ბევრი საშუალება ამ თემაზე ვისაუბროთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

ქართულმა ოცნებამ 9 სექტემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. 11 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური კანდიდარია, მდიდარი ევროპული გამოცდილებით.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის შესულია კომისიაში და კომისიასთან ერთად განიხილავს.

 

"ვივარაუდოთ, რომ განხილვის პროცესშია და შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება".

 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო

ლიბიაში, ტრიპოლში, ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში (NOC) რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა.თავდასხმისას სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

დაღუპულთაგან ორი კორპორაციის თანამშრომელია, ორი კი - თავდამსხმელი.

ლიბიის მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთმა შეიარაღებულმა შენობაში შესვლიდან მალევე თავი აიფეთქა. ლიბიის შს მინისტრი, აბდულ სალამ აშური ამბობს, რომ თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანი აიყვანეს მძევლად.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, როგორ ცდილობენ მაშველები ზედა სართულებზე მყოფი ადამიანების ევაკუაციას.

ადამიანი, რომელმაც შენობიდან თავის დაღწევა შეძლო, ამბობს, რომ თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანს ესროლეს.

Democrat Herald-ი წერს, რომ შენობაში ექვსი ადამიანი შეიჭრა. Libyan News Agency-ს ინფორმაციით, 10 ადამიანია დაჭრილი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?