Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7664
EUR
3.0995
RUR
0.043
GBP
3.4682

მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება და მაჩალიკაშვილისთვის მხარდაჭერა იყო.

 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩამოშალოს.

 

"18 პარტიის წარმომადგენელს შევხვდი. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ხელმოწერები არა 100 000, არამედ უფრო მეტი შეგროვდება. თუ შექმნიან დროებით საგამოძიებო კომისიას, შექმნიან, თუ არადა სიტყვას გაძლევთ, რომ ვაიძულებთ მის შექმნას. გეგმების კომენტირებისგან, რაც აქ შევიმუშავეთ, თავს შევიკავებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მსურს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო. სწორედ თემირლანის საქმეა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.

 

მისი შეფასებით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება არასწორი, ხოლო მეუფე იაკობის განცხადება კი სამარცხვინოა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა საფრთხე, რომ ქართული ეკლესია რუსულს დაემსგავსოს, რომელიც ძალაუფლებისა და იდეოლოგიის მსახურია.

 

„ჩვენ დავინახეთ საპატრიარქოს ძალიან არასწორი განცხადება. ვხედავთ, რომ ბატონი ლევან ვასაძე და ბატონი ფალავანდიშვილი ეკლესიით სპეკულირებენ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ - მოძალადეები, ადამიანის შეურაცხმყოფელები, ადამიანის დამცინავები და ა.შ. მზად იყვნენ უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ამ კონტექსტში უაღრესად სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება. ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები. ეკლესია პირველ რიგში, არის ძალი უფლისა. ღვთის სიტყვის დამცველი მტერს სცემს პატივს. აი, ეს არის რასაც სახარება გვასწავლის. ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ - ძალადობა, გაუტანლობა - პირდაპირ რუსული ნარატივია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია რუსეთის ეკლესიას არ დაემსგავსოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების და იდეოლოგიის მსახურია. აი, ეს საფრთხე კარგად გამოჩნდა გუშინ",- განაცხადა უგულავამ.

სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე.

 

გიგი უგულავა ასევე გამოეხმაურა ლევან ვასაძის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, სადაც ის თანამოაზრეებს ხვალ შეკრებისკენ მოუწოდებს. უგულავას თქმით, ვასაძის მიერ გაჟღერებული მუქარების გამო, ის ახლა წესით წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს.

 

"სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ... არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს კატასტროფული ნიშანია. კონსტიტუციას არ სჭირდება "მაგრამ", კონსტიტუციას სჭირდება შესრულება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან.

 

დღეს რაც წავიკითხე ლევან ვასაძის განცხადებები, იმ მუქარის გამო, მისი ადგილი წინასწარ პატიმრობაშია. ეს ხელისუფლება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკისთვის 3 ადამიანს იჭერს და ადამიანს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, დამსახურებულ მოქალაქედ წარმოაჩენს. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა დაალპო ბიძინა ივანიშვილმა,"- განაცხადა უგულავამ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ლევან ვასაძის დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურებიან.

 

„ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებზე და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით. ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პრაიდის კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე ხვალ შეთანხმდებიან. "ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

 

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „თავისუფლების მოედანზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს.

 

როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან.

 

მისივე განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილემ აღნიშნული ბანერი ჩამოხია.

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, „თავისუფლების მოედანზე“ აქციას მართავს. პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეს.

მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმ ოთახში დროებით არიან დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

 

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, დაკავებული პირები სამართალდამრღვევები არ არიან.

 

„ესენი არიან ქართველი პატრიოტები, ვინც წესრიგს და ჩვენს ქალაქს ძალადობისგან იცავენ. უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. როცა სახელმწიფო არის ვალდებული, ძალით აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ცუდი საქმეები და ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში და ხალხმა თვითონ აღკვეთოს ეს უწესრიგობა. როცა მრავალშვილიან მამებს და ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ, რომელთაც წესრიგის დაცვა უნდათ, შენ უკვე მოძალადე სახელმწიფო ხარ და არა სამართალდამცველი“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

 

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

 

როგორც ჟურნალისტებს, ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა, ნანა ჯინჭარაძემ განუცხადა, ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია.

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.

 

ცნობისთვის, გუშინ, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მაქსიმუმი გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნებისიერი პირის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

 

"ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი მთავარი ფუნქცია რაც იყო, ორი ჯგუფის ერთმანეთისგან იზოლირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო, ვფიქრობ, ამისთვის მათ მაქსიმუმი გააკეთეს. მათ მოუწიათ ძალიან ბევრი პირის დაკავება კონტრაქციიდან. როგორც ვიცი, ათეულობით ადამიანი განარიდეს, ადამიანები, რომლებიც სამართალდარღვევას ჩადიოდნენ ან აგრესიულად იქცეოდნენ, ცდილობდნენ მაქსიმალურად განერიდებინათ. ზოგადად, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

კითხვაზე, მიეცა თუ არა ამ ჯგუფს გამოხატვის შესაძლებლობა, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა: "ვფიქრობ, პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული მათ დასაცავად".

 

"ეს არის, რაც მე გუშინ ვიხილე. ორგანიზატორებს კიდევ ექნებათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიცი, რომ კიდევ გეგმავენ შეხვედრებს. სახელმწიფოს გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, უმთავრესი ინტერესია, ნებისმიერი პირის ინტერესების დაცვა, მათ შორის, ორგანიზატორების დაცვა სადავო ვერ იქნება. დაზიანება არ მიიღონ და იყვნენ უსაფრთხოდ. შემდეგ უკვე პრიორიტეტი არის ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა. მნიშვნელოვნია, ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვხედავთ არსებობენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, ჩუგოშვილის თქმით, მათი პოზიცია გასაგებია, თუმცა კონსტიტუციური უფლებებიც დაცული უნდა იყოს.

 

"საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია. თუმცა, რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმაურება.

 

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით.

 

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა:

 

ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას; ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ; სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას;

 

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

დღეს დუშანბეში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე თანმიმდევრულად უარის თქმას, თუ ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებისგან არ მიიღებს „პოზიტიურ სიგნალებს“. ეს განცხადება მან სპარსეთის ყურეში ტანკერების ინციდენტებისა და აშშ-სთან ურთიერთობის მორიგი გართულების ფონზე გააკეთა, თუმცა ეს ინციდენტი ამჯერად არ უხსენებია. ის ტაჯიკეთის დედაქალაქში „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებების თათბირის“ სამიტზე იმყოფება.

 

„ირანს არ შეუძლია დაიცვას ეს ხელშეკრულება ცალმხრივად“, - დასძინა როუჰანიმ.

 

ირანის გარდა ორი ხელმომწერი სახელმწიფოს ლიდერი სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინიც ამ სამიტზე იმყოფებიან.

 

ირანმა მაისში უკვე თქვა უარი ზოგი ვალდებულების შესრულებაზე - კერძოდ, დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება - რადგან შარშან ნოემბერში ხელშეკრულებიდან გავიდა აშშ და ირანს სანქციები გაუმკაცრა. როუჰანის არ დაუზუსტებია რა „დადებით სიგნალებს“ ელოდება და რის შესრულებაზე აპირებს უარის თქმას.

 

თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დაიცავს შეთანხმებას და ამისკენ მოუწოდა დანარჩენ ხელმომწერ სახელმწიფოებსაც (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი).

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. მან, ასევე დასძინა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.

 

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა თავისი დაპირისპირებებიც, რაც სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე აქვს. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ, - ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

 

როგორც ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.

 

ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა.

 

„თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

 

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?