Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8895
EUR
3.2045
RUR
0.0466
GBP
3.7748

ტროპიკულმა შტორმაფლორენსმაამერიკაში 7 ადამიანი იმსხვერპლა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შტორმის შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროს დაატყდა თავს, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი ბავშვია. ერთი ადამიანი კი დაშავდა.

 

930 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხრეთ კაროლინის ტერიტორიაზე შტორმმა წყალდიდობები გამოიწვია. სტიქიას ეროვნული გვარდიის ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი წყლის ტრანსპორტით, ვერტმფრენებითა და კატერებით ებრძვიან.

 

პარასკევსფლორენსისსიჩქარე ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა, რომლის სიჩქარეც საათში 110 კილომეტრს შეადგენს.

15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა. როგორცგლობალ პრესსგარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

 

რუსეთი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ეწევა, - ამის შესახებ ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

 

ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო- წევრები არ არიან, რუსეთის მიერ გაჩაღებულ შიდა კონფლიქტებთან უწევთ გამკლავება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

მისივე თქმით, დღეს ეს ქვეყნები საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცდილობენ, ვინაიდან რუსეთმა მათი ტერიტორიების ნაწილი მიითვისა ან იქ კონფლიქტები გააჩაღა. მაგალითისთვის მერკელმა უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

 

განცხადებები აშშ- მიერ საქართველოში ხალხზე ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ აბსურდულია, - ამის შესახებრია ნოვოსტისაშშ- თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა განაცხადა.

 

 

ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, აბსოლუტურად აბსურდულია. ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის. ეს საერთოდ აშშ- ობიექტი არაა“, - განაცხადა პაჰონმა.

 

 

მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეკუთვნის და იმართება საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

 

 

ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეების ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვა, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით ადამიანებისა და ცხოველების ჯანდაცვის მხარდაჭერა, საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და კვლევების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა პაჰონმა.

 

 

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)“ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების _ ანტიდემპინგური კანონის მიღება დღემდე ვერ მოხდა.

 

რა არის ანტიდემპინგური კანონი? _ ანტიდემპინგური კანონი არეგულირებს ბაზარზე დემპინგს და სუბსიდიების გამოყენების პირობებს; კანონით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები. დემპინგის მიხედვით, ექსპორტიორ კომპანიას არ აქვს უფლება, ქვეყანაში შევიდეს ადგილობრივი პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლები ფასით;

 

სფეროს ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ კანონის წინააღმდეგ გამოდიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დემპინგური და სუბსიდირებული ფასით შემოაქვთ პროდუქცია, ხელისუფლება კი რატომღაც, მათ ანგარიშს უწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტი ერთმანეთს ადანაშაულებენ კანონის მიღების გაჭიანურებაში. ეკონომიკის სამინისტროდან პასუხის ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად, გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად როდის მიიღებენ კანონს.

 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი გადაგზავნილია პარლამენტში; თავის მხრივ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, სამინისტროსგან აღნიშნული კანონპროექტი ჯერ არ მიუღიათ. საუბარია მხოლოდ ძველ კანონპროექტზე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტიდან გადმოვიდა და რომლის მიზანშეწონილობა საეჭვოა.

 

იმის გასარკვევად, თუ სად “დაიკარგა“ ევროპული ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტიდემპინგური კანონპროექტი, “გლობალპრესი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას ესაუბრა.

 

კახა გოგოლაშვილის განმარტებით, კანონის მიღება ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, გარდა ამისა, ეს იცავს ადგილობრივ ბაზარს.

 

,,ანტიდემპინგური კანონის მიღება ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც ავიღეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ანტიდემპინგი სახელმწიფოს მიერ გახორციელებული ქმედებაა, რათა შეაჩეროს ქვეყნის ბაზარზე ნეგატიური ზეგავლენა, რომელსაც იწვევს უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ხელოვნურად შემცირებული ფასებით შემოტანილი და ქვეყნის ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

 

დაბალი ფასი, გულისხმობს არა საკუთრივ დაბალ ფასს, არამედ ფასს, რომელიც დაბალია პროდუქტის თვითღირებულებაზე, ტრანსპორტირებასა და ბაზარზე განთავსებაზე. როცა ბიზნესს დახარჯული აქვს მეტი, ვიდრე მას ამ პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლია ამოიღოს, ასეთ ქმედებას, ძირითადად, ორი მიზეზი აქვს:

 

1. ზოგიერთი დიდი კომპანია ცდილობს, დემპინგური ფასით შემოვიდეს და პრაქტიკულად, მოშალოს ბაზარი, გაანადგუროს კონკურენტები და ასე დაიმკვიდროს ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყებს ფასის აწევას და გავა მოგებაზე; 2. შეიძლება იყოს სუბსიდირებული პროდუქცია. ზოგიერთი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში სუბსიდიებს წარმოებისთვის.

 

საექსპორტო სუბსიდიები აკრძალულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, მაგრამ ხშირად ისე ხდება სუბსიდიების გამოყენება, რომ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საექსპორტო ფასზე. ამ შემთხვევაშიც აქვს დემპინგს ადგილი. დემპინგი ისეთი უარყოფითი მოვლენაა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ, პრაქტიკულად, შლის ბაზარს _ ძლიერ აზიანებს ბიზნეს სექტორს, შესაბამისად _ მომხმარებელს. როცა კონკურენცია ქრება ბაზრიდან, ბაზარი მონოპოლიური ხდება, ფასები მაღლა იწევს, ხარისხი კი _ დაბლა.

 

ეს ყველაფერი უფრო შორეულ პერსპექტივაში ხდება; საწყის ეტაპზე კი, შეიძლება მომხმარებელს აწყობდეს კიდეც დაბალ ფასებში შემოსული პროდუქტი, ვერ იგრძნოს რაიმე ზიანი ამის გამო, მაგრამ შემდგომ, ეს ზიანი ქვეყნის ეკონომიკაზე, მომხმარებელზე აისახება.

 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ევროკავშირის ყველა შეთანხმებაში, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, მუხლი ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების შესახებ, აუცილებლად ფიგურირებს.

 

ქვეყანამ, ცხადია, უნდა დაიცვას საკუთარი მეწარმე, საკუთარი ბაზარი მოშლისგან, მაგრამ თუ განსაზღვრული არაა ზემოთ ჩამოთვლილი ზომების ერთობლიობა, მათი გამოყენების წესები, ადგილი და მიზეზები, მაშინ ანტიდემპინგურმა ზომებმა შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს უდანაშაულო კომპანიებს, რომლებიც დემპინგს არ ახორციელებენ; სახელმწიფომ შეიძლება ამითი წაახალისოს კიდეც არასამართლიანი კონკურენცია.

 

დემპინგის საწინააღმდეგო საკომპენსაციო ზომებთან დაკავშირებული სახელმწიფო გადაწყვეტილება უნდა იყოს რეგულირებული, უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი, რომ ეს წესები ასე მოქმედებს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ვაჭრობას ხელს არ შეუშლის, იმის შიში, რისკები, რომ ქვეყანამ შეიძლება დააჯარიმოს, თუ კი იგი დაბალი ფასებით შევიდა ბაზარზე. ეს დაბალი ფასი შეიძლება იყოს, უბრალოდ, კომერციულად გამართლებული ფასიც _ ინოვაციის ან სხვა რაიმე გამოყენებული ინსტრუმენტის და მეთოდის ხარჯზე, შესაძლოა, მოახერხა კომპანიამ ფასის დაწევა თავის პროდუქციაზე. ასეთი სახის პროდუქტსაც შეეშინდება ბაზარზე შესვლა დაბალი ფასით, იმიტომ, რომ არ დადონ ბრალი დემპინგში. ამიტომ არის საჭირო, სწორად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგია და წესები, გამჭვირვალე და ცნობილი ყველასთვის. სწორედ ამიტომ ითხოვს ევროკავშირი კანონის მიღებას.

 

ჩვენს სახელმწიფოში ეს კანონი არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ, როცა კანონმდებლობა არ არის, არსებობს ორი შესაძლებლობა, სახელმწიფოს შეუძლია საერთოდ იგნორირება მოახდინოს, არ გამოიყენოს არანაირი სანქციები დემპინგის სააწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ არ აქვს კანონმდებლობა. მისთვის ეს პრიორიტეტი არ არი _ რადგან კანონმდებლობა არ შეუქმნია, არც თვლის პრიორიტეტად სახელმწიფო ამ საკითხს, ბაზარზე დაუშვას ნებისმიერი სახის პროდუქტი ნებისმიერ ფასად. ეს არის ერთი შემთხვევა, რის გამოც, შეიძლება არ ჰქონდეს კანონმდებლობა და მეორე შემთხვევა არის, როდესაც სახელმწიფო ბოროტად იყენებს ანტიდემპინგურ ზომებს, ანუ კანონმდებლობას შესაძლებლობა არ აქვს, ან არ არის საკმარისად დამუშავებული. აქედან გამომდინარე, არ გაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ღრმად ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები, შესაბამისად, ეს კანონები და ზომები კი შესაძლოა გაბნეული იყოს სხვადასხვა კანონში ირიბად, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, მოქმედი ზომები გამოიყენოს და მიაყენოს ზიანი კომპანიებს. ვთქვათ, კომპანიებს რომელსაც არ დაურღვევიათ საერთაშორისოდ აღიარებული დემპინგის წესები, ან შეიძლება დაურღვევიათ, მაგრამ მიიღონ არა თანაზომადი სასჯელი, ძალიან დიდი კომპენსაცია ან ჩამოართვან საქონელი მთლიანად და ძალიან დიდი ზარალი განიცადოს და ა.შ. ყველა შესაძლებლობა არსებობს, როდესაც სივრცე არ არის რეგულირებული. მაშინ იმ აქტორის, რომელსაც მეტი ძალაუფლება გააჩნიათ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ყოველთვის უფრო ძლიერია ვიდრე კერძო ბიზნესი და კერძო კომპანია. ძლიერ აქტორს შეუძია განახორციელოს არასამართლიანი ზომები და არათანაზომადი ღონისძიებები დარღვევების მიმართ. ამიტომ რა თქმა უნდა, სახელმწიფოში აუცილებელია ანტიდემპინგური კანონმდებლობის ქონა, რადგან როცა კანონმდებლობა არ გაქვს, მთლიანად ბაზარზე ხდება უფრო არასტაბილური.

 

დებატები რამდენიმე წელია გრძელდება, თუმცა, კანონის მიღება ვერ მოხერხდა. რატომ? 

 

იყო დრო, როდესაც მთლიანად ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიმართ იყო მთავრობაში სკეპტიკური დამოკიდებულება და ბიზნესისთვის ზედმეტ ბარიერად მიაჩნდათ; ამბობდნენ, რომ იგი დააზარალებდა ჩვენს ბაზარს, მომხმარებელს, ბიუროკრატია გამდიდრების მიზნით გამოიყენებდა; ხელს შეუწყობდა ფავორიტიზმს _ ზოგს ხელს შეუწყობდნენ და ზოგის დასაჩაგრად გამოიყენებდნენ. ასეთი მიდგომებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში არავინ მუშაობდა ამ კანონის მიღებაზე.

 

დღეს თუ მუშაობენ ამ კანონის მიღებაზე? 

 

ახლა, რამდენადაც ვიცი, დაწყებულია _ პარლამენტშიც შეტანილია ანტიდემპინგური კანონი, ოღონდ მიღებული ისევ არ არის. რაა ამის მიზეზი, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია _ ეს ვალდებულება ჩვენ აღებული გვაქვს. 

 

თუ ამ კანონმდებლობას არ მივიღებთ და ვალდებულებას არ შევასრულებთ, მაშინ რა მოხდება? 

 

შეიძლება პასუხი არავინ მოგვთხოვოს, თუ რატომ არ გაქვთ ანტიდემპინგური კანონმდებლობა, მაგრამ როგორც კი რაიმე ზომას გამოვიყენებთ დემპინგის შემთხვევაში, მაშინვე დადგება საკითხი _ რატომ?! კანონი თუ არ გვაქვს, ჩვენს ბაზარზე შემოსულ კომპანიებს არც ექნებათ მოლოდინი, რომ დემპინგური მოქმედების გამო დაჯარიმდებიან.

 

კანონში, რომელიც უნდა მივიღოთ, უნდა განისაზღვროს რა არის და როგორ დგინდება დემპინგი; რა ზომები უნდა გატარდეს მის აღსაკვეთად; როგორი იქნება ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობა; როგორ მოხდება ზიანის კომპენსირება; უნდა ჩაიწეროს კონსულტაციების ვალდებულება იმ სახელმწიფოებთან, საიდანაც, სავარაუდოდ, დემპინგს აქვს ადგილი; გაიწეროს დავის გადაწყვეტის მექანიზმები. მთელი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სანდო.

 

ასეთი კანონის მიიღება რატომ გახდა პრობლემური, არ ვიცი. რამდენიმე მოსაზრება არსებობს: შეიძლება კომპანიებს ლობირებენ, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ ან აპირებენ დემპინგური ფასებით, ან დროდადრო იყენებენ დემპინგს; შეიძლება, უბრალოდ, ვერ მოაბეს თავი; შეიძლება მთავრობაში და პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ კანონმდებლობის დეტალებზე. არადა, არაა რთული, რადგან არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა; თანაც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ძალიან კარგად განსაზღვრავს ანტიდემპინგური და საკომპესაციო ზომების შესახებ შეთანხმებას, კარგადაა განსაზღვრული როგორ უნდა იყოს კანონი, როგორ უნდა მოქმედებდეს ზომები და ა.შ. ამის გარდა, დემპინგის დადგენა არ უნდა წარმოადგენდეს დიდ სირთულეს სახელმწიფოსთვის.

 

როგორც ვიცით, ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი წინააღმდეგია ამ კანონის მიღების...

 

რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან კომპანიები, რომლებიც იმპორტს ეწევიან, რადგან ბიზნესის ამ ნაწილს ეშინია ზეგავლენა არ მოახდინოს მათ იმპორტზე, მაგრამ აქ კომუნიკაციის ნაკლებობაც არის. კანონს სანამ მიიღებ, უნდა იყოს ახსნილი, რას გულისხმობს და როდის მოქმედებს, ასევე, ისიც უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა ასოცირების შეთანხმებით და უნდა მივიღოთ.

 

თუ გვინდა, ჩვენთან ცივილიზირებული წესები დავნერგოთ საერთაშორისო ვაჭრობის, მაშინ უნდა მივიღოთ. ყველას აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რატომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს?! დღეს არ არის შემთხვევები, მაგრამ ხომ შეიძლება, ხვალ, ასეთ შემთხვევა მოხდეს, როცა გახსნილი გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის, ჩინეთთან და ა.შ. უზარმაზარი ქვეყნებია და შეუძლიათ სუბსიდირება თავისი ექსპორტის და განიზრახონ საქართველოში რაღაც ბაზრის დაპყრობა. შემოვლენ 1-2 წლით, დააგდებენ ფასებს, იმისთვის რომ შემდეგ 10-15 წელი მონოპოლია ჰქონდეთ ბაზარზე. ასეთ შემთხვევებისთვის, უნდა იყოს კანონი. თუ კანონი არ გაქვს, მაშინ მოქმედება გასაჩივრებულია და ვერანაირ საკომპენსაციო ზომებს ვერ მოსთხოვ მოწინააღმდეგეს. ეს იგივეა, არ გინდოდეს, მაგალითად, საომარი ფორტიფიკაციების აღმოფხვრა ქვეყანაში, ქვეყნის დასაცავად. ამას ხომ არ იყენებ ვიღაცის საწინააღმდეგოდ, ყოველ შემთხვევისთვის, აკეთებ ანუ საზღვართან ახლოს ტრანშეებს თხრი, ძოტებს აშენებ იმისათვის, რომ ომის შემთხვევაში დაიცვა თავი. ასეთი შემთხვევებისგან თავდასაცავად კანონია საჭირო.

 

ამ კანონის მიღების შემთხვევაში პრობლემა ხომ არ შეგვექმნება მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც მსხვილი იმპორტიორები არიან ჩვენს ქვეყანაში?

 

აღნიშნული მოსაზრება არსებობს, მაგრამ კანონი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო ანტიდემპინგური ზომები. ჯერ ერთი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამას გამოიყენებ, მეორე _ რატომ უნდა შეგვიქმნას პრობლემა, როცა თურქეთს აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, შენ არაფერს იღებ ისეთს, რომელიც დისკრიმინაციას უწევს. ანტიდემპინგური კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი, რომ იყოს ქვეყნებში. თუ შენ მიიღებ ისეთ კანონს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ ვერავინ, ვერცერთი მეზობელი ქვეყანა ამასთან დაკავშირებით პრეტენზიას ვერ გამოთქვამს, რადგან აბსოლუტურად საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოქმედებ. სწორედ, კანონის უქონლობა უნდა უქმნიდეს პრობლემას ქვეყანას მეზობლებთან. მაგალითად, თუ თურქეთს შემოაქვს დემპინგური საქონელი, ის კონკურენციაში შედის უკრაინულ და ყაზახურ საქონელთან შენს ბაზარზე, მაშინ უკრაინული და ყაზახური ბაზრები აღმოჩნდებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ანუ შენ. ანტიდემპინგურ კანონმდებლობა არამარტო შენს საკუთარ მეწარმეს, ასევე შენ კონკურენტ სახელმწიფოსგან შემოტანილ საქონელსაც დისკრიმინაციისგან იცავს და ამიტომ ყველასათვის მომგებიანია.

 

ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ ჯერ ერთ-ერთი დონორის მხარდაჭერით, ზემოქმედების ზეგავლენით შეფასებას აკეთებენ:

 

სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები გამოვკითხეთ, გვჭირდება თუ არა ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავით, დავიწყოთ თუ არა ამ კანონმდებლობაზე მუშაობა. პოზიციის ჩამოყალიბება ცალსახად ჭირს, რადგან ეს არაა კანონი, რომელსაც ერთი ხელის მოსმით მიიღებ.

 

რა თქმა უნდა, მიზანი კარგია _ ქვეყანა დაიცვა დემპინგური ფასით შემოსული პროდუქციისგან და აქ კითხვაც არაა საჭირო, მაგრამ თუ დეტალურად განიხილავ, დაინახავ რამდენი ფინანსური, კვალიფიციური რესურსი სჭირდება დემპინგის დადასტურებას და კანონის აღსრულებას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ანტიდემპინგური კანონი თავისი შინაარსით მაინც ამკრძალავად აღიქმება; არასამართლიანად გამოაცხადო, პრობლემა შეუქმნა ვინმეს, მერე კი შესაძლოა დაამტკიცოს, რომ დემპინგს არ ჰქონია ადგილი... თანაც, როდესაც თავისუფალი ბაზარი გაქვს მთავარ პლატფორმად და ყველაფერს აკეთებ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის სტატუსი ჰქონდეს ქვეყანას _ ამ კუთხიდან თუ შეხედავ, მაინც, გარკვეულწილად, ამკრძალავ ღონისძიებად აღიქმება. ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

 

სწორედ კომიტეტში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებს ელაპარაკება. მიზნობრივ ჯგუფებთან ლაპარაკი კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვეკითხებით სხვადასხვა ადამიანებს, ხედავენ თუ არა ანტიდემპინგური ზომების მიღების აუცილებლობას; არის თუ არა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ამ საფრთხის წინაშე და ასე შემდეგ.

 

ეს პროცესი მალე დასრულდება, თან მთავრობაშიც იცვლებოდა ამასთან დაკავშირებით პოზიცია; მაგალითად, მგონი წინა მინისტრი მიიჩნევდა, რომ არ იყო ამის აუცილებლობა; მისი წასვლის შემდეგ გაჟღერდა, რომ უნდა გვემუშავა ამაზე... თუ მთავრობა წარმოადგენს თავისი ინიციატივით, ვიმსჯელებთ; თუ ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს აუცილებელია, მაშინ, შესაძლებელია, ჩვენს საკუთარ ინიციატივაზეც ვიფიქროთ.

 

კითხვაზე, მიიღო თუ არა ეკონომიკის სამინისტროსგან პარლამენტმა კანონპროექტი განსახილველად, რომან კაკულია გვპასუხობს: _ ადრე იყო ძველი დედანი, რომელიც ჩვენ გადმოგვყვა წინა პარლამენტიდან, მაგრამ შემდგომ დადგა საკითხი მიზანშეწონილების არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ვერავინ შეისწავლა. აქ ორი საკითხი დგას სასწორზე: ერთი მხრივ, თეორიულად დაცვა შენი მეწარმეების, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია; მეორე მხრივ, მისი აღსრულებისთვის აუცილებელი უნარები, სახსრები, ინსტიტუცია, რომ რეალურად დაიდოს შედეგები; ასევე, მისი ხასიათი, რომელიც, შესაძლებელია, ნეგატიურად მოქმედებდეს პოტენციურ ინვესტორებზე.

 

ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა და მათი თქმით, ამის გარეშე აღნიშნული კანონის მიღება არ უნდა მოხდეს, რადგან კანონი არსებულ რეალობაზე უნდა იყოს მორგებული. 

 

გამოგზავნე ვინც ეგ თქვა, სიამოვნებით მოვუსმენ. თუ გადავწყვიტავთ, რომ ამას კანონპროექტის სახე მიეცეს _ მიეცემა. ჩვენ, კანონპროექტების განხილვისას ძალიან ფართო განხილვები გვაქვს და არაფერს ვიღებთ ხოლმე ფართო განხილვის გარეშე. ეს კიდევ ცალკე ეტაპი იქნება, სანამ კანონის მიღებამდე მივალთ, თუ ამ გზაზე წავედით. ეს ღიად კეთდება, რათა გადავწყვიტოთ, საერთოდ ამის საჭიროება არსებობს თუ არა.

 

ეს ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა და შესაძლებელია არ მივიღოთ? 

 

ეს არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. ეს, უბრალოდ, რეკომენდაციაა. ჯერ შესწავლას ვაწარმოებთ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ _ რა იქნება მიღების ან უარის არგუმენტები; აი, ამ არგუმენტებს მოვაგროვებთ, სასწორზე დავდებთ და რომელიც გადაწონის, იმ გზით წავალთ.

ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ალიანსში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარების საკითხში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამოსვლისას განაცხადა.

 

„საქართველო იღწვის პროგრესისთვის. ჩვენ ამას მივესალმებით. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას იმ ზომით, თუ როგორ მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ნატოს წევრობისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ივლისში ნატოს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.მანვე საქართველოს წვლილის შესახებ ისაუბრა ნატოს ოპერაციებსა და სწავლებაში.

 

„საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

 

„ევქარისტიული ერთობა ეკლესიებს შორის არ წყდება. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ უკრძალავს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს ჩაატარონ ერთობლივი ღვთისმსახურება“, - განუმარტა „რია ნოვოსტის“ პატრიარქ კირილის პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრ ვოლკოვმა.

 

მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ლიტურგიის დროს აღარ მოიხსენიებს, ანუ მთავარ საეკლესიო ღვთისმსახურებისას, მასზე ლოცვას შეწყვეტს.

 

საპატრიარქო ლიტურგიის დროს ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებს რამდენიმეჯერ მოიხსენიებენ. საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 15 საეკლესიო მეთაურს შორის, პირველ ადგილზე იხსენიება.

ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

 

ამასთან, “სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

 

ასევე, ცვლილებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.

14 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ ფინალში ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილს ვაზარით სძლია.


შარშან ამ ტურნირზე მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი - ოქრო. 



გოგონათა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალში ფრანგ სარა ლეონისთან დამარცხდა. 



მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს სძლია. 



ხვალ ტურნირზე ლაშა ბექაური (90 კგ), ონისე სანებლიძეზაურ კენჭაძე (ორივე 100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იჭიდავებენ.



შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ჯაბა პაპინაშვილმა (60) და

ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ აიღო გეზი ნატო-სთან დაახლოებაზე. მისივე თქმით, ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ „უკრაინის განვითარების რუსული ვექტორი საბოლოოდ დავიწყებულია“.

 

„ეს არა მხოლოდ განზრახვაა კიდევ ერთხელ ხელი დავუქნიოთ მოსკოვს, არამედ ასევე მესიჯია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. უკრაინამ უკვე დაამარცხა რუსეთი, ვინაიდან დასავლურ კურსს ადგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

 

აღსანიშნავია, რომ პოროშენკომ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი შეიტანა. გარდა ამისა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 30 სექტემბრამდე მოსკოვს ოფიციალურად შეატყობინებს რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ/შემოსაზღვრულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები. აღნიშნული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სტანდარტებს მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს. მათი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებთან იქნება შესაბამისობაში.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამდე, მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან, რისთვისაც კომპეტენტური ორგანო წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს გასცემს, ხოლო საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან საქონელს, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, საგადასახადო ორგანოები დააკავებენ.

 

ექსპორტის/იმპორტის წესს მთავრობა დადგენილებით დაამტკიცებს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ასე ეხმაურება პრემიერი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

 

„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია “იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

 

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » იანვარი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?