Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

ერთი იცოდეს ყველამ, არავის ეპატიება გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას.

 

„ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი საქმეები. გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ თქვენი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მე არაერთხელ მითქვამს, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს და უჭირს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენ თანამშრომლებსაც დავეხმარებით ვისაც უჭირთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის გზის ავლით და ქრთამის აღებით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის ძალიან პრინციპულები ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა, - ამის შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ენდობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ამიტომაც უცხოელი ჯარისკაცები მოიწვიეს. ამბობდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება ინტერვენციის საბაბი არისო და თვითონ კი უცხოელ ჯარისკაცებს პატიჟებენ“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ვენესუელელ სამხედროებს, რომ ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ.

 

„სამხედროებო, კიდევ აპირებთ ნიკოლას მადუროს დაცვას, რომელიც არ ზრუნავს თქვენზე და არ გენდობათ?“ - მიმართა მან სამხედროებს.

 

შეგახსენებთ, აქამდე გამოცემა El Comercio-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 23 მარტს ორი რუსული თვითმფრინავი Ан-124 და Ил-62 სამხედროებითა და 35 ტონა ტვირთით მაიკეტიას აეროპორტში დაეშვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო სიაში ჩასმას ეწინააღმდეგებოდა.

 

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

 

„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კილაძე იმასაც ამბობს, რომ ახლა ეკა ბესელია აქტუალური არ არის და აქტუალურია ის, თუ რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს ხელისუფლება და მსჯელობა სწორედ ამ საკითხებზე უნდა იყოს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა დარჩება მძღოლს.

 

„ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც ასევე უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, თეთრი ფერის მანათობელი იქნება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „აითიჯი ჯორჯია“, რომელიც ყველასთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს.

 

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა.

 

"თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ",- განაცხადა ქობულიამ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ვერ დაძლია აშშ-ს პრეზიდენტის მიერ კონგრესის რეზოლუციისთვის დადებული ვეტო, რომლითაც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უქმდებოდა.

 

წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ვერ მოიპოვეს ხმათა 2/3, რომელიც საჭიროა ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევის ინიციატივას მხარი დაუჭირა 248 კანონმდებელმა, წინააღმდეგ კი 181 წავიდა.

 

კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, ხმათა 2/3 სჭირდება. ვინაიდან წარმომადგენელთა პალატამ ვერ შეძლო ვეტოს დაძლევა, შესაბამისი პროცედურა სენატში უკვე აზრს კარგავს.

 

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა, ამის შესახებ „გლობალპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას.

 

„ვფიქრობ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ასევე არის ასახული NATO-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. ეს თემა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველო-ნატოს ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ცალკე საქართველოზე იქნება მსჯელობა ზუსტად შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს თემა არის საქართველო-NATO-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შავი ზღვა არის მოქცეული თავად NATO-ს მთავარ აქცენტებში და ფოკუსში, საქართველო როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და პარტნიორი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. მინისტრის შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-საქართველოს წვრთნები, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, ისევე როგორც NATO-სთან დაკავშირებული აქტივობები, გააზრებული იქნას NATO-ს მოახლებული საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში.

 

„წვრთნები, რომელიც პირველად ჩატარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეგიდით არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მსგავსი სახის წვრთნები საქართველოში NATO-ს ეგიდით არ ჩატარებულა. აღნიშნული ვიზიტი, ისევე როგორც ამ დღეების განმალობაში მთლიანად NATO-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იქნას აღქმული ნატოს მოახლოებული მინისტერიალის ფარგლებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი დატვირთული დღის წესრიგი NATO-სთან არის ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტული ადგილი სწორედ ნატოსთან ინტეგრაციას უჭირავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მივდივართ, რა გზით მივდივართ, რა თანმიმდევრობით მივდივართ და ყველა ეს ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, ერთ დღე-ღამეში არ ხდება მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებების დაგეგმვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს კარი საქართველოსთვის ისევ ღიაა, თუმცა ალიანსში შესასვლელი გზა დემოკრატიულ არჩევნებზე და ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე გადის. ნატო-ს გენერალური მდივანი ეუთო-ს შეფასებაზე დაყრდნობით ღიად ამბობს, რომ ქვეყნის ალიანსთან დაახლოების პერსპექტივა, სწორედ საარჩევნო მიმართულებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეა დამოკიდებული. "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ალიანსის ლიდერს არ დაუმალავს, რომ მთავრობა მშვიდობიანად ხალხის ნების შესაბამისად უნდა შეიცვალოს და ამ პროცესში ოპოზიციის სრულყოფილ ჩართულობაზე საუბრობს.

 

,,ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს. არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთო-ს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები ვინაიდან საჭიროა ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადოს. მთავრობის შეცვლა ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ის არის, რომ ხალხი წყვეტს ვინ იქნება მთავრობაში. ხალხს ასევე აქვს უფლება მთავრობა შეცვალოს. მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნატო ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები. ეს რა თქმა უნდა მთავრობის პასუხისმგებლობაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს აუცილებელი რეფორმების გატარებაში,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

 

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს 400 მლნ დოლარით აფინანსებს, მთავრობასთან რვაპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით აქვს მოლაპარაკებები. პროექტის ინვესტორები, კერძოდ EBRD, ADB, AIIB და OPIC მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ.

 

როგორც ,,გლობალპრეს" „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუმარტეს, ინვესტორებს მთავრობასთან შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

 

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული, სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მეორე ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

 

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი, სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

 

3. მთავრობამ გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში, რამდენადაც თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს, შესაბამისად ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი.

 

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი. აქ საუბარი არის უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე, მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანმხებიან.

 

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები - სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, ბანკების მხრიდან საუბარი არის მათ შეკვეცაზე.

 

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში.

 

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება - ამჟამად საინვესტიციო ხელშეკრულებით ძალიან ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართოვდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

 

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 სესხი სახელმწიფომ დაფაროს - კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

 

მთავრობამ 8 -პუნქტიანი მოთხოვნა თავდაპირველად გასული წლის 21 დეკემბერს მიიღო, თუმცა ეს მოთხოვნები გარკვეულწილად შეიცვალა. ინვესტორმა ბანკებმა მარტის დასაწყისში მთავრობას, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, „ცოტა შეცვლილილი და კომპრომისული“ პირობები გაუგზავნეს, რამდენადაც ისინი აღარ ითხოვენ ტვირთბრუნვის გარანტიას მთავრობისგან და მხოლოდ ფინანსური სახის ვალდებულებებზეა საუბარი.

 

სწორედ ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნას უწოდა ყველაზე მძიმე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას და აღნიშნა, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში დასრულდება.

 

როგორც “თიბისი ჯგფის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა , აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და მან იმედი გამოთქვა, რომ საერთო ენა გამოინახება.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს მომავალი ნატოში არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დემოკრატიის ხარისხია.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ მოგვიწოდა ეუთო-ს დასკვნების პრაქტიკაში გადმოტანა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.

 

„დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის წინაშე ეს არის დემოკრატია და არჩევნები, შემდეგი ნატო-ს სამიტი, რომელიც ჩატარდება ლონდონში, იქნება სიმბოლური და იქ არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ამის შემდეგი სამიტი მას შემდეგ ჩატარდება, რაც საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ამიტომ დღეს მთავარი გზავნილი ნატო-ს გენერალური მდივნისგან იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, რომ ამის გარეშე საქართველოს მომავალი ნატო-ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი", -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?