Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.657
EUR
3.0128
RUR
0.0406
GBP
3.4714

ვენესუელაში ამერიკელი დიპლომატებისა და დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს დაშინებას და მათთან მიმართებაში ძალადობას სათანადო საპასუხო ზომები მოყვება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

 

„ამერიკელ დიპლომატებთან, ვენესუელას დემოკრატიულ ლიდერთან ხუან გუაიდოსთან ან პარლამენტის წევრებთან მიმართებაში ნებისმიერი ძალადობა და დაშინება კანონის უზენაესობაზე უხეშ ხელყოფას წარმოადგენს და სათანადო საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

 

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეს არ დაუკონკრეტებია თუ რა ზომებზეა საუბარი.

 

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა: აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა და საქართველომ.

 

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არ სცნო კარაკასის აღნიშნული გადაწყვეტილება და განაგრძო თავისი საელჩოს ფუნქციონირება.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მისაღებად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო ვარიანტია.

 

ამის შესახებ გამოცემა The Washington Post თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ კვირას თავის თანაშემწეებს შეატყობინა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო ვარიანტია ამ მომენტისთვის. მისივე ინფორმაციით, უახლოეს კვირებში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გავლენას მოახდენს კონგრესზე, რათა მათ 2019 წლის ბიუჯეტში ჩართონ საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების პუნქტი.

 

წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლის იურიდიული სამსახურის აპარატმა უკვე მოამზადა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროექტი.

 

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ში ე.წ.შათდაუნი, ანუ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება 35 დღე გრძელდებოდა. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე „დემოკრატებთან“ კონსენსუსს ვერ მიაღწევს, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კვარტალური ხელფასი 100 000 აშშ დოლარი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის კვლევის ეროვნულ ინსტიტუტს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ძმა ფრედ ტრამპი 1981 წელს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

 

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს ის თავის წლიურ ხელფასს 400.000 აშშ დოლარს სხვადასხვა უწყებებს გადაცემს.

თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოწოდებებით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს ეხმარება გარე საფრთხეებთან ადაპტირება მოახდინოს. ამის შესახებ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„ის, რასაც ტრამპი აკეთებს, ალიანსს ეხმარება ადაპტირება მოახდინოს, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც აგრესიული რუსეთი ძალას იყენებს მეზობლების წინააღმდეგ. ამიტომაც ნატომ ადაპტირება უნდა მოახდინოს ამ საფრთხეებთან, მათ შორის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებით და სამხედრო ხარჯების გაზრდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და უფრო ხშირი წვრთნების ჩატარება „მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის“.

 

„შემდეგი წლის ბოლოსთვის ნატო-ს ყველა წევრი დამატებით 100 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს თავდაცვაზე. ჩვენ ვხედავთ რეალურ ფულს და შედეგებს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებებს შედეგი მოაქვს“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ აქვს, ჯერ ჩინჩალაძე-მურუსიძე სახლში უნდა წავიდეს ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

 

"ის შეხვედრა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მგონია, აბსოლუტურად ფორმალური პროცესია. ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვუთხრათ, როგორც ხელისუფლებას, ისე სასამართლოს კლანს, რომ კრიტერიუმებზე საუბარი არის თვალში ნაცრის შეყრა. ამ საბჭოს გინდა კრიტერიუმი დაუწერე, გინდა სულ არ დაუწერო, საბოლოო ჯამში, ისინი ისევ ისეთ გადაწყვეტილებად მიიღებენ, როგორიც მიიღეს ერთი თვის წინ.

 

ჩინჩალაძე  - უზენაესი სასამართლოდან, მურუსიძე  - სააპელაციოდან უნდა წავიდნენ სახლში. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლებას და კლანს გავაგებინოთ მთავარი მოთხოვნა, იუსტიციის საბჭოს ის 11 წევრი, რომელმაც სიას დაუჭირა მხარი დაიშალოს და ახლიდან შეიქმნას. ამის შემდეგ ექნება აზრი კრიტერიუმებზე საუბარს. ერთი რამ ცხადია, მურუსიძე და ჩინჩალაძე უნდა წავიდნენ!" -  განაცხადა მენაბდემ.

უფლებმადამცველი ირაკლი კაკაბაძე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით სასტუმრო „რედისონში“ შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა, რას განიხილავენ პარლამენტარები და მოსამართლეები, ასევე, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურს თავადაც დააფიქსიროს მოსაზრება სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სასტუმროში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რათა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამე ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება აქციას, ტერიტორია დატოვა რამდენიმე ორგანიზაციამ, თუმცა რიგი უფლებადამცველი ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი ტერიტორიაზე კვლავ რჩება.

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

 

პარლამენტს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება.

 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

განხილვის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა დაეთმო დისციპლინური წარმოების საკითხების განხილვას და დოკუმენტის შემუშავება სრული კონსესუსით მოხერხდა. მისივე თქმით, დარჩა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ დევნის საფუძვლებსა და სხვა საკითხებს- ეს უკვე სრულადაა ასახული კანონპროექტში.

 

„ჩვენ სრული კონსესუსით მოვახერხეთ იმ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი დღეს თქვენს წინაშე. უკვე კანონპროექტის სახე მიიღო ამ დოკუმენტმა, რომელიც შეეხება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეებთან მიმართებით. არის გარკვეული საკითხები დარჩენილი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, საქმე ეხება პროცესს ამ შემთხვევაში, იყო დამატებითი შენიშვნები წარმოდგენილი კონკრეტული მონაწილეების მხრიდან. რაც შეეხება თვითონ დისციპლინური დევნის საფუძვლებს და სხვა საკითხებს, ეს საკითხები არის სრულად ასახული ამ კანონპროექტში, შესაბამისად, თქვენის ნებართვით, ჩვენ უკვე დავაინიცირებთ ამ დოკუმენტს ოფიციალურად პარლამენტში, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა ბატონ გიორგი ჩხეიძეს - ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, დამატებითი მსჯელობა არის საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ნაწილი, დისციპლინური წარმოების, რჩება ღია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კანონპროექტი არის შემუშავებული და ეს კანონპროექტი იქნება დაინიცირებული პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, სხვა მიდგომაც იყოს გამოყენებული და კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდეს, რაც აღნიშნულ ნორმებზე პოზიციები შეჯერდება.

 

„შეგვიძლია, წავიდეთ სხვა მიდგომით, არ დავაინიციროთ საერთოდ კანონპროექტი, დაველოდოთ ამ ნორმებზეც პოზიციების შეჯერებას და ამის შემდეგ დავაინიციროთ ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გვქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა, სასტუმროში, სადაც საინიციატიო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, შეძახილებით გააცილეს.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში წლებია არსებობს კითხვები. მათი თქმით, პარლამენტში არჩეული ადმიანების მხრიდან მსგავსი საქციელი სამარცხვინოა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, ხოლო „ნაცმოძროაბის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას აქციის მონაწილეებმა სამარცხვინო უწოდეს, ვინაიდან მათი შეფასებით, ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემურად დაიწყო სასამართლო ხელისუფლების ნგრევა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომის მოთხოვნით, სასტუმრო „რედისონის“ წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ იმ 11 წევრის გადადგომას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ ე.წ. სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს იმის განცდა, რომ ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი და ობიექტური. აქციის მონაწილეთა შეფასებით, სწორედ ეს ადამიანები აზიანებენ სასამართლო ხელისუფლებას, რაც აისახება თითოეულ ქართველ მოქალაქეზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

საინტერესოა, რატომ ესწრება შეხვედრას რიგითი მოსამართლე ლევან მურუსიძე და რატომ არ ესწრება სხვა რიგითი მოსამართლეები, რომლებიც არ იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობებს,  - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.

 

"სამუშაო შეხვედრა არ არის პირველი, თუმცა, უზენაესი სასამართლოს თემაზე პირველად ვხდებით. 2017 - 2018 წლრბის განმავლობაში, დაახლოებით, 10 შეხვდრა გაიმართა, რომელიც იყო უშედეგო. ამ შეხვედრებში ძალიან დიდი დრო დაიხარჯა, მათ შორის, ადამიანური რესურსიც. ვეცდები, გავარკვიო თანამშრომლობის ფორმატი, რატომ ესწრება ამ შეხვდრას ლევან მურუსიძე, რომელიც რეალურად არის რიგითი მოსამართლე და რატომ არ ესწრებიან სხვა რიგითი მოსამართლეები, რომელთაც არ უკავიათ ადმინისტრაციული და სხვა ტიპის თანამდებობები. ამიტომ ფორმატი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, თუ შესაძლებლობა იქნება, რომ შედგეს თანამშრომლობა, გავაგრძელებთ ჯგუგში მუშაობას",  - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.

საპენსიო რეფორმის ჩვენი მოდელი ეყრდნობა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი თქმით, ხშირად აღნიშნული რეფორმის კონტექსტში, არასწორად მოჰყავთ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები, სადაც რეფორმის სულ სხვა მოდელია შერჩეული.

 

„პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები არასწორად ჟღერდება, რადგან კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არ აქვს წარუმატებელი მაგალითები. პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევაში, მოქმედებდა სულ სხვა ტიპის საპენსიო სისტემა. ეს იყო არა დაგროვებითი, არამედ ე.წ. სოციალური, სოლიდარული სისტემა, რომელმაც ვერ გაუძლო დემოგრაფიულ გამოწვევებს. პოლონეთსა და უნგრეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე, იზრდება პენსიაზე გასულ მოქალაქეთა რაოდენობა. პოლონეთსა და უნგრეთში დანერგილმა სისტემამ ვერ გაუძლო ამ გამოწვევას. ჩვენ მიერ არჩეული დაგროვებითი საპენსიო მოდელით, ეს რისკი არ არსებობს. ჩვენი საპენსიო მოდელი არის მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნება აგროვებს თანხას დ ა თავის დანაზოგს ინაწილებს პენსიაზე გასვლის შემდგომ პერიოდზე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითების შედარება არის მცდარი. პოლონეთში პრობელმა შეექმნა ე.წ. პირველ სვეტს, ჩვენი რეფორმა კი ეხება ე.წ. მეორე სვეტს. ჩვენ ვთვლით, რომ იმ პრობლემებისგან, რომელიც იყო ამ ორ ქვეყანაში, საქართველოში დაწყებული საპენსიო მოდელი სრულად, შეიძლება ითქვას, 100 პროცენტით თავისუფალია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში, რკინის მომპოვებელ საბადოში რეზერვუარის ჩამონგრევა მსხვერპლით დასრულდა.

 

მინას-ჟერაისის გუბერნატორის, რომიუ ზემას განცხადებით, ამ მომენტისათვის გარდაცვლილია 9 ადამიანი, 400-მდე კი დაკარგულად ითვლება. დაზიანებულია ახლომდებარე სახლები. აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

 

 

 

საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ „მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებულია რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონის შექმნა და არსებულის გაფართოება.

 

„როგორც იცით, თბილისის მერია მოიძიებს შესაბამის ადგილებს ახალი მწვანე სივრცეების შესაქმნელად ქალაქის ცენტრალურ უბნებში, და დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. მიგვაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში უნდა მოხდეს ღრმა კულტურული გარდატეხა გარემოს დაცვის კუთხით. საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. საზოგადოებას დროულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც ჰაერის მდგომარეობის, ისე მისი დაცვის გზებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გადასალახად, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე შექმნა ატმოსფერული ჰაერის ინფორმირების პორტალი, რომელიც როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალებაა. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი გარემო, უფრო სუფთა ჰაერი და მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?