Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მობინადრე მაგოტის სახეობის მაიმუნების მოფერება ოფიციალურად აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

 

გიბრალტარის მაგოტები ევროპაში მაიმუნების ერთადერთი ველური პოპულაციაა.

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს.

 

ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

 

Nissan-ის დირექტორი მაკოტო უტიდა აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შეისწავლა ვითარება და ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

კომპანია პოზიციებს შეინარჩუნებს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი იმასთან დაკავშირებით, უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, კონდიცირების აკრძალვა არათუ შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს, არამედ - შესაძლოა, საფრთხე გაზარდოს კიდეც.

 

„ეს გადაწყვეტილება შესაბამისი უწყებების მისაღებია, თუმცა, ჩემი აზრით, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები და პრობლემები:

 

1. ვირუსის გადაცემის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. სხვა ასეთი ტიპის ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში კოვიდთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს რისკი ძალიან დაბალია.

 

2. მთელ მსოფლიოში უამრაცი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

3. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის (ყოველ შემთხვევაში, არ იძებნება).

 

4. კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას - ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორე მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

 

5. აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

 

6. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე, გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს.

 

7. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და ასეც უნდა მოვიქცეთ. კონდიცირებულ შენობებში ხშირად გავაღოთ ფანჯარა/კარი, რაც გარედაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს და შენობაც გრილი იქნება კონდიცირების გამო.

 

8. აშშ-ის გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ (ASHRAE), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით, გააკეთა განცხადება, რომ კოვიდთან დაკავშირებით უარი არ უნდა ვთქვათ კონდიცირების გამოყენებაზე: „ზოგადად, გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გამორთვა არ არის რეკომენდებული ღონისძიება ვირუსის გადაცემის შესამცირებლად („In general, disabling of heating, ventilating, and air-conditioning systems is not a recommended measure to reduce the transmission of the virus“).

 

9. თუ ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ კონდიცირებულ ოთახებში ვირუსის კონცენტრირება მოხდება, რადგან ფანჯრები ამ დროს დაკეტილია, ხოლო კონდიცირების დროს ჰაერის ცვლა უმეტეს სისტემებში ძალიან მინიმალურად ხდება, ზამთარში ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში უკვე ვიყავით, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეებში იყვნენ. ამიტომ, ამ მხრივ, დიდად არაფერი იცვლება.

 

10. კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიიცავდნენ ადამიანები, ეს დიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას სტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

 

11. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

 

ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული“ - წერს მაია ბუწაშვილი.

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა.

 

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

 

ქვეყანაში პირველი ინფიცირებული 4 მარტს აღწერეს.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით კი, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ 138 პირი იმყოფება. დე ფაქტო სანიტარული სამსახურის მონაცემებით, ცხინვალში მთლიანობაში კორონავირუსის 39 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 31 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს.

 

Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს. 

 

კითხვაზე არის თუ არა ვაქცინა წარმატებული, Sinovac-ის მკვლევარმა ლუო ბაიშანმა უპასუხა, - „დიახ, დიახ. 99%-ით ვარ ამაში დარწმუნებული“, - აღნიშნა მან.

 

კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობაა, რაც ვაქცინის ტესტირებას ეპიდემიურ ვითარებაში ართულებს.

7 თვის წინ ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე საფრანგეთში 12 ადამიანი დააკავეს, კიდევ ერთს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

 

ფრანგული პოლიციის ცნობით, პარიზსა და მის შემოგარენში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია 26 მაისს ჩატარდა. გამოძიება დაკავებულებს ადამიანებით ვაჭრობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ადანაშაულებს. სავარაუდოდ, დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და მრავალი თვის განმავლობაში მათ ჯგუფს ვიეტნამიდან ევროპაში ათობით არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა. 

 

დაკავებულთა მოქალაქეობა ამ ეტაპზე არ სახელდება. AFP-ის ცნობით, ამავე საქმეზე ერთი ადამიანი დაკავებულია ბელგიაში და ერთი - გერმანიაში.

 

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა.

 

გამოძიებას აწარმოებს როგორც ბრიტანული ასევე ვიეტნამური მხარე. ვიეტნამში სამართალდამცველებმა 10 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში კი 3 ადამიანი დააკავეს.

ინდოეთის მთავრობამ პაკისტანელ მეთევზის კუთვნილი მტრედი გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც სამხედროებმა დაადგინეს, რომ ფრინველი ჯაშუში არ არის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მტრედი 28 მაისს გაათავისუფლეს, რადგან საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მთავრობაში არ აკონკრეტებენ სად გაუშვეს ფრინველი და დაუბრუნდა თუ არა ის მფლობელს.

 

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

 

მტრედის პატრონმა ფრინველის გათავისუფლების თხოვნით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა. Cessna Caravan-ი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 9 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ვაშინგტონის შტატში პირველი ფრენა 30 წუთი გრძელდებოდა და თვითმფრინავმა 183 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

 

ელექტროთვითმფრინავი magniX-მა შექმნა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის კომერციულ სფეროს მოიცავენ.

 

ამავე პერიოდისთვის ვარაუდობენ, რომ ელექტროთვითმფრინავის საფრენ მანძილს 161 კილომეტრამდე გაზრდიან.

ჩიკაგოს მერმა, ლორი ლაითფუტმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Chicago Sun Times-ი ავრცელებს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რა თამაშს თამაშობს ჩვენი პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს ყველასათვის ნათელია. მას სურს, შეცდომები ადგილობრივ დემოკრატ ლიდერებს მიაწეროს, რათა თავის ამომრჩევლებს ასიამოვნოს. მისი მიზანი პოლარიზების გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების დესტაბილიზაცია და რასიზმის საფუძველზე დაპირისპირების წაქეზებაა. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. მინდა შევნიღბო ის, რაც ტრამპს უნდა ვუთხრა. ეს არის ორი სიტყვა: პირველი f-ზე იწყება, ხოლო მეორე არის you“, - განაცხადა ჩიკაგოს მერმა.

 

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

 

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს.

 

97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიეტნამი საშუალოშემოსავლიან ქვეყნად ითვლება, მისი ჯანდაცვის სისტემა კი მეზობელი ქვეყნების სისტემებს ჩამოუვარდება. ყოველ 10 ათას ადამიანზე ქვეყანაში მხოლოდ 8 ექიმი მოდის, მაშინ როდესაც სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია.

 

სამკვირიანი კარანტინის შემდეგ ვიეტნამმა აპრილში სოციალური დისტანცირების წესები მოხსნა. ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა ქვეყანაში ბოლოს 40 დღის წინ დაფიქსირდა. საწარმოები და სკოლები გაიხსნა, ცხოვრება კი ნორმალურ რიტმს უბრუნდება.

 

სკეპტიკოსები ვიეტნამის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან, თუმცა ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემები სრულად შეესაბამება რეალობას.

 

„ყოველდღე დავდივარ საავადმყოფოებში და ვიცი, რომ გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა“, - აცხადებს პროფესორი გაი თვეიტესი, რომელიც ჰოშიმინის ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების განყოფილებაში მუშაობს.

 

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ვიეტნამის წარმატება მთავრობის დროულმა ზომებმა, კონტაქტების გამოვლენის ტაქტიკამ და მოსახლეობასთან ეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა. ვიეტნამმა ეპიდემიისთვის მზადება ჯერ კიდევ პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყო, როდესაც ჩინეთი და ჯანმო აცხადებდნენ, რომ ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის „შემთხვევები არ დაფიქსირებულა“.

 

იანვრის დასაწყისში ჰანოის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებოდა და სურდოს მქონე მგზავრების განცალკევება ხდებოდა. პირველი 2 შემთხვევა ვიეტნამში 23 იანვარს დაფიქსირდა, 24 იანვარს კი ქვეყანამ უხანიდან ყველა რეისი აკრძალა.

 

1-ელ თებერვალს ვიეტნამმა ეპიდემია გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. თებერვალში ვიეტნამში შესვლა სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მოქალაქეებს აეკრძალა, მარტში კი ქვეყნის საზღვრები ყველა უცხოელისთვის ჩაიკეტა.

 

ამის შედეგად სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მარტის ბოლოს ​კი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. 1-ლი მაისის მონაცემებით, კარანტინში საერთო ჯამში 70 ათასი ადამიანი მოათავსეს, კიდევ 140 ათასმა კი იზოლაციის პერიოდი სახლში ან სასტუმროში გაატარა.

კომპანია Microsoft-მა ბრიტანეთში სააგენტო PA Mediа-ს 27 ჟურნალისტს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რომლებიც პორტალ MSN-ზე ახალ ამბებს აქვეყნებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებს რობოტიზირებული ალგორითმები ჩაანაცვლებენ, რომლებიც დამოუკიდებლად აირჩევენ ახალ ამბებს და მათ რედაქტირებას შეძლებენ. MSN-ს ორიგინალური კონტენტი არ აქვს, მათი ახალი ამბები სხვადასხვა გამოცემის ტექსტებისგან შედგება, რომლებსაც პორტალის ფორმატის მიხედვით არედაქტირებენ.

 

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?