Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8781
EUR
3.2002
RUR
0.0469
GBP
3.7556

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებენ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან,- ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დღეს გამოქვეყნებულ მონიტორინგის მეორე ანგარიშში.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსამართლეების დანიშვნის საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესი გაიმართა პოლიტიკური კრიზისის დროს, ოპოზიციის ბოიკოტისა და გადავადების ფართოდ გავრცელებული მოთხოვნის ფონზე. ანგარიშის თანახმად, პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე პოლიტიკური გარემოს მიუხედავად ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, განცხადებულ მიზანთან დაკავშირებით, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელიც მოიპოვებდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გააძლიერებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი.

 

"ჩვენ გვთხოვეს, განგვეხორციელებინა საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დამოუკიდებელი შეფასება ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კრიტიკულ პერიოდში. ჩვენ განვსაზღვრეთ რიგი ხარვეზებისა, რომლებზეც ვიმედოვნებ გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან ახლო მომავალში. ჩვენი რეკომენდაციებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და გარდა ამისა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სისტემასთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას კოლეგიალურ გარემოსა და დიალოგის რეჟიმში”, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირმა.

 

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურების წარდგენის პროცესის და დანიშვნის პროცესის შესახებ პირველ ანგარიშის დასრულების შემდეგ, ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული 20 კანდიდატის გასაუბრებას, კომიტეტის ხმის მიცემისა და საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესს. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ასპექტისა, მათი საბოლოო შეფასებით, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

დადებით მხარედ შეიძლება აღინიშნოს, რომ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში ზოგადად იყო ღია და გამჭვირვალე, რაც იძლეოდა კანდიდატებისა და ზოგადად პროცესის საჯარო შესწავლის საშუალებას. პარლამენტმა ასევე მოიწვია პროცესში მონაწილე ძირითადი ორგანიზაციები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს გასაუბრების ხარისხსა და ღიაობას.

 

თუმცა, ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში და რომ პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდგომი პარლამენტის წევრები იყენებდნენ გასაუბრებებს, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას და ინტერვიუებით ვერ მოხდა ბევრი კანდიდატის შესაბამისობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ჩაწყნარება.

 

ODIHR-მა დაიწყო ზემოხსენებული პროცესის მონიტორინგი საქართველოს ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე. ყველა დამკვირვებელი მკაცრად ემორჩილებოდა მიუკერძოებლობის პრინციპს. აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო მათი ჩაურევლობა თავად პროცესში. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა დაიწყო 2019 წლის ივნისში და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 49 და იურიდიულ კომიტეტის წინაშე 20 კანდიდატის ინტერვიუებზე დაკვირვებას. ისინი ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის საბოლოო კენჭისყრის სესიას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.

 

ამასთან, მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

 

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.

 

აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

 

მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“, განსახილველი საკითხი პირველი იყო.

 

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა. საქართველოს მთავრობის შეფასებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

„სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ვარ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასოდეს ექნება“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მის მიმართვას BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადეს. პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკან დახევა გადაწყვიტა, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგია.

 

მან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების ნარჩენებიდან გასვლისკენ მოუწოდა. „ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა ტრამპმა.

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურ მონაწილეობას სთხოვს.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა.

 

ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.

 

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.

 

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ირანი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთის ლაინერის მწარმოებელი კომპანია Boeing-ისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადემ გააკეთა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას გადასცემს ირანი შავ ყუთს ანალიზისთვის.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ირანის ქალაქ ქერმანში დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლული გენერალი ყასემ სულეიმანი დაკრძალეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ISNA წერს.

 

დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებდნენ.

 

სულეიმანი 7 იანვარს უნდა დაეკრძალათ, თუმცა ცერემონია გადაიდო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მსვლელობისას ჭყლეტა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 56 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

 

8 იანვარს, გამთენიისას ირანმა გენერლის მკვლელობის საპასუხოდ ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

ირანელი გენერალი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. 5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

 

ლაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ.

 

წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები უკვე მივიდნენ. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა.

 

„რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში“, - წერს ტრამპი.

 

მან აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. განცხადება, ასევე, გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, ირანს ესკალაცია არ სურს.

 

„ირანმა მიიღო და აღასრულა პროპორციული ზომები თავდაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და დარტყმა მიიტანა ბაზაზე, საიდანაც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანმა.

 

ერაყში ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, რომელიც ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარეობს, ათამდე ბალოსტიკური რაკეტით თბილისის დროით 02:30 სთ-ზე განახორციელა თავდასხმა.

 

ზარალის და მსხვრეპლის შესახებ, პენტანგონს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

ირანმა,ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას ,,როიტერსი" ავრცელებს. სააგენტო აშშ-თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს საჰაერო ბაზებზე ათამდე ბალისტიკური რაკეტამ დაარტყა, სამიზნე კი ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ და ,,ირბილი" იყო.

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიების ინფორმაციით ,,ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით განახორციელეს ბაზებზე დარტყმა.

 

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონი ზარალის და მსხვრეპლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. თეთრი სახლის სპიკერის ჯონათან ჰოფმანის განცხადებით, პრეზიდენტმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო.

 

,,ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ერაყში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ. პრეზიდენტი აკვირდება მიმდინარე მდგომარეობას და კონსულტაციებს უწევს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს", - განაცხადა სპიკერმა.

 

მისივე თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული აშშ-ის პერსონალის, პარტნიორების და მოკავშირეების დასაცავად. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზარალის შეფასების მიზნით, შესაბამისი სამუშაობი ხორციელდება.

 

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Guardian-ი წერს.

 

შემთხვევა გენერლის მშობლიურ ქალაქ ქერმანში სამგლოვიარო მსვლელობის დაწყების შემდეგ მოხდა. თეირანში სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო.

 

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ირანის პარლამენტმა პენტაგონისა და აშშ-ის არმიის ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

პარლამენტის გადაწყვეტილება ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას უკავშირდება. სხდომა დღეს დილით გაიმართა. შეთავაზებას 206-მა დეპუტატმა ხელი უკვე მოაწერა.

 

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერლის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 10 000-მდე აქლემს დახოცავენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ცხოველები ტყის ხანძრის პირობებში ძალიან ბევრ წყალს სვამენ და აგრეთვე მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნიან.

 

გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების დეპარტამენტის განცხადებით, აქლემების მართვის ტრადიციული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა.

 

მიწის მფლობელები აქლემებს გასაყიდად იშინაურებდნენ, თუმცა როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ხანძრის პირობებში ცხოველების მართვა შეუძლებელი გახდა.

 

გავრცელებული ცნობით, აქლემები ინფრასტრუქტურას აზიანებენ და ცდილობენ წყალი მოიპოვონ, რის გამოც მოსახლეობაში ქაოსს ქმნიან.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » იანვარი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?