Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1172
EUR
3.4626
RUR
0.0448
GBP
3.8613

ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორზე არსებული სიტუაციის გავლენის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0-5%-ის ფარგლებში იქნება და შესაძლოა, მიმდინარე წელი ბანკებმა ზარალით დაასრულონ, თუმცა ფინანსური გამოწვევას საქართველოს საფინანსო სექტორი მომზადებული შეხვდა.

 

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი, პანდემიასთან ერთად ხაზს უსვამს ნავთობის ფასების კლების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

 

„კვლავ რჩება გაურკვევლობა პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და ჩვენც თავისუფალი ვერ ვიქნებით ამ კონტექსტიდან. პანდემიის გარდა კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, არის ნავთობის ფასის შემცირება. ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, რადგან ერთ შემთხვევაში მცირდება იმპორტის მოცულობა, რადგანაც ფასები კლებულობს, ამავედროს არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციები და გადმორიცხვები იმ ქვეყნებიდან, სადაც ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე შემცირდება ამ პერიოდში და ამასაც გავლენა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ. გამოვედით ერთი შოკიდან, რომელიც შარშან რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვას მოყვა და შემდეგაა უკვე ორმაგი შოკი, რომელიც პანდემიით და ნავთობის ფასების კლებით გამოიხატება,“-განმარტა გვენეტაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, შემცირებულია ახლადგაცემული სესხების რაოდენობა და იკლო დაფარვებმაც, რაც გადავადებებმაც განაპირობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განიხილავს და პროცესში ეროვნული ბანკიც ჩართულია.

 

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში მთავრობის გადასაწყვეტია კონკრეტულად რომელ ჯგუფებზე და რა ფორმით იქნება დახმარება შეთავაზებული.

 

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის და გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას.

 

„ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ბინებზე ხელმისაწვდომობას, იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ასევე ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. ის აღადგენს საკრედიტო აქტივობას ამ მიმართულებით, ცხადია გარკვეულ დონემდე და არა ისე როგორც ადრე იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის გავრცელდეს მხოლოდ ლარის სესხებზე, რადგანაც ეს ლარიზაციას წაახალისებს და სავალუტო რისკებს შეამცირებს. ეს ინიციატივა უახლოეს პერიოდში გაცხადდება,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

 

მისივე თქმით, ფაქტია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და ფასები შემცირდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს და მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც.

 

„იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

 

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება როგორც მეტროს ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულში.

 

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროს სადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

პოპულარული გამოცემა Lonely Planet საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას სტატიას უძღვნის.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

გამოცემა საქართველოში მომუშავე ტურისტულ კომპანიებს გაესაუბრა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

 

„ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში. გრიგოლ ფაღავა, Budget Georgia– ს მეპატრონე ამბობს, რომ ”ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე“, - განაცხადა გრიგოლ ფაღავამ“, - წერს გამოცემა.

 

Lonely Planet-ი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის სწრაფმა ჩაკეტვამ დიდწილად განაპირობა შედარებით დადებითი სტატისტიკა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას გაესაუბრა.

 

„ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დაასახელებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანასა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყნის აშკარა წარმატების საფუძველზე. „მანამდე მსოფლი იცნობდა საქართველოს, როგორც მასპინძლობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას, ახლა კი გაიცნობენ, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ“, - წერია სტატიაში.

 

„ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში დიდხანს არიან მოწყვეტილი ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი თოვლის ქარიშხლების გამო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის განახლებისთვის უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა აიკრძალოს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ახალი დავალებაა, რომ შეიძლება საჭირო გახდეს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაივსოს.

 

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

 

მისივე თქმით, ამ პროცესს მერია ზედამხედველობასა და კონტროლს გაუწევს.

 

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს, მიკროავტობუსებში, ასევე უნდა გააფრთხილოთ ჩვენი ავტობუსების მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები დილიდან განაახლებენ მუშაობას.

 

„მგზავრებს კი მოუწევთ პირბადეების გამოყენება, რაც არის მგზავრობისთვის განსაზღვრული აუცილებელი პირობა. როგორც ხედავთ, სპეციალისტების რეკომედაციით, გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ტაქსით გადაადგილების დროს, მგზავრთა რაოდენობა კვლავ სამს არ უნდა აღემატებოდეს. მძღოლის ჩათვლით, ავტომანქანაში უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი“, - აღნიშნა კალაძემ.

 

ქალაქის მერი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ ჰქონდეთ,

 

„ყოველი მგზავრობის დროს გამოიყენონ ნიღაბი და სადეზინფექციო ხსნარი. აქვე, მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რათა დაინფიცირების საფრთხე მაქსიმალურად შევამციროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსი არსად წასულა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა 1-ლი ივნისიდან აღდგება. რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას:

 

1.  მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება;

 

2.  მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ისარგებლონ

 

3.  ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში უნდა იყოს გახსნილი ფანჯრები, კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია;

 

4.  კვლავ აკრძალულია ტაქსით მგზავრობა პირბადის გარეშე. ამასთან, ერთ მანქანაში 2 მგზავრზე მეტი არ დაიშვება;

 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებს:

 

„პირველი: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს იმას, რომ საკარანტინო ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება. მეორე: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ ჩვენთვის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომლებზეც აქტიურად მუშაობას საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს და ეს ჩვენი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგია“, - განაცხადა გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი..

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი ძალზე მცირეა და რისკები არის შემცირებული. თუმცა, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის რჩება ჩვენთან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება.

 

საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი..

1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

 

8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

 

„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, - განაცხადა გახარიამ.

პირველი ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, 8 ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამისნისტროს შესაბამისი შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?