Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.4363
EUR
4.1187
RUR
0.0454
GBP
4.738

მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების 22:00 საათამდე მუშაობის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მანამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში მოქმედებდა.

 

თუმცა დღეიდან, ღამის 10-დან დილის 6 საათამდე რესტორნები და კვების ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება.

 

გადაწყვეტილება მთავრობამ იმით ახსნა, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, თუ წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ დიდი რაოდენობა. მთავრობა აცხადებს, რომ არანაირი სახის ე.წ. ლოკდაუნს არ გეგმავს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ხვალიდან, 5 ნოემბერიდან, თბილისში ბაღები მთლიანად დაიხურება. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს.

 

"ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება, დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას", - თქვა კახი კალაძემ.

 

მისი განცხადებით, კვების საკითხი კვლავ უზრუნველყოფილი იქნება და მშობლებს საშუალება ექნებათ ბაღებიდან საკვები რაციონი სახლში წაიღონ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.

 

ადამ კინზინგერმა ილინოისის შტატის მე-16 ოლქში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, დანი ბჟოზოვსკი დაამარცხა. ადამ კინზინგერმა ამომრჩეველთა ხმების 65%-ი მიიღო.

 

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 192, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 108 ხმა აქვს.

 

FoxNews-ის მონაცემებით, ბაიდენმა უკვე მიიღო კოლეგიის წევრთა 207 ხმა, ტრამპმა კი- 148.

 

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 192, მოქმედ პრეზიდენტს კი 114 ხმა აქვს. პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმებით ჯოზეფ ბაიდენს დონალდ ტრამპი უსწრებს, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა ხმებით უსწრებდა, თუმცა კოლეგიის ხმების

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში 2, აჭარაში 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლი - 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 1; ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170 გარდაიცვალა 381 პაციენტი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის 2295ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 381 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმშია 3004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

წყალტუბოში შემაჯამებელი ოქმების შესწორება ოპოზიციის გარეშე ხდებოდა - დაპირისპირება საოლქო კომისიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარეს პრეტენზიით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ოქმებში შესწორება ოპოზიციის გარეშე იმიტომ ხდებოდა, რომ ოპოზიციიდან პროცესზე დასწრების სურვილი არავინ გამოთქვა.

 

"მოხდა შეცდომა" - კახა ნიჟარაძის ამ ფრაზამ ნანუკა ჟორჟოლიანის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა, საიდან გაჩნდა ოლქის ამომრჩეველთა სიაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე იმაზე 6.000-ით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ცესკოს მიერ იყო რეგისტრირებული.

 

"იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ჩვენს წარმომადგენელს დაურეკეს, არავის დაურეკავს ჩემი წარმომადგენლისთვის, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ზუსტად იმდენი ამომრჩეველი და ხმა დაიმატეს, რამდენიც სჭირდებოდათ, "- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

შეგახსენებთ, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წყალტუბოსა და ხონის 22-ე ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

 

"ოცნება", გივი ჭიჭინაძე - 52.7%

 

ენმ-ძალა ერთობაშია - ნანუკა ჟორჟოლიანი 29.01%

 

ევროპული საქართველო - აკაკი ბობოხიძე 9.76%.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტეტსტო აქცია დაიწყო.

 

აქციაზე გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც დღეს დაიწყო, არ შეწყდება მანამ, სანამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

 

,,მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა მე, ჩემს პარტიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ დავპირდით ამ ხალხს, რომ აუცილებად ვიცხოვრებდით თავისუფალ ქვეყანაში, რადგან არჩევნებით შევცვლიდით ამ ხელისუფლებას და ახლა ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ თავისუფლება წაგვართვა. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენ დავთანხმდებით იმას, რასაც ისინი გვთავაზობენ, ეს ბრძოლა არ შეწყდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს დემოკრატიული და სამართლიანი ცესკოს პირობებში, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ აქცია პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დააანონსა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების უმრავლესობის შეფასებით, არ ასახავს რეალობას.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საარჩევნო დღეს Facebook-პოსტით ეხმიანება და მას "ოცნების" სიხარბეს უწოდებს.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.

 

"როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად", - წერს კვირიკაშვილი

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3735 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.05 %-იანი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.07 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე ნაწილდება:

 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.79%

 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.18%

 

"სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15 %

 

„ლელო - 3.17 %

 

„გირჩი“ – 2.92 %

 

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.34 %

 

"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,1 %

 

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" - 0.58 %.

ორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ლალი ტურძელაძემ დაადასტურა.

 

15 წლის მოზარდი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, დამატებით დაინფიცირდა 1 673 და გამოჯანმრთელდა 2 881 ადამიანი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის რიგები და მაღალი აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება და უკვე მეორედ, ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვლება.

 

"ველოდები არაორპოლუსიან, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც მოქალააქეების ხმა იქნება და არა პოლიტიკური ინტრიგები - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

 

მეოთხე პრეზიდენტი შსს-ს დაწყებულ გამოძიებასაც გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამბობს, რომ "საბურავების საქმის" შემდეგ ასეთი "50-60 საქმე ახსოვს და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს"

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?