ჟენევის დისკუსიების 46-ე რაუნდის ფარგლებში აფხაზურმა მხარემ საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების პროცესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

 

„საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ფორმატზე. კარგად ცნობილია, რომ საქართველოში ხშირად ტარდება ნატო-ს ეგიდით წვრთნები“, - აღნიშნა ირაკლი ტუჟბამ.

 

მისივე თქმით, აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაცია, სადაც იმოქმედებს სამხედრო დანაყოფების მომზადების ტაქტიკური ცენტრი.

 

„ასევე შევეხეთ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებულ თემას, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აფხაზური მხარისთვის“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.