აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

 

როგორც “გლობალპრესისთვის“ გახდა ცნობილი, მარტის თვეში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება.

 

ლუკა კურტანიძის განცხადებით „ამ გამოწვევისთვის მზად არის“.

 

„თუ ეს საკითხი განიხილება და ვინმე საუბრობს ამ თემაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე აფხაზეთთან მაკავშირებს დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია და დიდი იმედი, რომელიც მჯერა, ოდესმე განხორციელდება, მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული შეწირულობისკენ. ერთადერთი ოცნება, რაც იქ დაბადებულ - გაზრდილს მაკავშირებს, არის რომ ოდესმე დავბრუნდეთ იქ საცხოვრებლად. მზად ვარ, თავი შევწირო იმას, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი - აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება,“- განაცხადა  ლუკა კურტანიძემ.

 

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აფხაზეთის მთავრობასაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც განაცხადეს, აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უკვე 6 წელია ვახტან ყოლბაიაა. მან პოსტზე 2013 წლის აპრილში გია ბარამია შეცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.