აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და მოუწოდებს „საკუთარ პრობლემებს მიხედოს“.

 

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“,- წერს კოვე.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.