Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2117
EUR
3.7763
RUR
0.0413
GBP
4.1678

ეგვიპტელი „ტიკ-ტოკერი“ ქალი გარყვნილების წახალისებისთვის 3 წლით დაიჭირეს. ის მეექვსე ქალია, რომელიც ციხეში TikTok-ზე განთავსებული პოსტების გამო მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს.

 

ისევე როგორც სხვა მომხმარებლები, მანარ სემიც რეგულარულად სარგებლობდა პლატფორმით და გამომწერებს სხვადასხვა გასართობ ვიდეოს სთავაზობდა. მანარის ვიდეოებს ათასობით ნახვა და კომენტარი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს მისი პოსტები ყველას არ მოსწონდა, რადგან ის „შეუფერებელი“ კონტენტისთვის დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალის პოსტები არანაირი სკანდალით არ გამოირჩევა, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი საზოგადოების წესიერებისთვის შეურაცხმყოფელია და მათი თქმით, ვიდეოებში პროსტიტუციის ნიშნებია.

 

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს. გატაცებულებს შორის 9 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტო ავრცელებს.

 

„30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.

 

ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა.

 

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

გაბონში ძალოვნებმა ამბოხებული სამხედროები დააკავეს, რომლებმაც ქვეყნის სახელმწიფო რადიომაუწყებელი ხელში ჩაიგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური RFI გაბონის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ ბერტრან მაპონგუზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია უახლოეს საათებში ნორმალიზდება.

 

დღეს დილით სამხედროების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და ქვეყნის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა გააკრიტიკა.

 

გაბონის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტისადმი ლოიალური ძალები ქვეყანაში ყველა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ.

ტანზანიაში ერთ-ერთი მცირე შახტის მფლობელი მილიონერი გახდა, მას შემდეგ, რაც 2 უიშვიათესი ძვირფასი ქვა აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სანინიუ ლაიზერმა 2 ტანზანტიტი იპოვა, რომელთა საერთო წონაც 15 კილოგრამია. აქამდე, ყველაზე დიდ ტანზანიტად 3.3 კილოგრამის წონის ქვა ითვლებოდა, ლაიზერის მიერ აღმოჩენილი მინერალების წონა კი 9.2 და 5.8 კილოგრამია. მან ქვები ქვეყნის მინერალების სამინისტროს მიჰყიდა და უწყებისგან 3.4 მილიონი დოლარი მიიღო.

 

52 წლის ლაიზერი, რომელსაც 4 ცოლი და 30-ზე მეტი შვილი ჰყავს მიღებული თანხით თავისი სახლის მახლობლად სკოლის და სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს.

 

ტანზანიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ძვირფასი ქვაა, ის მხოლოდ ტანზანიაში მოიპოვება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 20 წელიწადში მისი მარაგი პლანეტაზე სრულად ამოიწურება.

ნიგერიაში 68 წლის ქალმა ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, მარგარეტ ადენუგამ სასურველ შედეგს ხელოვნური განაყოფიერების მეოთხე ცდაზე მიაღწია. ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მისი 77 წლის ქმარი ნოა ამბობს, რომ წყვილი 1974 წელს დაქორწინდა და შვილების ყოლაზე ყოველთვის ოცნებობდა.

 

„მეოცნებე ვარ და დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ჩვენი ოცნება ახდებოდა“, - განაცხდა მან.

 

ბიჭი და გოგო ლაგოსის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, საკეისრო კვეთით ორსულობის 37-ე კვირას დაიბადნენ, ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. ექიმების აღნიშნავენ, რომ ასეთ ასაკში მშობიარობას ბევრი სირთული მოჰყვება, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

დასავლეთ კამერუნის ქალაქ ბამენდას სკოლიდან დაუდგენელმა პირებმა 79 ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

გატაცებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. მათთან ერთად ბოროტმოქმედებმა სკოლის დირექტორი და ავტობუსის მძღოლი ქალაქგარეთ გაიყვანეს.

 

ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში მილიცია და ჯარის დანაყოფებია ჩართული. სკოლაში მისულმა რეგიონის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გატაცებულები სახლში მალე დაბრუნდებიან. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას გატაცების უკან. ადგილობრივები მომხდარში სეპარატისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ, თუმცა მათ პრესსამსახურში ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფენ.

ეთიოპიელმა სამხედროებმა შეცდომით სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც კოვიდინფეცირებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა The Standard იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 4 მაისს მოხდა. დაიღუპა 5 ადამიანი. African Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი კენიაში იყო რეგისტრირებული და ჰუმანიტარული დახმარება დასავლეთ სომალიში გადაჰქონდა.

 

როგორც ეთიოპიის მხარე განმარტავს, ლაინერმა სამხედრო ბაზას გადაუფრინა და სამხედროებს ის მოიერიშე თვითმფრინავი ეგონათ

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

 

თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ზუსტი ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა.

ლიბიაში, ტრიპოლში, ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში (NOC) რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა.თავდასხმისას სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

დაღუპულთაგან ორი კორპორაციის თანამშრომელია, ორი კი - თავდამსხმელი.

ლიბიის მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთმა შეიარაღებულმა შენობაში შესვლიდან მალევე თავი აიფეთქა. ლიბიის შს მინისტრი, აბდულ სალამ აშური ამბობს, რომ თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანი აიყვანეს მძევლად.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, როგორ ცდილობენ მაშველები ზედა სართულებზე მყოფი ადამიანების ევაკუაციას.

ადამიანი, რომელმაც შენობიდან თავის დაღწევა შეძლო, ამბობს, რომ თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანს ესროლეს.

Democrat Herald-ი წერს, რომ შენობაში ექვსი ადამიანი შეიჭრა. Libyan News Agency-ს ინფორმაციით, 10 ადამიანია დაჭრილი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?