Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

 

„დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მოგეხსენებათ, რომ გასული წელი გამორჩეული იყო. მე მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სოფლის მეურნეობაში, თუმცა ეს არ გახლავთ საკმარისი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები. დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე. ჩვენ გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი სოფლის მეურნეობის სექტორში, შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, გავზარდოთ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობა, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ აუცილებელი ტექნიკის შეძენა. პროგრამების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 4 მილიონი ლარი. დამატებით დეტალებს ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მოგაწვდით“, - განაცხადა ბახტაძემ.

გსმენიათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ, ქართველი ქალის, მეცხოველეობის ფერმაზე?, - თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ, ის მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე, საქართველოს კუთვნილებაში არსებული მიწებიდან ერთადერთია, რომელიც უცხოელებზე არ გაყიდულა. მესაზღვრე ფერმერი, ირინე ფხოველიშვილი ამბობს, რომ მას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია: მოუაროს საკუთარ ასამდე ძროხას და შეინარჩუნოს საქართველოს კუთვნილი მიწა, - როგორ?, - ამ თემაზე ,,გლობალპრესი" ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.

 

რა ჯიშის მერძეული პირუტყვი გყავთ და რამდენ ლიტრ რძეს გაძლევთ დღეში ერთი ძროხა?

 

- ეს არის ადგილოვრივი ჯიშის საქონელი და დიდიან - პატარიანად 100 სულზე მეტია. ჰოლანდიური ან შვედური ჯიშის ძროხების ჩამოყვანა იმ პირობებში, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია, ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანს, ამიტომ მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი გვყავს. ერთი ძროხა კარგი წველადობის პირობებში 10-15 ლიტრს იძლევა.

 

 

რძის პროდუქტს აწარმოებთ, თუ ნედლ რძეს ყიდით?

 

- ჩვენ არ ვართ რძის გადამამუშავებლები, მხოლოდ მის წარმოებას ვახდენთ. გადამამუშავებელი საწარმო დედოფლის წყაროშია, რომელსაც თვითონ მიაქვს რძე. ვისაც სუფთა რძეზე მუშაობა უნდა, ის ყოველთვის ცდილობს ჩვენგან წაიღოს.

 

რამდენს გიხდიან 1 ლ რძეში?

 

- ერთ ლიტრ რძეში 65 თეთრს გვიხდიან ზამთარში, როდესაც ძროხა ყველაზე ცოტას იწველის. ზაფხულში, მაღალი წველადობის პირობებში ფასი 30 თეთრამდე ჩამოდის. ასეთი დაბალი ფასი იმიტომაა, რომ ნატურალური სუფთა რძე სამწუხაროდ აღარ ფასობს. რძის პროდუქტების მწარმობელები უფრო მეტად რძის ფხვნილს ხმარობენ და ისიც ღმერთმა უწყის საიდან შემოტანილს და როგორი ხარისხისას. მაგრამ რაკი ის აღდგენილი რძეა, მაინც რძის პროდუქტი ჰქვია.

 

ხელით წველით ძროხებს?

 

-დიახ. ხელით ვწველით.

 

...და ეს ფაქტი ხომარ განაპირობებს, თქვენ შემთხვევაში, რძის დაბალ ფასს? ვგულიხმობ ჰიგიენის დაცვას, ხარისხს...

 

-მთავარია ჰიგიენის დაცვა. ხელით წველა არ არის პრობლემა. ჰიგიენას ვიცავთ და რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც ჩვენი რძე მიაქვს თვითონ ამოწმებს ამ ყველაფერს და მაგ მხრივ პრობლემა არ გვქონია.

 

ანუ, დღიურად 10-15 ლიტრის მოწველის შემთხვევაში ერთი ძროხისგან თვეში მაქსიმუმ 450 ლიტრ რძეს იღებთ. შესაბამისად, თვეში ერთი ძროხისგან საუკეთესო შემთხვევაში 300 ლარის შემოსავალი გაქვთ. რა გიჯდებათ 1 ძროხის შენახვა, თვენი ხარჯი ხომ არ აჭარბებს მოგებას?

 

- ციფრებში ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ, ნედლი რძის მწარმოებელები ძალიან ცუდ დღეში ვართ მისი დაბალი ფასის გამო. შესაბამისად, მოგებაზეც ვერ გავდივართ. ჩვენი ფერმერები, როდესაც ამბობენ, საქონლის შენახვა და კვება ძვირი მიჯდებაო, აბსოლუტურად მართლები არიან. იმისათვის, რომ უწყვეტად ვაწარმოოთ რძე, ყველა სეზონზე საქონელმა შესაბამისად დაბალანსებული საკვებიუნდა მიიღოს. დამატებითი კვებაა საჭირო ზაფხულში, როდესაც ბალახი გადამწვარია ან ზამთრის ყინვაში. ეს კი საკმაოდ ძვირია რძის ფასთან შედარებით. მიზეზი - წველადობა ამ ორ სეზონზე მინიმალურად დაბალია, ხოლო ხარჯები მაქსიმალური, რაც შემოსავლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. თუ ეს პირობები არ იქნა გათვალისწინებული და სახელმწიფოს მიერ რძის წარმოება სუბსიდირებული, მესაქონლეობა ქვეყანაში არა თუ ვერ განვითარდება, არამედ ჩაკვდება კიდეც.

 

ამ პრობლემებს სასწრაფო გადაჭრა სჭირდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოფლებს მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრები გაუყიდეს. ამ მიზეზის გამო მთელ სოფელში შეიძლება ასი სული მსხვილფეხა რქოსანიც ვეღარ იპოვო. ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის სახელმწიფოსათვის გადახდილი საიჯარო ქირაც...

 

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ წინ გადამდგმული ნაბიჯია ცხოველთა პასპორტიზაცია-რეგისტრაციის სისტემის ამოქმედება...

 

- დიახ. საქონლის პასპორტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ასევეა სახელმწიფო პროგრამაში მოქცეული სავალდებულო აცრები. მაგრამ პრობლემაა ფერმერების ნაკლები ინფორმირებულობა. წარმოიდგენეთ, რომ ფერმების უდიდეს ნაწილში არ არის დენი, წყალი, ფერმამდე მისასვლელი გზა და რომელ ევროპულ სტანდარტებზეა საუბარი. ძველი ფერმების შენობები ფიზიკურადა გაცვეთილი და ძვირადღირებული აღდგენა-რეკონსტრუქცია სჭირდება. შესაბამისად შეუძლებელია რძის წარმოების მარეგულირებელი სტანდარტების დაცვა.

 

მოწმდება და კონტროლდება პირუტყვიც, მაგრამ ეს საკმარისი არაა. უნდა შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადებული საქონლის ჩანაცვლება ჯანმრთელი საქონლით. კერძოდ, თუ ფერმერს ასაკოვანი ნაკლებად პროდუქტიული ძროხები ჰყავს, ისინი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა გაიგზავნოს. მაგრამ, სამაგიეროდ რას შევთავაზებთ სანაცვლოდ?!

 

სახელმწიფომ ან უნდა გადაიხადოს კონპენსაცია ამ ძროხებში, რომელიც ფერმერის ოჯახის მარჩენალია, ან უნდა მოვუყვანოთ ჯანმრთელი მოზარდი, რომელსაც გაზრდის და სათანადო ყურადღებას მიაქცევს, რომ არ დაავადდეს. ევროპის ქვეყნების მსგავსად ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. გლეხმა კი შესაბამის ზომებს მიმართოს, რათა ძროხა სასაკლაოზე წასაყვანი არ გახდეს.

 

 

რას ფიქრობთ თქვენ ფერმერთა როლსა და ინფორმირებულობაზე, მითუმეტეს თუ ეს ცხოველთა დაავადებებს ეხება?

 

- ეს პრობლემა უკიდურესად აქტუალურია, რადგან მათი აქტივობა ძალზე დაბალია. ფერმები ისევ ძველ ყაიდაზეა მოწყობილი და ელოდებიან როდის ვინ რას მიუტანს, ასევე არ იგრძნობა სიახლეების დანერგვისადმი სწრაფვა. ამიტომ ფერმერებმა სახელწიფოოს მხრიდან მეტი უახლესი ინფორმაცია უნდა მიიღონ იმისათვის, რომ ქვეყანაში მესაქონლეობა განვითარდეს. ეს საკითხი ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი.

 

მაგალითად?

 

- არსებობს დაავადებები რომელიც, ცხოველისაგან ადამიანზე გადადის. ასეთია ჯილეხის ვირუსული დაავადება და ბრუცეროზი.

 

ქალბატონო ირინე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით 2018 წელს, ადამიანებსა და ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირებულია. როგორც მახსოვს, 2017 წელს 100, 000 მოსახლეზე 0.9 ჯილეხის შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018-ში კი აღნიშნული ნიშნული 0.6 შემთხვევამდე შემცირდა.

 

-შესაძლოა შემცირდა ჯილეხის შემთხვევაში, მაგრამ ახლა ძალიან ინტენსიურად გავრცელდა დაავადების ახალი სახეობა - აზიური ყვავილი, რომელიც ადამინებშიც დაფიქსირდა. ფერმერებს ამის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა მათი პრევენცია მოახდინონ. ამასთანავე, ძალიან ცოტა ისეთი ფერმერია, ვინც ცდილობს სიახლე დანერგოს. ფერმერმა მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან.

 

როგორი ფქრობთ, რა ფორმით უნდა მიიღოს ფერმერმა ეს ინფორმაცია?

 

- მე მომხრე ვარ იმისა, რომ არაფორმარული განათლებით პოპულარული ენაზე მივაწოდოთ ფერმერს ის ცოდნა, რაც მას ყველაზე მეტაც სჭირდება. თანაც იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტი თავისუფალი დრო აქვს და იმ ადგლზე, რაც მისთვის ყველაზე მეტადაა ხელსაყრელი. ძალიან კარგია კოლეჯები, მაგრამ ფერმერს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ თვეობით იჯდეს იქ. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს არაფორმალულ განათლებას უშუალოდ სამუშაო ადგილებზე.

 

თქვენ, როგორც საზღვრისპირა ფერმერი, რა პრობლემების წინაშე დგახართ?

 

- ყველაზე დიდი პრობლემა ფერმამდე მისასვლელი გზაა და ვფიქრობ პირველ რიგში ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. საზღვრისპირა ფერმერებისთვის სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სპეციალური პროგრამა, რადგან ჩვენ არ ვართ უბრალოდ ფერმერები, ჩვენ მესაზღვრეებიც ვართ.

 

2010 წელს ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა ევროკავშირის ატაშე. ზაფხულის თვე იყო და პირველივე კითხვა, რაც ამ სიცხისგან გაწამებულმა კაცმა დამისვა: რას გიხდით სახელმწიფო თქვენ, რომ აქ ხართ? ევროპაში ასეთი ფერმერები აღიარებული არიან როგორც მესაზღვრეები და არანაირი გადასახადი არ ეკისრებათ. უფრო მეტიც, მათ როგორც მესაზღვრეებს სახელმწიფო იქით აფინანსებს...

 

ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა.

 

 

ქალბატონო ირინე ,თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენს ბიზნესს მოგება არ მოაქვს, მაშინ რა არის თქვენი მოტიცავია? რისთვის ხართ აქ?

 

- გადარჩენაზე ვმუშაობთ. მაქსიმალურად ცდილობთ, რომ არ დავტოვოთ ის ერთი გოჯი მიწაც კი, რომელიც საზღვარს იცავს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ჩვენს გარშემო მიწები გაყიდულია, რომ ჩამოხვიდეთ ალბათ 3-4 ქართველიღა დაგიხვდებათ. აქ ნახავთ აზერბაიჯანელებს, თურქებს, ირანელებს და ინდოელებსაც კი. უბედურებაა, რომ მთელი საზღვრისპირა რეგიონში უცხოელებს აქვთ მიწები ნაყიდი. 

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?