Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0594
EUR
3.4507
RUR
0.043
GBP
3.835

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს.

 

„ამერიკელები უფრო მეტად უსაფრთხოდ არიან, როდესაც ამერიკა ჩართულია გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაში. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და აღვადგენ ჩვენს ლიდერობას მსოფლიო დონეზე“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს.

 

29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს. 15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. დეკლარაცია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში მიიღეს.

 

დეკლარაციის მიღების დღე- 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება.

 

დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩო საქართველოში, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

 

..დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 244-ე დაბადების დღეა. სიამაყით გიზიარებთ ჩვენს ოთხი ივლისის ტრადიციულ პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო წელს ვერ მოვახერხეთ ღონისძიებების ჩატარება, ჩვენი ენთუზიაზმი ამ ტრადიციული ზეიმის გასამართად ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის. დღეს საღამოს, 22:00 საათზე თბილისში ყველას ვიწვევთ, ისიამოვნონ მთაწმინდის პარკის ფეიერვერკებით. ქალაქი თბილისი სატელევიზიო ანძას ჩვენი დროშის ფერებში აანთებს და ჩვენს ყველა ქართველ მეგობარს ვიწვევთ, გაგვიზიარონ 4 ივლისის მილოცვა ჰეშთეგით #IndependenceDay."  - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელ დრეს ულოცავს საქართველოს პრემიერ მინისტრი, სადაც გიორგი გახარია ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

 

,,წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - აცხადებს გიორგი გახარია.

რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

 

გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

 

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შედგა დოკუმენტი, დონ ბეიკონმა უპასუხა:  „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. ამის შესახებ „დემოკრატმა“ სენატორმა, რობერტ მენენდესმა განაცხადა.

 

„კონგრესმა შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ოფიციალურად გაიყვანა“, - დაწერა სენატორმა Twitter-ზე.

 

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა რეფორმების გატარებაზე, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვდა.

 

„ადრე განვაცხადეთ, თუ რა რეფორმები უნდა ჩაეტარებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. მათ უარი განაცხადეს. დღეს აშშ ყველა ურთიერთობას წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი წლიური 450 მილიონი დოლარი სხვა საჭიროებებს მოხმარდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

კანადაში, იორკის მუნიციპალიტეტის კომუნა მარკემში მეზობლები მათ სახლში მომხდარი ხანძრისგან იხსნა. ინფორმაციას I Heart Radio ავრცელებს.

 

ღამის ორ საათზე ბიგლმა სახელად ჯორჯიამ პატრონი გააღვიძა და აიძულა რომ ფანჯარასთან მისულიყო. მეზობლების სახლს ცეცხლი ეკიდა.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მამა-შვილი გამოიყვანეს. ორივე შშმ პირი იყო და ხანძრისგან დამოუკიდებლად თავის დაღწევა ვერ შეძლეს. დედამ და კიდევ ერთმა შვილმა სახლის დატოვება დამოუკიდებლად შეძლეს.

 

შედეგად ოჯახის ორი წევრის და პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ხანძრის მიზეზები დადგენილი არაა.

სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და მისი ადმინსიტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

როგორც სარჩელში წერია, ჩინოსნებმა დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლებები დააარღვიეს, როდესაც თეთრ სახლთან პარკში აქციის სპეცსაშუალებებით დაშლის უფლება გასცეს. სარჩელი ჯგუფ Black Lives Matter D.C.-ისა და სხვა ჯგუფების სახლით შეიტანეს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

 

გასულ კვირას პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართული აქციის მოანაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამის შემდეგ ტრამპი ქუჩაში ფეხით გავიდა და ბიბლიით ხელში უახლოეს ეკესიამდე მივიდა. აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

 

28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

პლატფორმა Change.org-ზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელ მარკ ცუკერბერგს მოუწოდებენ, რომ ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლნიზაცია შეწყვიტოს. ერთ კვირაში პეტიციას 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

კომპანია ჰავაის მკვიდრი მოსახლეობის ინიციატივით დაიწყო. პეტიციაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მარკ ცუკერბერგი ცდილობს კუნძულიდან მკვიდრი მოსახლეობა გაასახლოს და მათ სასამართლოში უჩივის. პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ ის ავიწროვებს ადგილობრივ ფერმერებს.

 

ცუკერბერგმა კუნძულზე უძრავი ქონება 2014 წელს $100 მილიონად იყიდა. შემდეგ მან დამატებით იყიდა კიდევ ორი ნაკვეთი და განაცხადა,რომ საკუთარ სამფლობელოს ორმეტრიანი ქვის კედელით შემოსაზღვრავდა. რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

გამოცემა The New York Times-მა სკანდალური სტატიის დეტალები დააზუსტა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვი რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციაში სოლიდურ ჯილდოს სთავაზობდა.

 

გამოცემის განმარტებით, სტატიაში საუბარია 2019 წლის აპრილში ავღანეთში მომხდარ ტერაქტზე, რასაც 3 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა. The New York Times-ი წერს, რომ ამ ტერაქტსა და მანამდე მოსკოვსა და თალიბებს შორის წარმოებულ საიდუმლო მოლაპარაკებებს შორის კავშირის ვერსიას ამერიკის დაზვერვის სამსახური განიხილავდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტს ინფორმაცია თებერვლის ბოლოს მიაწოდეს.

 

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლოა დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არც წაუკითხავს. სკანდალური სტატია The New York Times-მა 26 ივნისს გამოაქვეყნა.

 

მასში ნათქვამია, რომ მოსკოვი თალიბებს ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის ჯილდოს სთავაზობდა, რის შესახებაც ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერსაც ჰქონდა. ტრამპმა ბრალდება უარყო და The New York Times-ი წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელთა კომპრომენტაციის მიზნით ფეიკების გავრცელებაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოდის პანაშვიდებსა და დაკრძალვის ცერემონიას სავარაუდოდ არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

 

ფლოიდს ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალავენ.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს - ამის შესახებ ქვეყის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

პომპეოს განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. თეთრი სახლი ფიქრობს, რომ ჩინეთის მთავრობა Tik Tok-ს იყნებს ხალიხის თვალთვალისთვის და პროპაგანდისთვის.

 

მაიკ პომპეო ამერიკელ მომხმარებლებს აფრხილებს, რომ ისინი ფრთხილად იყვნენ Tik Tok ის გამოყენებისას, თუ არ სურთ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

 

შეგახსენებთ, 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

აშშ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„აშშ აღშფოთებულია რუსული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო სასამართლო პროცესისა და საიდუმლო მტკიცებულებების საფუძველზე შედგა. ჩვენ პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს. პოლ უილანის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით.

 

„იმედგაცრუებული ვარ. ამერიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მისი მონაწილეობა ვერ დაამტკიცა ბრალდების მხარემ“, - განაცხადა ელჩმა.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბოლომდე არ გაასაჯაროვა საქმის გარემოებები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ პოლ უილანი ჯაშუშური აქციის დროს დააკავეს. თავად პოლ უილანი აცხადებს, რომ ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

 

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში. აქ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?