Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ქვეყნის ლიდერს რასისტი და თაღლითი უწოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

 

„მრცხვენია ჩემი სისუსტის და უადგილო ლოიალობის, იმისთვის, რაც ტრამპისთვის გავაკეთე მისი წინ წასაწევად. მრცხვენია იმის გამო, რომ მონაწილეობა გადავწყვიტე ტრამპის მოქმედებათა დაფარვაში, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სინდისისთვის მომესმინა. მრცხვენია იმის გამო, რომ ვიცი, ვინ არის მისტერ ტრამპი. ის რასისტია. ის თაღლითია“, - განაცხადა მაიკლ კოენმა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

მედელინში, პაბლო ესკობარის ერთ-ერთი ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მის ადგილზე ნარკომოვაჭრის მსხვერპლთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს.

 

„მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8-სართულიანი სახლი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ დაანგრიეს. შენობის ნგრევის პროცესს თვალს ესკობარის მსხვერპლთა ოჯახის წევრები და ნათესავები ადევნებდნენ.

 

პაბლო ესკობარი აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში. 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.

 

თავისი საქმიანობის დიდების ხანაში ის მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო და მის მიერ აშენებულ Hacienda Nápoles-ში ცხოვრობდა.

 

პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ ნიკოლას სენდმენმა გაზეთ Washington Post-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ცილისწამებისთვის 250 მილიონ დოლარს ითხოვს.

 

საუბარია გაზეთ Washington Post-ის სტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლას სენდმენმა საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ დემონსტრანტთან დაპირისპირება გამოიწვია.

 

ინციდენტი 18 იანვარს აბორტების წინააღმდეგ მიტინგის დროს მოხდა, რომელშიც სენდმენი და მისი თანაკლასელები მონაწილეობდნენ. გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს თუ როგორ დგას ნიკოლას სენდმენი, „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ წარწერიანი ქუდით ამერიკელი ინდიელის ნეიტან ფილიპსის პირისპირ. ფოტოს ქვეშ აღნიშნულ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სენდმენი აგრესიულად მოექცა ფილიპს და ამგვარად, რასისტული საქციელი გამოამჟღავნა.

 

ნეიტან ფილიპსის განცხადებით, სენდმენი თავის მეგობრებთან ერთად ყვიროდნენ „ავაშენოთ კედელი“, რაშიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა იგულისხმებოდა. თვითონ სკოლის მოსწავლე უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არც ერთ ჩანაწერში არ ისმის.

 

სასარჩელო განცხადებაში ნათქვამია, რომ Washington Post-მა ცილი დასწამა სკოლის მოსწავლეს, რითაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული სარედაქციო პოლიტიკა წინა პლანზე გამოიტანა. ადვოკატების თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტო-მასალის გამო ნიკოლას სენდმენი დევნის ობიექტი გახდა.

 

„რათა ნიკოლასს სრულად აუნაზღაურდეს ზიანი და რათა დავსაჯოთ გაზეთი Washington Post, აღნიშნული საქმე მოითხოვს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას“, - ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

ვენესუალას შეიარაღებული ძალების სამმა წევრმა, რომლებიც კოლუმბიასთან არსებულ საზღვარზე იყვნენ გამაგრებულები, პოსტი დატოვა. მიზეზი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელიც ქვეყანაში უნდა შევიდეს. ინფორმაციას კოლუმბიის საიმიგრაციო სააგენტო ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ გამოიყენეს.

 

მანამდე ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ „საზღვრის საყოველთაო ჩაკეტვა“ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა. ვენესუელამ ჰუმანიტარული დახმარება დღეს უნდა მიიღოს, თუმცა ნიკოლას მადუროს რეჟიმი დახმარების მიღებას ეწინააღმდეგება.

 

დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ბრაზილიის საზღვრის მახლობლად ვენესუელას უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.

 

22 თებერვალს ვენესუელამ ბრაზილიასთან ჩაკეტა საზღვარი, დღეს კი საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება კოლუმბიასთან მიმართებაშიც მიიღო.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელას არმია დროებითი პრეზიდენტის ბრძანებებს არ ემორჩილება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხუან გუაიდომ ქვეყნის მთავარსარდლის რანგში ჯარს საზღვრების გახსნა და ჰუმანიტარული ტვირთის გატარება უბრძანა, ბრაზილიის საზღვარი მათ ამ დრომდე ჩაკეტილი აქვთ.

 

საგუშაგოების დახურვა ამ ტერიტორიაზე სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა.

 

ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში ხალხმა საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტროლის დამყარება სცადა, რა დროსაც მათ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის დროს დაიღუპა 2 ადამიანი, 14 კი მძიმედ დაიჭრა.

ვენესუელას ხელისუფლება ქვეყანაში „მშვიდობის დარღვევაზე პასუხისმგებლობას“ აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკისრებს. ამის შესახებ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასამ განაცხადა. \

 

„ვენესუელა საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში აყენებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს რასისტურ მთავრობასა და მის პრეზიდენტს დაეკისრება“, - განაცხადა ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ხორხე არეასას განცხადებით, ვენესუელასთვის მუქარით ტრამპი გაერო-ს წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს არღვევს.

 

გუშინ ფლორიდას შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ ყველა ვარიანტს განიხილავს ვენესუელაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად“.

ვენესუელის სასაზღვრო ქალაქებში არეულობაა. ოპოზიციის მომხრეებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობდა ბარიკადების გარღვევასა და ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად გზის გათავისუფლებას. ამის შესახებ BBC წერს.

 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდს ბრენსონის ინიციატივით გამართული კონცერტით შეგროვებული თანხით ხუან გუაიდოს მხარდამჭერები ვენესუელაში სამედიცინო და სასურსათო დახმარების შეტანას გეგმავენ.

 

22 თებერვალს ვენესუელამ ბრაზილიასთან ჩაკეტა საზღვარი, შემდეგ კი საზღვარი ნაწილობრივ კოლუმბიასთანაც ჩაკეტა.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

სირიიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, აშშ ქვეყანაში მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტინგენტს დატოვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.

 

„მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტინგენტი, დაახლოებით 200 ადამიანი, სირიაში დარჩება გარკვეული დროით“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული შეიარაღებული კონტინგენტის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მან განმარტა, რომ სირიაში აშშ-ს ყოფნის ერთადერთი მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ს კოსმოსური ძალების შექმნის თაობაზე, რომელიც აშშ-ს შეიარღებული ძალების მეექვსე სახეობა გახდება.

 

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა აშშ-ს საჰაერო ძალების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნება.

 

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დირექტივაში პენტაგონის ხელმძღვანელს ევალება აშშ-ს კონგრესში შესატანი კანონპროექტის მომზადება, რომლითაც კოსმოსური ძალები შეიქმნება.

 

აღნიშნული გეგმის თანახმად, შეიარაღებული ძალების ახალ სახეობას შტაბის მეთაური ეყოლება, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის შემადგენლობაში შევა.

 

კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი კი სამოქალაქო პირი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს, ხოლო სენატი კი დაამტკიცებს.

ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ მიტინგზე თქვა.

 

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია კოლუმბიისადმი მოთმინებას იჩენდა.

 

„თუმცა ჩვენ ვეღარ ვუყურებთ, როგორ ამზადებს კოლუმბია ვენესუელაზე თავდასხმას”, – განაცხადა მადურომ.

 

22 თებერვალს ვენესუელამ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ჩაკეტა, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება იგეგმება.

 

მანამდე ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ „საზღვრის საყოველთაო ჩაკეტვა“ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა. ვენესუელამ ჰუმანიტარული დახმარება დღეს უნდა მიიღოს, თუმცა ნიკოლას მადუროს რეჟიმი დახმარების მიღებას ეწინააღმდეგება.

 

დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ბრაზილიის საზღვრის მახლობლად ვენესუელას უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.

 

22 თებერვალს ვენესუელამ ბრაზილიასთან ჩაკეტა საზღვარი, დღეს კი საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება კოლუმბიასთან მიმართებითაც მიიღო.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელას ხელისუფლებამ ბრაზილიასთან სახმელეთო საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.

 

ნიკოლას მადუროს განცხადებით, საზღვრის დახურვა პრევენციულ ზომას წარმოადგენს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა. მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოტავიუ სანტანა დუ რეგუ ბარუსმა განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობა სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც ვენესუელას საზღვართან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ჩაერთვება.

 

ნიკოლას მადუროს თქმით, უცხოური ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ინიციატივა „ოლიგარქიის უნიჭო და იაფფასიანი შოუა“ და მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვან ამ დახმარებაზე.

 

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლას მადურომ ასევე არ გამორიცხა კოლუმბიასთან საზღვრის სრული დახურვის შესაძლებლობა.

ნიკოლას მადურომ ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს მოუწოდა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„რატომ არ აცხადებს გუაიდო არჩევნებს? ამ ჯამბაზმა, რომელმაც საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს, რათა არჩევნების გზით ხალხმა ის თავის თანამდებობას ჩამოაცილოს“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

 

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით სცნეს აშშ-მა, ლიმას ჯგუფის ქვეყნებმა, ევროკავშირის 19 ქვეყანამ და ასევე საქართველომ. ნიკოლას მადურომ აღნიშნულს გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?