Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

იულია ტიმოშენკოს ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom-მა 11 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

 

უკრაინის ექსპრემიერი კომპანიას მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და სასამართლოში აპირებდა სარჩელის შეტანას. საბოლოოდ, ტიმოშენკომ და მისმა ადვოკატმა, სერგეი ვლასენკომ კომპანიისგან 11 მილიონი დოლარი მიიღეს.

 

ტიმოშენკო 2011 წელს რუსეთთან წამგებიანი საგაზო კონტრაქტის დადებისთვის დააპატიმრეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობიდან ის 2014 წელს გათავისუფლდა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 20-დღიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩენას გამოეხმაურა.

 

„მიხარია, რომ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

2 მაისს პირველად ოცი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

 

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ქმედებების გამოძიების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ქვეყნის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, სერხიო მოროს ბრალდებებს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოლსონარუ პოლიციის მუშაობაზე გავლენას ახდენდა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

 

სამართალდამცველებს გამოძიებისთვის 60 დღე აქვთ.

 

მორომ პოსტის დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადა, მიზეზად კი ბოლსონარუსთან უთანხმოება დაასახელა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფედერალური პოლიციის საქმიანობაში ერევა, რომელიც მსხვილ კორუფციულ საქმეებს იძიებს. ამის შემდეგ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ ვენესუელას პრეზიდენტის ჩამოგდების სცენარის უკან ვაშინგტონი დგას. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მათ დააკავეს ამერიკის სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი, რომელთაც „მისი შეპყრობა“ სურდათ.

 

„მე რომ ვენესუელაში მდომოდა შესვლა, არ დავმალავდი, წავიდოდი კიდეც და ვერაფერსაც ვერ იზამდნენ. პატარა ჯგუფს კი არ გავგზავნიდი, არა, არა და არა. არმიას გავგზავნიდი და ამას დაპყრობას დაარქმევდნენ“,-აღნიშნა ტრამპმა.

 

ცნობისთვის, აშშ-სა და ვენესუელას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასულ წელს გაწყდა. ამ დროისთვის, ამერიკის საელჩო კარაკასში არ აქვს. აშშ და კიდევ 60-მდე ქვეყანა ნიკოლას მადუროს ვენესუელას პრეზიდენტად არ ცნობს და ისინი გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებენ. მადუროს მხარდაჭერები არიან: რუსეთი, ჩინეთი, სირია და კუბა.

კანადაში 1500 სახეობის იარაღის ყიდვა-გაყიდვა, იმპორტი და ტრანსპორტირება არალეგალური გახდა, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება აპრილში გახშირებული შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ მიიღო. რეგულაცია ძალაში უკვე შევიდა, თუმცა იარაღის მეპატრონეებს 2-წლიანი ვადა მიეცათ, რომ იარაღი ჩააბარონ. კანადის პრემიერმა დააანონსა, რომ ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, იარაღის მეპატრონეებისგან იარაღს შეისყიდიან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, რის გამოც მისი გაუჩინარების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა.

 

როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას კიმ ჩენ ინის მდგომარეობაზე ძალიან კარგი იდეა აქვს, თუმცა რამდენიმე წუთში აღნიშნა, რომ „არავინ იცის, სად არის ის“.

 

„ძალიან კარგი იდეა მაქვს, თუმცა ახლა ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია, უბრალოდ კარგად ყოფნას ვუსურვებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდება უარყო.

 

„ვენესუელაში მომხდარ მოვლენებთან აშშ-ს არანაირი კავშირი არ აქვს. ეს რომ დაგეგმილი ოპერაცია ყოფილიყო, როგორც ამას ნიკოლას მადურო ამტკიცებს, ის ღია, პირდაპირი და ეფექტური იქნებოდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

3 მაისს ვენესუელის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კოლუმბიიდან შეიარაღებული ჯგუფის შემოჭრა აღკვეთა, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და ნიკოლას მადუროს მკვლელობას გეგმავდნენ.

 

ნიკოლას მადუროს განცხადებით, შეიარაღებულ ჯგუფში ამერიკის მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც დონალდ ტრამპის უსაფრთხოების სამსახურის წევრები არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის მოწინააღმდეგეს, ჯო ბაიდენს არაკომპეტენტური უწოდა.

 

„არ მჯერა იმ გამოკითხვების, რომელშიც ბაიდენი ლიდერობს. იმის მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი ჭკვიანია. არა მგონია, რომ ქვეყნის სათავეში არაკომპეტენტური ადამიანი დასვან. 30 წელია, რაც ჯო ბაიდენი არაკომპეტენტურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, ცუდი იყო. მისი საგარეო პოლიტიკა კატასტროფა იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ყრილობა ივლისის თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო აგვისტოში გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყალბ ამბებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩრდილოეთ კორეასთან, მე კარგი ურთიერთობა მაქვს კიმ ჩენ ინთან და ვიმედოვნებ, რომ ის კარგადაა. ვფიქრობ, ეს ყალბი ამბავია“ - განაცხადა ტრამპმა.

 

კითხვაზე, - თუ როდის ჰქონდა მას ბოლოს კონტაქტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, ტრამპმა თქვა, რომ ამის გამხელა არ სურს.

 

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ 25 აპრილს, სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. იქამდე, ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 20-დღიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩენასთან დაკავშირებით.

 

„მე კი არ მიხარია კიმ ჩენ ინის გამოჩენა. მირჩევნია, მკვდარი ყოფილიყო. ის ნამდვილი ბოროტებაა“, - დაწერა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა Twitter-ზე.

 

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 20-დღიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩენას გამოეხმაურა.

 

„მიხარია, რომ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

2 მაისს პირველად ოცი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

 

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსთან გაჩერებულ 2 სატვირთო მანქანაში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას მანქანებიდან წამოსული გაუსაძლისი სუნის შესახებ შეატყობინეს. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველმა სატვირთოებში გარდაცვლილები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 100-მდე ცხედარი იყო.

 

როგორც დამკრძალავ ბიუროში განმარტეს, მათ მაცივარი გაუფუჭდათ. ნიუ-იორკში კორონავირუსის პანდემიის ფონზე დამკრძალავი ბიუროები გადატვირთულია, თუმცა უცნობია, სატვირთოებში ნაპოვნი რამდენი ადამიანი გარდაიცვალა COVID 19-ით.

ფულით, რომლითაც აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეხმარებოდა, ამავე მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდებიან. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

 

გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ დოკუმენტშია ნათქვამი.

 

„სახელმწიფო მდივანმა დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სთხოვა, მოიძიონ და გამოიყენონ საერთაშორისო დახმარების პროგრამების ალტერნატიული შემსრულებლები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?