Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

ტექსასში, დღეს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს უფროსს დაკრძალავენ. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი და პირველი ლედი, ასევე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი დაესწრნენ.

 

პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი. მისი თქმით, ჯორჯ ბუში უფროსი ისტორიაში შევა, როგორც დიდებული პრეზიდენტი.

 

„ისტორიის წიგნებში დაიწერება, რომ ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი იყო. ის იყო განუმეორებელი დიპლომატი, შესანიშნავი მთავარსარდალი და ჯენტლემენი, რომელიც თავის მოვალეობებს ღირსეულად ასრულებდა“, - განაცხადა ბუშმა უმცროსმა. რომელსაც სიტყვით გამოსვლისას ატირდა.

 

„მამა, ძალიან დაგვაკლდები. შენი ღირსება, გულწრფელობა, შენი სული ჩვენთან დარჩება“, - დასძინა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.

 

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ტექსასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დღეს დაკრძალავენ.

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ ბარასო აშშ-სა და ნატო-ს მოუწოდებს, უფრო პრინციპული ქმედებები განახორციელონ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

 

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორად მოიქცა, როდესაც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

 

„ვლადიმერ პუტინისთვის სიტყვები არაფერს ნიშნავს. მისთვის მნიშვნელოვანია ქმედებები. ამიტომაც, მივიჩნევ, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

 

ჯონ ბარასოს თქმით, ამერიკის ფლოტი და ნატო-ს გემები შავ ზღვაში უნდა იქნეს გაგზავნილი და ასევე უკრაინას უნდა მიაწოდონ დამატებითი შეიარაღება.

ამერიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა დაგმო აზოვის ზღვაში რუსეთის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „პასუხი აგებინოს“. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

 

„რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის პროვოკაციული ხელყოფა აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს ქერჩის სრუტის გავლით ნაოსნობის თავისუფლება და ნება დართოს უკრაინულ ხომალდებს უკრაინული პორტების თავისუფლად გამოყენების“, - ნათქვამია კონგრესმენ ბრაიან ფიცპატრიკის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, „აშშ-ს არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უგულებელყოფა“.

 

„მოვუწოდებ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, პასუხი აგებინოს ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება. ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ უკრაინელ ხალხს“, - დასძინა კონგრესმენმა.

შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

 

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილს მისი მეუღლე აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში წლების განმავლობაში ფლორიდას შტატის გუბერნატორი იყო.

ორმა ამერიკელმა მოზარდმა აეროდრომიდან თვითმფრინავი გაიტაცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ინციდენტი იუტის შტატის ქალაქ ჯენსენში მოხდა. 14 და 15 წლის მოზარდები აეროდრომის ტერიტორიაზე ტრაქტორით შევიდნენ, Cessna-ს ტიპის მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გაიტაცეს და 24 კილომეტრი იფრინეს. ამის შემდეგ ისინი ვერნალ რიჯინის აეროპორტში დაეშვნენ. საბოლოოდ თინეიჯერები პოლიციამ დააკავა. როგორც გაირკვა, გასულ კვირას ისინი ბავშვთა თავშესაფრიდან გაიქცნენ.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი აშშ-ს კაპიტოლიუმს ეწვივნენ, სადაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის ცხედარია დასვენებული.

 

აშშ-ს პრეზიდენტისა და პირველი ლედის გარდა კაპიტოლიუმში ჯორჯ ბუშთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ამერიკელი კონგრესმენები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მივიდნენ.

 

როგორც თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, დონალდ ტრამპის მისვლა კაპიტოლიუმის შენობაში დაგეგმილი არ იყო.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის ცხედარი ჰიუსტონიდან დღეს გადმოასვენეს ვაშინგტონში.

 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აუქმებს, რომელიც „დიდი ოცეულის“ ფარგლებში უნდა შემდგარიყო. ასეთი გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოხსენების შემდეგ მიიღო.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა შესაძლებელი იყო და აღნიშნა, რომ ახლა პუტინთან შესახვედრად ხელსაყრელი დრო იყო.

 

ორი ქვეყნის ლიდერები, ბოლოს, ერთმანეთს ნოემბრის დასაწყისში, პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების ღონისძიების ფარგლებში შეხვდნენ.

ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონში მომხდარი ჩხუბის შედეგად მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.

 

პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი ავტოსადგომზე მოხდა. ბოლდუინმა 49 წლის მამაკაცს ყბა დაუზიანა, დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ბოლდუინს თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი. სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მექსიკაში თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელია მოკლული, - ამის შესახებ ინფორმაციას ხალისკოს შტატის პროკურატურა ავრცელებს.

 

„ლა-უერტას მუნიციპალიტეტში თავდასხმის შედეგად პოლიციის ექვსი თანამშრომელია მოკლული, ერთი კი დაჭრილი. დაწყებულია გამოძიება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების ოპერაცია მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ ხალისკოს შტატის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექსიკური ნარკოკარტელი „ხალისკო-ახალი თაობა“ მოქმედებს. 2015 წელს, ამ ნარკოკარტელის წევრების მიერ პატრულზე თავდასხმის შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმების შესაძლებლობა დაუშვა.

 

მისივე თქმით, ის აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან სრულ ანგარიშს ელოდება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

„ამ ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა, პუტინთან შეხვედრა არ მექნება. მე არ მომწონს ეს აგრესია. მე ეს აგრესია საერთოდ არ მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაზეთ The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას საკმაოდ დამარწმუნებელი დადასტურება უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.

 

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით არგენტინაში გაიმართება. სამიტის ფარგლებში რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა იყო ჩანიშნული.

 

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

არგენტინის პროკურატურა ფეხბურთელი ლიონელ მესის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შემოწმებას ითხოვს, - ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Todo Noticias იუწყება.

 

მისი ინფორმაციით, პროკურორმა პაბლო ტურანომ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შემოწმება მოითხოვა, რომელიც, შესაძლოა, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა.

 

ბრალდების მხარის განცხადებით, ფონდში შესული შემოწირულებების ოფშორულ ზონებში გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხვა ხდებოდა. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი გამოძიების გაგრძელებისთვის.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?